გართობა

თავის დროის ლეგენდები

f3ba3ee1c108

მოგესალმებით ყველას. ამ თემაში მე წარმოგიდგენთ ავტომობილებს რომლებიც თავის დროზე ყველაზე სასურველ ავტომობილებად ითვლებოდა, ხოლო ეხლა უკვე ლეგენდებად იქცნენ და მათი ყოლა თითქმის ყველა ავტომოყვარულის ოცნება. თემაში იხილავთ თითოეული მათგანის ტექნიკურ დახასიათებას და სურათებს. შეგხვდებათ: Pontiac, Bmw, Mercedes, Chevrolet …. შევეხებით 60 იან 70 იან წლებს პერიოდს როდესაც ამერიკული ავტო ინდუსტრია ითვლებოდა საუკეთესოდ მსოფლიოაში, შემდეგ გადავალთ 80 იან 90 იან წლებშიც და ვნახავთ ამჯერად უკვე გერმანულ შედევრებს, ასევე გავიხსენებთ იაპონურ ლეგენდებსაც, მოკლედ და კონკრეტულად რომ გითხრათ ძალიან საინტერესო თემა გელოდებათ წინ თავისი ვიდეოებით, სურათებით, დახასიათებით….

Pontiac GTO
38ff6ec61a6f

1965 წლის ამერიკული ,,მუსკალო ქარი” რომელმაც არა მარტო კომპანიას არამეტ მთელ ამერიკას მოუტანა პოპულარობა და პრესტიჟი. ეს ავტომობილი ბევრ ფილმშიც გინახავთ ალბათ და ბევრიც წაგიკითხავთ მაგრამ უნდა გითხრათ რომ კონკრეტულად ეს მოდელი გახლავთ ,,Tempest “” რომელიც არის განახლებული და გაუმჯობესებული ვარიანტი პირველ რიგში მისი ვერტიკალური ფარებით, ახალი შემშვები ,,კოლექტორებით” და კიდევ ბევრი ნიუანსით. სწორედ ეს მოდელი გაიყიდა ყველაზე მეტი და მისმა საერთო მაშტაბმა მიახწია 75 000 ერთეულს. სწორედ ამ მოდელის წარმატებამ მისცა საშვალება პონტიაკს გაეკეთებინა მთლიანად საკუთარი ავტომობილები ყველანაირი დამხმარე კომპანიების გარეშე, ასე რომ ეს ავტომობილი ერთგვარი სიმბოლოც გახალვთ კომპანია პონტიაკის. ეხლა კი გადავიდეთ მის ტექნიკურ დახასიათებაზეც:

გამოშვების წელი: 1965
ძრავი: V8
თითო ცილინდრზე ორი შემშვები (კლაპანი)
ძრავის მოცულობა: 6377 cc (6.3)
სიმძლავრე: 335 ცხენის ძალა
ბრუნვის მომენტი: 580.3 nm / 428.0 ft lbs @ 3200 rpm
წონა: 1542 კილოგრამი
კოლოფი: 4 საფეხურიანი
მაქსიმალური სიჩქარე: 196.3 კილომეტრი საათში
აჩქარება 0 დან 100 მდე: 7.2 წამში
402 მეტრს ფარავს: 16.1 წამში.

======================================================

Chevrolet Camaro
890d555307a2

1969 წლის მოდელი Chevrolet Camaro (Yenko/SC) რომელიც გახლავთ ერთ ერთი ყველაზე მზლავრი კამარო იმ პერიოდისთვის რომელიც გამოდიოდა ლიმიტურად და შეიცავდა ახალ ,,კაპოტს”” ახალ რალის საბურავებს და 425 იდან 450 ცხენის ძალამდე სიმძლავრეს. იმ დროს Chevrolet აკეთებდა ერთ ერთ უსწრაფეს მანქანაებს და დრაგსტერებს რომლითაც იმ წლებში ბევრი ვერ დაიკვეხნიდა. ოფიციალურად ეს მოდელი ითვლებოდა დატუნინგებულად, ტუნინგის ერთერთი მიზანი იყო მისი აგრესიულობა, და ძრავი. რაც იდიალურად იქნა შესრულებული და ჩვენს წინაშე წარსდგა Chevrolet Camaro.

გამოშვების წელი: 1969
ძრავი: L72 V8 ( ვეაბრაზნი 8 ცილინდრიანი, ძრავის სახელი L72 )
ძრავის ტიოი: ნატურალური (არანაირი ტურბინა)
ძრავის ბლოკი: რკინა
სიმძლავრე: 450 ცხენის ძალა (425)
წამყვანი თვლები: უკანა წამყვანი თვლები. ლიმიტური დიფერენციალი (ხიდი)
წონა: 1385 კილოგრამი
კოლოფი: M21 ის 4 საფეხურიანი კოლოფი.

