გასართობისაკითხავისასარგებლო

Texas Hold’em Poker (ნაწილი 1)

0934d5cd57f5

ტეხასური ჰოლდემი ითვლება პოკერის ყველაზე პოპულარულ სახეობად, პოკერის ლეგენდამ დოილ ბრანსონმა თავის წიგნში სუპერ სისტემა ჰოლდემს პოკერის კადილაკი უწოდა, ჩვენს ენაზე პოკერის ფერარი. ტეხასური ჰოლდემი იყოფა ორ ნაირსახეობად, ლიმიტური ჰოლდემი სადაც ფსონები განსაზღვრულია “Fixed Limit Hold’em” და ულიმიტო ჰოლდემი “No Limit Hold’em” სადაც ფსონის ზომა განსაზღვრული არ არის და მოთამაშეს შეუძლია დადოს მთლიანი თანხა ვაჭრობის ნებისმიერ რაუნდში. ამ სტატიიდან თქვენ ულიმიტო ჰოლდემის თამაშის წესებს გაეცნობით და იხილავთ ერთი ჩვეულებრივი დარიგების საილუსტრაციო მაგალითს.

ამ თამაშს ძალიან მარტივი წესები აქვს და მათი გაგება არც თუ ისე რთულია, ყველა მოთამაშე იღებს ორ დახურულ კარტს, ხოლო შემდეგ მაგიდაზე იდება ხუთი საერთო კარტი. პირველად იდება სამი კარტი რომელთაც უწოდებენ ფლოპს (Flop), შემდეგ ერთი რომელსაც უწოდებენ თერნს (Turn) დაბოლოს მაგიდაზე იდება ბოლო მეხუთე საერთო კარტი, რომელსაც ქვია რივერი (River). მაგიდაზე დადებული კარტების და საკუტარი დახურული ორი კარტის შედეგად დგება საუკეთესო კომბინაცია. ყველა ის კარტი რომელიც მაგიდაზე იდება ეკუთვნის ყველა მოთამაშეს, სწორედ ამიტომ ქვია მაგიდის კარტებს საერთო.

ყოველი კარტის ამოსვლისას მიმდინარეობს ვაჭრობა, პოკერში არსებობს ვაჭრობის ოთხი რაუნდი. პირველი რაუნდი იწყება მაშინ როდესაც რიგდება დახურული ორი კარტი, მეორე როდესაც მაგიდაზე იდება ფლოპი, მესამე როდესაც თერნი და მეოთხე როდესაც რივერი.

ვაჭრობის პირველ რაუნდს ეწოდება პრეფლოპი (Preflop), სანამ კარტი დარიგდება ორი მოთამაშე აკეთებს ფსონს კარტის უნახავად ამ მოთამააშეებს ეწოდებათ ბლაინდები (Blinds). ანსხვავებენ პატარა (Small Blind) და დიდ (Big Blind) ბლაინდს. ბლაინდები სხედან დილერის ხელმარცხნივ და შესაბამისად ყოველი ახალი დარიგებისას ბლაინდები იცვლებიან, რადგან იცვლება დილერი ანუ მოთამაშე ვინც არიგებს კარტს.

ახლა განვიხილოთ პოკერის ერთი ჩვეულებრივი დარიგება, რათა ილუსტრირება მოხდეს სვლების თანმიმდევრობის და ტექნიკური საკითხების.

I რაუნდი (პრეფლოპი-Preflop)

პატარა ბლაინდი აკეთებს ფსონს კარტის უნახავად, საზოგადოდ დიდი ბლაინდის ნახევარს. ასევე დიდი ბლაინდიც უნახავად დებს მინიმალურ ფსონს, რიგდება კარტი, დილერი საათის ისრის მიმართულებით ურიგებს 2 დახურულ კარტს ყველა მოთამაშეს, პირველს ურიგებს პატარა ბლაინდს, კარტი რიგდება თითო-თითოდ.
a92487102be9
იწყება ვაჭრობის პირველი რაუნდი, პირველ სიტყვას იძახის ბიგ ბლაინდის ხელმარცხნივ მჯდომი მოთამაშე, რომელსაც აქვს 3 ვარიანტი „Fold”-ანუ დაწოლა, „Call” დიდი ბლაინდის ფსონის გათანაბრება (პოკერში დიდ ბლაინდზე ნაკლები ფსონის დადება აკრძალულია) და „Raise” დიდი ბლაინდის ფსონის გაზრდა. ასე საათის ისრის მიმართულებით ყველა მოთამაშე იღებს გადაწყვეტილებას, თუ ნებისმიერი მოთამაშე რეიზს გააკეთებს მის შემდგომ მოთამაშეებს უკვე მისი რეიზის „Call” -ი მოუწევთ და არა დიდი ბლაინდის. პრეფლოპზე ბოლოს გადაწყვეტილებას იღებს დიდი ბლაინდი (ცხადია, თუ რეიზი არ იქნა), თუ რეიზი არ ყოფილა მას შეუძლია გააკეთოს Check და ნახოს ფლოპი, Check-ი ნიშნავს იგივე ფსონის დატოვებას, ხოლო რადგან დიდმა ბლაინდმა ბრმად დადო ფსონი მას პრეფლოპზე აქვს Check-ის გაკეთების საშუალება.

