საკითხავისასარგებლოსაქართველო

შეიცანი შენი ქვეყნის სიმდიდრე!! (ვანი)

e4286d798433

ვანი დასავლეთ საქართველოში ,იმერეთის სამხრეთ-დასავლეთით არსებულ ულამაზეს ბუნებაში ჩაფლული რაიონია. ანტიკურ ხანაში აქ მდებარეობდა ძველი კოლხეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი,რომელსაც სურიუმს უწოდებდნენ.სწორედ ვანს უკავშირდება ლეგენდა ოქროს საწმისის შესახებ.ვანი როგორც კოლხური ოქროს სავანე დიდიხანია ტურისტებისა და არქეოლოგების ყურადღების ცენტრშია მოქცეული.აქ 1985 წლიდან ფუნქციონირებს ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, სადაც არ წყდება დამთვალიერებელთა ნაკადი. მუზეუმის ოქროს ფონდში შესაძლებლობა გექნებათ იხილოთ კოლხური ოქრომჭედლობის უიკალური ნიმუშები.აქ ასევე იხილავთ ბრინჯაოს ქანდაკებებს,ოქროს ვერცხლისა და ბრინჯაოს ნაკეთობებს,ნუმიზმატიკის ნიმუშებსა და ბევრ სხვა საინტერესო ექსპონატებს.
ვანი ასევე მდიდარია შუა საუკუნეების პერიოდის ისტორიული ძეგლების ნაშთებით, რომელთა ხილვის ბედნიერებაც ვანში სტუმრობისას გექნებათ.აქ აგრეთვე შეგიძლიათ მოინახულოთ მღვიმეები და ხუთი სხვადასხვა მუზეუმი ესენია:არქეოლოგიური მუზეუმი,სახვითი ხელოვნების მუზეუმი,გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმი, ტიციან ტაბიძის სახლ-მუზეუმი და კორნელი კეკელიძის სახლმიზეუმი,თუმცა ყველაზე მნიშვნელოვან ისტორიულ და ტურისტულ ობიექტად უკვე მსოფლიოში აღიარებული ვანის ანტიკური ხანის ნაქალაქარი ითვლება,რომელიც ახვლედიანების გორაზე მდებარეობს და სადაც საკაცობრიო მნიშვნელობის უამრავი არქეოლოგიური აღმოჩენა განხორციელდა. რაიონი მდიდარია ფლორითა და ფაუნით, აგრეთვე ალპური და სუბალპური მდელოებით,ულამაზესი მთებით რომელთა ნაწლიც ზამთარ-ზაფხულ თოვლითაა დაფარული და რომელიც თავისი სილამაზით მნახველთა ყურადღებას იპყრობს.
ვანში ასევე მდებარეობს რამდენიმე სამკურნალო კურორტი: სულორი,საპრასია და სოფელი ამაღლება, რომლებიც მდიდარი არია რადიოაქტიური და თერმული წყლებით.

შეუძლებელია ფურცლებზე სრულიად გადმოსცე ის სიმდიდრე და მშვენიერება ,რომელიც ვანს ,როგორც საქართველოს ერთერთ ულამაზეს მხარეს ახასიათებს. არქეოლოგიური სამუშაოების მიმდინარეობის პარალელურად არქეოლოგების მოლოდინი, რაიონში ახალი აგმოჩენების შესახებ მძაფრდება, რაც, რა თქმა უნდა ,ბევრ კარგს მოუტანს, როგორც ვანს ასევე მთლიანად ჩვენს ქვეყანას.

ავტორი: თათია სიმონეიშვილი.

def2206e4d64

ad35c8490975

98078619387c
caf7f2927cfb

731774db5f8f

Back to top button