არქივი

როგორ ავაწყოთ რუბიკის კუბიკი (Part 1)

c22c4af68283

აი დაპირებული პოსტიც. ამ პოსტში არის ალგორითმი რომელიც არის განკუთვნილი დამწყებებისათვის. ამ ალგორითმის ათვისების შემდეგ თქვენ შეძლებთ კუბიკის აწყობას დაახლოებით 1 წუთიდან(ან უფრო ნაკლებიდა) 2 წუთამდე აწყობას. ასე რომ გისურვებთ წარმატებებს და ყველანი გაგრძელებაში!!!

a2039195d63c
ჩვენ წინ დევს არეული კუბი და ჩვენი ამოცანაა ავაწყოთ ის.

სანამ დავიწყებ ფორმულების დაწერას უნდა ვისწავლოთ კუბიკის(ფორმულების) ენა, რის გარეშე ვერაფერს ვერ მივხვდებით. ეს არის ძალიან ადვილი და რამოდენიმე წუთის შემდეგ თქვენ უკვე შეგეძლებათ ფორმულების წაკითხვა. კუბიკის ყველა მხარეს აქვს თავისი აღმნიშვნელი ასო.
0f3dfca858b0

F- ეს არის მხარე ფრონტული მხარე რომელიც ჩვენ გვიყურებს (Front)

U-ეს არის ზედა მხარე (Up)

D-ეს არის ქვედა მხარე (Down)

R-ეს არის მარჯვენა მხარე (Raight)

L-ეს არის მარცხენა მხარე (Left)

B-ეს არის უკანა მხარე (Back)

ეს ყველა მოძრაობა არის საათის ისრის მიმართულებით. საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობის აღნიშვნისას ასოს ემატება- ‘ (შრტრიხი)
F’ U’ D’ R’ L’ B’

თუ რაიმე ვერ გაიგეთ (ალბათ ბევრი ხართ ასეთი) ვდებ დამატებით ვიდეოს რომელზეც ასახულია ყველა ეს მოძრაობა.

ნაბიჯი №1- პლიუსი (ჯვარი) ერთ-ერთ მხარეზე
a4107ed30451

ეს მხარე შეიძლება იყოს რომელიც თქვენ გაგიხარდებათ, მაგრამ მსოფლიო კუბერები უპირატესობას ანიჭებენ თეთრ ფერს რადგან ის ყველაზე კაშკაშაა და მისი მოძებნა თვალებით შედარებით ადვილია.  ასე რომ ვიწყებთ…

მოძებნეთ მხარე რომელზეც თეთრი ცენტრია. მაგ მახაზეც იქნება ჩვენი მომავალი ჯვარი. ჯვარის აგება ყველაფერი არაა მთავარია ეს ჯვარი იყოს „სწორი“. ახლა რაში მდგომარეობს ჯვრის სისწორე: ჯვრის შემადგენელი ყოველი ელემენტის მეორე ფერი უნდა ემთხვეოდეს ამ ფერის შესაბამის ცენტრს(ეს ნელა და გააზრებით უნდა წაიკითხოთ).

სწორი ჯვარი        1abf7f8a81a9
არასწორი ჯვარი b80a0dddb062

 

თუ ვერანაირად ვერ ააწყვეთ სწორი ჯვარი ჯერ ააწყვეთ უბრალოდ თეთრი ჯვარი არ არის სავალდებულო რომ ის სწორი იყოს. და შედეგად ჩვენ მივიღებთ რომ სულ რაღაც  ჯვარის 2 ელემენტი არ დაემთხვევა თავის მეორე ცენტრს ისინი ან გვერდი-გვერდ იქნებიან ან ერთმანეთის მოპირდაპირედ და მათ შესაცვლელად გამოიყენეთ შემდეგი ფორმულები:

სიტუაცია ფორმულა
b49400bc822d R U R’ U’ R
69fc4fe289da R2 L2 D2 R2 L2

 

 

თუ თქვენ დამთხვევის გარეშეც ვერ გააკეთეთ ჯვარი მაშინ:

ჯვრის აწყობის დაწყებამდე შეხედეთ თეთრ ცენტს რომელზეც შესაძლოა იყოს ერთი(ან მეტი) ელემენტი და თქვენ უბრალოდ უნდა შეათავსოთ ეს ელემენტი თავის მეორე ფერის ცენტრთან. მაგ :ამ მაგალითში ერთი U მოძრაობით ეს ელემენტი სწორად იქნება ორიენტირებული.
fd6df5032a68

მაგალითები :

სიტუაცია ფორმულა
cbb8ab19cf36 R’ U R U’
59abb45ed1a9 R’ U’ F’ U
18c59df363f3 U2 F’ U2
20cb6ae068f1 U R U’
bd9fec49d0a9 D2 B2

551954cc273a R U F’ U’

 

 

ჯვრის აწყობის შემდეგ გადავდივართ მეორე ნაბიჯზე

 

ნაბიჯი №2 პირველი მხარე ერთ ფენასთან ერთად
4b69bde9a775

მას შემდეგ რაც ააწყობთ ჯვარს შემდეგ უნდა ავაწყოთ თეთრი მხარე, მაგრამ თეთრ მხარესთან ერთად უნდა აწყვეს ერთი ფენაც.

