ახალი ამბებისაკითხავისაქართველო

ნ ა გ ა ვ ი “შეუცვლელი სილამაზე”

ab1c720d14fe

დღეს, როდესაც 21-ე საუკუნეა და ყველა ჩვენგანი ვცილობთ დავიბრალოთ რომ ვართ განვითარებული ერუდირებული და წიგნიერ იერი, ქუჩაში დაუფიქრებლად ესე მოვისვრით საკუთარი სიამოვნებისთვის ნაყიდი ნივთის იმ ნაწილს რომელსაც ვერ გამოვიყენებთ რომ არც კი დავფიქრდებით ამით რა ზიანს ვაყენებთ დედამიწას. მიმიხვდით რასაც ვგულისხმობ, დედამიწის ”შეუცვლელ სილამაზეზე” რომელიც შეიძლება ქალაქის ცენტრში ხის კენწეროზე ლამაზად ნარნარებდეს ან ფეხებში გვებლანდებოდეს. ნაგავი! ნაგავი რომელიც, ჩვენს მიერაა შექმნილი და ჩვენვე ვერ ვუმკლავდებით.  აქ მახსენდება ჰერლუფ ბისტროფის ნახატი ეტიუდი … ძნელია საუბარი პრობლემაზე, ნებით თუ უნებლიეთ ჩვენ თვითონ რომ ვქმნით. ცივილიზებილ ქვეყნებში რამოდენიმე სახის უნები  არსებობს პოლიეთილენისთვის, პლასტმასისთვის, შუშისთვის ასევე არის კონტეინერები რომლებშიც ტანსაცმელს ყრიან (ეს ტანსაცმელი კი ზუსტად ის ჩვენი SECOND HAND-ია ე.წ მეორადების მაღაზიებში რომ იყიდება) ჩვენ სამაგიეროდ ცოცხალი ხელები გვყავს, გაჭირვების ზღვარს ქვემოთ მყოფი საზოგადოება რომლებიც ჩვენს ნაგავს სელექციას უკეთებენ და საჭიროებისამებრ იყენებენ (მე არავის დავცინი, პორიქით თანავუგრძნობ ასეთ მდგიმარეობაში რომ აღმოჩნდნენ, ეს არც ჩვენი და არც მათი ბრალია)

დედამიწა როდესაც ყალიბდებოდა და ადამიანი ჩნდებოდა სიტყვა ნაგავი და მისი მნიშვნელობა არ არსებობდა. არ არსებობდა არც ანომალიები დაავადებები. ეკოლოგიის დამცველ საზოგადოებაში ასეთი თეორია არსებობს, ბუნებამ თავი რომ გადაირჩინოს, ადამიანმა თავისი არსებობა უნდა შეწყვიტოს. იმის გამო რომ ნაგავი დანიშნულების ადგილას არ ჩავაგდეთ, იმიტომ რო დაგვეზარა ”განძრევა” ნაგავი ანადგურებს დედამიწას და მასთან ერთად ჩვენც, ბუნების კანონზომიერება კი არ აყოვნებს და უხვად გვასაჩუქრებს დაბადებიდანვე ავადმყოფი ბავშვებით. ამაზე არასოდეს დაფიქრებულხართ რომ თქვენ გამო შეიძლება ბავშვი ინვალიდი დაიბადოს? ბუნება გვიგზავნის გზავნილებს ჩვენ კი-ან ვერ ვამჩნევთ ან ვამჩნევთ და არ ვაქცევთ ყურადღებას, ჩვენ ჯიუტად მაინც ვყრით ნაგავს იქ სადაც მოგვესურვება. საკითხი უფრო ნათლად რომ დავინახოთ მოდით მოგიყვანთ ერთ უბრალო ლოგიკურ მაგალითს: ავიღოთ უბრალო მინის ბითლი, შეხედავ. უბრალოა… იფიქრებ ამან მე ან სხვას რა უნდა დაუშაოს (თუ არ ჩავთვლით რომ ხელი გაგვეჭრება თუ გაგვიტყდა) დავლიოთ შიგთავსი, ლიმონათი ან წყალი არ არქვს მნიშვნელობა, და იმის მაგიერ რომ სანაგვეში ჩაგეგდოთ დააგდეთ მიწაზე და გააგრძელეთ გზა, მოვიდა წვიმა. ბოთლი გაიტაცა, აღმოჩნდა მტკვარში (რაც არაა გასაკვირი), დაბინძურებული მდინარის წყალობით ბოთლმა შეიძინა უამრავი სიცოცხლისათვის საშიში ბაქტერია. ბოთლი ნაპირზე გამოირიყა, უსახლკარომ იპოვა და გარკვეული მიზეზების გამო შიგ მოშარდა, დროთა განმაბლობაში ნახევარი ”სითხე” დაიღვარა ნახევარ იკი მზემ ამოაშრო” შემდეგ ბოთლი ბავშვმა ბოთლების ჩამბარებელ პუნქტრი მიიტანა, ჩამბარებელმა ხელში კარგად დაატრიალა, შეათვალიერა გატეხილი ხო არ იყო, მოეწონა და ჩაიბარა. სამუშაო დღის დამთავრების შემდეგ მაღაზიაში შევიდა ჯერ ერთ პურს მოკიდა ხელი შემდეგ მეორეს უნდოდა კარგი პური წაეღო სახლში, შემდეგ გაახსენდა რომ პური მისმა შვილს უნდა ეყიდა, აღნიშნული ”დაბინძურებული” პური იყიდა ბიჭმა თავისი რამოდენიმე თვის ფეხმძიმე ცოლისთვის, იმის იმედით რომ შვილი ჯანმრთელი დაიბადებოდა. ამ პერიოდისთვის კი უფროსებიგან უხვად გაცემულმა ბაქტერიებმა ჯერ არ დაბაედებული ბავშვის სხელუში დაიდეს ბინა. გავიდა რამოდენიმე თვე და ბაცშვი ”ც” ჰეპატიტით დაიბადა…

რა მოხდებოდა რომ ბოთლი ძირს არ გადაგეგდო?

რა მოხდებოდა რომ, ცოტათი მეტს ვფიქრობდეთ ჩვენს გადადგმულ ნაბიჯებზე და გადაწყვეტილებებზე?

უბრალოდ, რა მოხდებოდა რომ ბოთლი ნაგვის ურნაში ჩაგვეგდო?

ესეც ჩქვენი ცხოვრების ”შეუცვლელი სილამაზე”

ჩემი შეთავაზება… ყველა ნივთს რასაც ჩვენ ვხმარობთ დიდი ასოებით უნდა ეწერის ქართულად!

”გამოყებისთანავე ჩააგდე ურნაში”

 

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close