======================================================

BMW M3
29f544736994

1988 წლის მონსტრი ბორბლებზე. ძარის სახელწოდება E30. M3 რომელიც ყვლეას ახსოვს, და ყველას უყვარს, E30 – ი სტანდარტული ვერსია უძLებს კოლოსალურ დატვირთვებს მითუმეტეს თუ ეს M3 ია. BMW სი და ზოგადად მთელი გერმანის სიამაყე M3 რომელმაც უდიდესი წარამტება და პოპულარობა მოუტანა BMW-ს E30 გაიმარჯვა უამრავ ოფიციალურ ტურნირებზე და გახდა ერთერთი ყველაზე სასურველი ავტომობილი დრიფტისთვის. მცირე წონა, მობილური, დინამიური, მძლავრი. ყველაზე კარგი კი რაც ამ ავტომობილს გააჩნია ეს არის 4 ცილინდრიანი ძრავი, რომელიც მიუხედავათ მისი სიმცირისა საოცარ შედეგებს აჩვენებს და უკვე კლასიკადაც ითვლება. თავი რომ არ შეგაწყინოთ ტექნიკურად დავახასიათებ.

გამოშვების წელი: 1988
ძრავი: 4 ცილინდრიანი (ჩვენებურად პლიტა. ინ ლაინი.)
თიოთო ცილინდრზე 4 შემფრქვევი (კლაპანი)
სიმძლავრე: 192 ცხენის ძალა
ბრუნვის მომენტი: 230.5 nm / 170.0 ft lbs @ 4750 rpm
წამყვანი თვლები: უკანა
წონა: 1300 კილოგრამი
მაქსიმალური სიჩქარე: 228.5 კილომეტრი საათში
აჩქარება 0 დან 100 მდე: 7.0 წამში
402 მეტრს ფარავს: 15.4 წამში

======================================================

Mercedes-Benz 190
006f7c8e4ea2

1989 წლის მერსედესი ლეგენდარული მერსედესი და დაუძინებელი მტერი E30 ისთვის. ეს ავტომობილი გამოირჩევა მისი ხარისხით. შეგიძლიათ ეხლაც გახვიდეთ ქალაქში და ნახოთ მსგავსი მოდელები 190 ები რომლებიც დღესაც მშვენიერ მდგომარეობაში იმყოფებიან და მისი პატრონები დღესაც კმაყოფილები არიან. კონკრეტულად ეს მოდელი კი გამორჩეულია ყველასგან რადგანაც ეს გახლავთ: Evolution 16 (კლაპნიანი). რომელიც საკმაოდ ძლიერი და დინამიური ავტომობილია განსაკუთრებით ტრეკის პირობებში. ეს მოდელი გახლავთ იგივე მოდელის DTM ვერსის ქალაქური განახლება და ქალაქური ავტომობილი მამისგან განსხვავებით ამ მოდელით თავისუფლად ივლით ქალაქის პირობებში.

გმაოშვების წელი: 1989
სულ გმაოვიდა: 502 ერთეული
ძრავი: M102 E 25/2 Inline-4, 4 ცილინდრიანი M102
თითო ცილინდრზე 4 შემფრქვევი (კლაპანი)
ძრავის მოცულობა: 2.5
სიმძლავრე: 224 ცხენის ძალა
ბრუნვის მომენტი: 245.4 nm / 181 ft lbs @ 5000 rpm
წამყვანი თვლები: უკანა
წონა: 1408 კილოგრამი
კოლოფი: 5 საფეხურიანი

======================================================

Nissan Skyline GT-R33
9d7d83531771

იაპონის სიამაყე, იაპონის სახე. დღეს დღეობით ამ ავტომობილს უამრავი თაყვანისმცემელი ყავს მთელს საქართქველოში ასევე ევროპაშიც, და ამერიკაშიც. ჩემთვის კი ერთადერთი იაპონური ავტომობილია რომელსაც დიდი სიამოვნებით ვიყოლიებდი. საკმაოდ დახვეწილი როგორც ვიზუალურად ასევე ტექნიკურადაც. შესანიშნავი აეროდინამიკური გათვლა და მაქსიმალურად მაღალი შედეგები. კონკრეტულად ამ მოდელმა ყველანაირ მოლოდინს გადაჭარბა და იმედებიც არ გაუცრუა მის მოყვარულებს. მისი წინა მორბედის (R32) შემდეგ ეს იყოს ენსაციური მოდელი რომელმაც უფრო დიდი წარმატება მოუტანა კომპანიას და საერთაშორისო ბაზარზეც დაამკვიდრებინა ადგილი, დაამყარა უამრავი რეკორდი, შესანიშნავად გამოიყურება როგორც ტრეკზე ასევე დრაგზეც. მისი ყველაზე შთამბეჭდავი რეკორდი კი ნურბერგრინგის ტრეკზე მოხდა როდესაც მან ყველაზე სწრაფად დაფარა ტრეკი. 7 წუთსა და 59 წამში.

გამოშვების წელი: 1995
სულ გმაოვიდა: 9872 ერთეული
ძრავი: RB26DETT Inline-6 (ტურბინა)
ძრავის მოცულობა: 2.5
სიმძლავრე: 280 ცხენის ძალა
წამყვანი თვლები: 4 ივე
წონა: 1530 კილოგრამი
კოლოფი: 5 საფეხურიანი

======================================================

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button