სწორიფენა         481a259951b0

არასწორი ფენა b88f959dba45

 

 

რომ ავაწყოთ თეთრი ფენა საკმარისია მხოლოდ ოთხი კუთხის ელემენტის თავის ადგილზე დაფიქსირება. ვიწყებთ იმით რომ ჩვენ ვატრიალებთ კუბს ისე რომ აწყობილი ჯვარი აღმოჩნდეს ქვემოთ.

 

 

ამის შემდეგ ჩვენ ზედა ფენაში ვეძებთ ისეთ კუთხის ელემენტებს რომლებიც შეიცავენ თეთრ ფერს. დავიშვად ჩვენ ვნახეთ კუთხის ელემენტი ფერებით: თეთრი, ნარინჯისფერი, მწვანე. გამოდის რომ მისი ადგილია თეთრ ნარინჯისფერ და მწვანე კუბიკის მხარეებს შორის. მიგვაქვს ეს ელემენტი იმ ფერებთან რომლებთანაც უნდა აღმოჩნდეს ეს ელემენტი.

e6aaf7a6358b

ეხლა ისე ვიკავებთ ხელში კუბს რომ ეს ელემენტი აღმოჩნდეს ჩვენგან მარჯვენა-ზედა კუთხეში

აქ შესაძლოა მხოლოდ და მხოლოდ 3 შესაძლო ვარიანტი:

სიტუაცუა ფორმულა
8c42ce73f17d R U R’
241aa7c7b802 F’ U’ F
45c6ad52a513 R U2 R’ U’ R U R’

 

 

 

 

ნაბიჯი № 3 მეორე ფენა
1f57c73e7bb7

ზუსტად ისევე გვიჭირავ კუბიკი ანუ თეთრი მხრით ქვემოთ.
b8c1edc078fe

ამ ეტაპზე ჩვენ უნდა განვათავსოთ თავს ადგილას 4 გვერდითი ელემენტი.  რომ მივხვდეთ ესა თუ ის ელემენტი არის განკუთვნილი მეორე ფენისთვის ვუყურებთ ამ ელემენტებს თუ მათზე არ არის ყვითელი ფერი მაშინ ის არის მეორე ფენისთვის.

ვეძებთ არაყვითელ ელემენტებს. დავუშვად ჩვენ ვნახეთ გვერდითი ელემენტი ფერებით ლურჯი და წითელი . გამოდის რომ ეს ელემენტი უნდა აღმოჩნდეს წითელ და ლურჯ ცენტრებს შორის. განვათავსოთ ეს ელემენტი ისე რომ ის მაქსიმალურად ახლოს იყოს თავის მომოვალ ადგილთან და ამავდროულად ერთ-ერთი მისი ფერი ემთხვეოდეს ცენტრს (როგორც წინა სურათშია მოცემული).

თუ ეს გააკეთეთ დაიჭირეთ კუბიკი ისე რომ მისი მომავალი მდებარეობა იყოს მარჯვნივ

და შემდეგ გვაქვს 2 შესაძლო სიტუაცია

სიტუაცია ფორმულა
836fe61ce7e2 U R U’ R’ U’ F’ U F
b03917276a68 U’ F’ U’ F U R U R’

 

ნაბიჯი №4 ჯვარი ბოლო ფენაზე
31c31502a320

შემდეგი ნაბიჯი არის ჯვარის აგება ბოლო ფენაზე აქ არის 3 შესაძლო ვარიანტი და შესაბამისად 3 შემდეგი ფორმულა :

სიტუაცია ფორმულა

0971b1bd9dca

თუ უკვე აწყობილი ჯვარი დაგხვდათ თქვენ გაგიმართლათ და შეგიძლიათ გადახვიდეთ შემდეგ ნაბიჯზე

032a81771294

F U R U’ R’ F’
9beea5c845a1 F R U R’ U’ F’

247b03829aac
აქ ერთ-ერთ ფორმულას ვიმეორებთ ორჯერ

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი ამბები

Back to top button