II რაუნდი (ფლოპი-Flop)

35662257f102

დილერი იღებს 3 კარტს დასტიდან და ღიად დებს მაგიდაზე, ყველა კარტი რომელიც ღიად იდება მაგიდაზე ეკუთვნის ყველა მოთამაშეს.
იწყება ვაჭრობის II რაუნდი, ფლოპზე ვაჭრობას ხსნის პატარა ბლაინდი, ან თუ ის დაწვა(Fold) საათის ისრის მიმართულებით შემდეგი, ანუ დიდი ბლაინდი იწყებს პირველი და ასე შემდეგ საათის ისრის მიმართულებით .(პოზიცია ერთ-ერთი უმთავრესია პოკერში ამიტომ ვამახვილებ ყურადღებას მასზე, უფრო ვრცლად ამ საკითხზე შემდგომ სტატიებში ვისაუბრებთ)
თუ ფლოპზე ფსონები არ ყოფილა გადავდივართ თერნზე(Turn).

III რაუნდი თერნი (Turn)

6d1536cb66e0

დილერი მაგიდაზე დებს კიდევ ერთ კარტს და იწყება ვაჭრობის III რაუნდი. კვლავ იწყებს პატარა ბლაინდი, ის აკეთებს ჩექს, იგივეს შვება დიდი ბლაინდიც, რადგან ყველა დანარჩენი მოთამაშე დაწვა, შემდეგი საათის ისრის მიმართულებით არის Button-ი(იგივე დილერი, Dealer) ის აკეთებს ფსონს (Bet), ანუ დებს ფიშკებს ბანკში. ამის შემდეგ იმისთვის, რომ დანარჩენმა მოთამააშეებმა ნახონ შემდეგი კარტი აუცილებელია გათანაბრდეს ფსონები, ასევე მათ შეუძლიათ კიდევ უფრო გაზარდონ ფსონი რეიზის საშუალებით. მაშ ასე ბათონის ფსონის შემდეგ ახლა კვლავ პატარა ბლაინდის ჯერია. მას სამი ვარიანტი აქვს Fold, Call, Raise. დავუშვათ მან მიიღო ფსონი ანუ გათანაბრდა. მაშინ ახლა დიდი ბლაინდის ჯერია მასაც სამი ვარიანტი აქვს Fold, Call, Raise, დავუშვათ მანაც მიიღო ფსონი, მაშინ ფსონები გათანაბრებულია და ვაჭრობის III რაუნდი დასრულდა რაც იმას ნიშნავს რომ იწყება ვაჭრობის ბოლო IV რაუნდი.

IV რაუნდი (რივერი-River)

949b81bc043e

დილერმა ბოლო მეხუთე საერთო კარტი დადო მაგიდაზე და იწყება IV და ბოლო ვაჭრობის რაუნდი, კვლავ პირველი უნდა იყოს პატარა ბლაინდი, ის ამბობს Check-ს, რადგან რივერმა ვერ შეცვალა მდგომარეობა. იგივეს აკეთებს დიდი ბლაინდიც, ხოლო ბათონი კვლავაც დებს, სმოლ ბლაინდი კვლავ იღებს მის ფსონს, ხოლო დიდი ბლაინდი წვება, იგი გავარდა დარიგებიდან. აქ ვაჭრობა დამთავრდა და მივედით შოუდაუნამდე (Showdown) ანუ უნდა გავარკვიოთ ვის ყავს ძლიერი კომბინაცია. რადგან ბატონი იყო აგრესორი, ანუ მან გააკეთა ბოლო ფსონი ის გვანახებს პირველი საკუთარ კარტს და ოპონენტს შეუძლია არ ანახოს წაგებული ხელი, ამას ქვია მაკი(muck), მაგრამ შეიძლება ისე მოხდეს, რომ რამოდენიმე მოთამაშეს ყავდეს ერთნაირი სიძლიერის კომბინაცია, ასეთ შემთხვევაში ბანკი იყოფა.

იმედია მოგეწონათ :P შემდეგ სტატიას კომბინაციებზე დავდებ .

წყარო: geopoker.ge

LuKa Floyd

Born As FCB fan !

მსგავსი ამბები

Back to top button