საკითხავი

ჯაინიზმი

4dbadbff97c5
ჯაინიზმი — რელიგიურ-ფილოსოფიური სწავლება, წამოსული ინდოეთიდან ძვ. წ. VI საუკუნეში. დამაარსებლად ითვლება ჯინო მაჰავირა. ამჟამად ითვლის დაახლოებით 6 მილიონ მიმდევარს, რომელთაგან 3,5 მილიონი ინდოეთში ცხოვრობს.

ჯაინიზმის, როგორც დჰარმული რელიგიის, საფუძველს წარმოადგენს რწმენა გარდასახვების მიმდევრობაში (დჰარმაჩაკრა), სამსარასგან (მოკშა) გათავისუფლების შესაძლებლობა, მკაცრი ასკეტიზმი, სიცხოცხლის ყველა ფორმის შეუცვლელი ღირებულება (ფასეულობა) მის ნებისმიერ განსახიერებაში, და შედეგად, მათთვის ვნების დაუშვებლობა, ანუ ძალადობის უარყოფა (აჰისიმა).

ჯაინიზმი ქადაგებს, რომ ნებისმიერი არსება ინდივიდუალურია და მარადიულ სულს წარმოადგენს და დამოუკიდებლად არის პასუხისმგებელი საკუთარი ქმედებებისთვის. შესაბამისად, მკვიდრდება ცხოვრების ისეთი წესი, სადაც სიცოცხლის ყოველ ფორმას უკიდურესი პატივისცემა მიეგება. ღმერთი ჯაინებისთვის გაიგივებულია ისეთ ცნებებთან, როგორიცაა უსასრულო ცოდნა, უსასრულო შემეცნება, უსასრულო გათვითცნობიერება და უსასრულო ბედნიერება . ამგვარად, ჯაინიზმი არ მოიცავს საკუთარ ფილოსოფიაში ღმერთის, როგორც ყოვლისშემძლე ზეარსების ცნებას, არამედ როგორც უსასრულო სამყაროთქმნილებას, რომელსაც ბუნების კანონები მართავს, რომლებიც, თავის მხრივ, დამოკიდებულია სამყაროს შემადგენელ არსებითობათა (გუნი) ურთიერთქმედებაზე.

ჯაინიზმის კიდევ ერთ განმასხვავებელ ასპექტად ითვლება ანეკანტავადა — სწავლება ობიექტთა და ფენომენთა სხვადასხვა სუბიექტთა მიერ განსხავებული ხედვის არსებობის შესახებ.

   ჯაინებს სჯერათ, რომ სანამ ადამიანის სული კარმისგან (ბედისწერისგან) არ განთაისუფლდება, ხელახლა შობის ციკლი გრძელდება. სიდჰა  თავისუფალია შობის და სიკვდილის ციკლისგან, მაგრამ მაინც ინარჩუნებს  უნიკალურობას; სიდჰა ვერ გრძნობს სიხარულს, დარდს, სიამოვნებას, ტკივილს  და მარადიულ  ნეტარებაში ცხოვრობს. გარდაცვალების შემდეგ უფლისწული მაჰავირა, როგორც დედამიწაზე ხუთნაირი სიბრძნის მბლობელი და მასწავლებელი, ტირტანკარად გამოაცხადეს.

ჯაინიზმის 5 პრინციპი:

1.  აჰინსა ან აჰიმსა: არ მიაყენო  ვნება არც ერთ ცოცხალ არსებას. ეს ნიშნავს მკაცრ ვეგეტარიანელობას და კიდევ აზრის, სიტყვის და ქცევის სრულ უვნებლობას.

2. სატია: არ მოიტყუო,  ყოველთვის ილაპარაკე უვნებელი სიმართლე.

3. ასტეია:  არ მოიპარო და უნებართვოდ არ აიღო არაფერი.

4. ბრაჰმაჩარა:  უმანკოება; ხორციელი სიამოვნების დათმენა. ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის  იგი სექსუალურ  ცხოვრებას მხოლოდ ქორწინებაში ცნობს.  ბერებსა და მონაზვნებს ქორწინება ეკრძალებათ.

5.  აპარიგრაჰი:  არ ფლობდე არაფერს.  გამოეყავი ადამიანებს და დათმე მატერიალური ნივთები
  
აჰიმისას   მიხედვით, ხუთი დებულებიდან პირველი ყველაზე მნიშვნელოვანია.

ჯაინებს სჯერათ, რომ სხეულს ენერგიის ცენტრები აქვს, რომლებსაც ჩაკრები ეწოდება (სანსკრიტის ენაზე ჩაკრა ბორბალს ნიშნავს).  არსებობს 7 მთავარი ჩაკრა: 6 სხეულშია, მეშვიდე კი თავზე  ზევიდანაა განლაგებული. ითვლება, რომ  ჩაკრების აღქმა ბგერით, სინათლით და ფერით არის შესაძლებელი. ჩაკრებზე  ზემოქმედებით ადამიანს კურნავენ.
928e770982b0
სურათზე გამოსახულია სხეულზე ჩაკრების განლაგების ადგილები.

     ჯაინების ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია პასირიუშანა, რომელიც წვიმების სეზონის დროს, რვა დღეს გრძელდება. ჯაინები ამ დროს მარხულობენ.

წყარო: wikipedia.org

მსგავსი ამბები

Back to top button