არქივი

მსოფლიოს სამი დიქტატორი(ბენიტო მუსოლინი)

fd2947744e18
ბენიტო მუსოლინი დაიბადა ცენტრალურ იტალიაში რომანიის პატარა სოფელში ქ.ფორლის მახლობლად 1883 წლის 29 ივლისს. მამამისი ალესადრო მჭედელი იყო, დედამისი როზა – სოფლის მასწავლებელი. მამამისი სოციალისტური პარტიისაქტიური წევრი იყო და თავის უფროსს ვაჟს დაარქვა ბენიტო ამილკარე ანდრეა – მექსიკელი რევილუციონერის ბენიტო ხუარესის, ცნობილი ანარქისტის ამილკარე ჩიპრიანოს და იტალიური სიციალისტური პარტიის დამაარსებლის ანდრეა კოსტას საპატივცემლოდ. ოჯახი გაჭირვებულად ცხოვრობდა და ბენიტოს როგორც კი ის წამოიზარდა, მამის დახმარება მოუხდა სამჭედლოში. ბავშვობაში ბენიტო გამოირჩეოდა აგრესიული ტემპერამენტით და ამპარტავნობით, ის რთულად აღსაზრდელი ყმაწვილი იყო, მაგრამ ამავე დროს მას ახასიათებდა ახლობლებისადმი სითბო და მეგობრებისადმი ერთგულება. სკოლაში, სადაც ბენიტო ამღზრდელებისათვის მუდმივი თავის ტკივილი იყო, მას ძალიან ნიჭიერ ყმაწვილად სთვლიდნენ, რომელსაც სწავლისადმი ლტოლვა ახასიათებდა. თვრამეტი წლის ასაკში სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ბენიტომ მასწავლებლის დიპლომი მიიღო. მაგრამ პედაგოგობა არ იზიდავდა მეამბოხე, სოციალისტური და ანარქისტული იდეებით გატაცებულ თავაწყვეტილ ყმაწვილს, რომელიც თავისი ხულიგნური ფათერაკებით ძალიან ამაყობდა.19 წლის ასაკში ბენიტო მუსოლინი გარბის შვეიცარიაში მხოლოდ იმიტომ რომ არ წავიდეს ჯარში და თავი აარიდოს სამხედრო სამსახურს.ის აქ მუშაობს შავ მუშად და იმყოფება უკიდურეს გასაჭირში,ფაქტობრიდავ ის აქ ხდება ტიპიური უსახლკარო მშიერი მაწანწალა.როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ბენიტო იყო ძალიან აქტიური პიროვნება დ ამნ ადვილად იპოვა გამოსავალი და ის მოექცა მუშათა პარტიის სათავეში ის ასევე აქტიურად თანამშრომლობდა ხელისსუფლევასთან ის ქადაგებდა ანარქიული სოციალიზმის თავისებურ გაგებას და გამოხატავდა თავის ანტიკლერიკალიზმს და შეძლებული კლასებისადმი მტრობას. ის სწავლობდა მარქსს და კაუცკის, შოპეიჰაუერს და ნიცშეს, ბლანკის და სორელს, კროპოტკინს და ბაკუნინს და ა.შ.. მოგვიანებით გადავიდა კანტზე, ჰეგელზე, სპინოზაზე და ა.შ..
ლოზანაში და ბერნში მუსოლინი ძალიან დაუახლოვდა რუს სტუდენტებს და ემიგრანტებს, რომელთა აღვირახსნილობა და ნიჰილიზმი მისთვის ძალიან ახლო იყო. მათ წრეში მუსოლინის მოსწონდა, როდესაც მას “ძალადობის მოციქულს” ეძახდნენ.მუსოლინი გამოირჩეოდა იმიტაც რომ მისთვის არ იყო წმინდ არაფერი ის რელიგიადა დ აეკლესიას მოიხსენიებდა უშვერი სიტყვებით,ქადაგებდა დაუმორჩილებლობას და შეურაცხყოფდა დროსა დროშასა და ყოველივე ნაციონალურს.ბენიტო მუსოლონი მრავალჯერ იყო დაპატიმრებული მისი რადიკალიზმის გამო.ბოლოს როდესაც ის გამოვიდა ციხიდან მან ჩამოაყალიბა სოციალისტური პარტია.მაგრამ პირველი არჩევნები ბენიტო მუსოლინიმ ყველა ასპექტში პირწმინდად წააგო.მუსოლინი ქვეყნის სათავეში ძალადობის გამოყენების მუქარით მოვიდა, მაგრამ პირველი დღიდანვე დიდი სიფრთხილით დაიწყო მოქმედება.მუსოლინი იყო არაჩვეულებრივი ორატორი ის სოციალიზმის ქადაგად დავარდა სოფლებსა და ქალაქებში და უამრავი მომხრე შეიძინა.ბენიტოს მდაბიოებთან მოჰყავდ ამისი გასაჭირისა და შიმშილის ისტორიები, ის არწმუნებდა ხალხს რომ მან იცოდა სამშობლოსა და გასაჭირის ფასი ამიტომ ერთი უბრალო პატარა აგრესიული და მოუსვენარი ბიჭისაგან ჩამოყალიბდა ბელადი,რომელსაც აღმერთებდნენ და ზეკაცად მიიჩნევდნენ.მათი აზრით ‘’დუჩე’’ იყო ყოვლის შემძლე, სამართლიანი და დიდსულოვანი პიროვნება,მაგრამ სამწუხაროთ მათი მოსაზრებები და იმედები განწირული იყო სასტიკი მარცხისათვის.
არსებობს მოსაზრება რომ ბენიტო მუსოლინის ადოლფ ჰიტლერმა სთხოვა მისი სურათი მისივე ავტოგრაფით რასაც იგნორირება გაუკეთა ბენიტომ და არად ჩააგდო,თუმცა ისტორიკოსები მიიჩნევენ რომ ბენიტო ადოლფს ფარულად ფინანსურად ეხმარებოდა და ის მხოლოდ საზოგადოების თვალში სახელის შებღალვას ერიდებოდა.1932 წელს მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა: იტალიაში არ არსებობს ებრაელური საკითხი, რადგან ის არ შეიძლება არსებობდეს გონიერი მართველობის მქონე ქვეყანაში.”ბენიტო მიიჩნევდა რომ ფაშიზმი იმაზე მეტი იყო ვიდრე უბრალოდ ნაციონალიზმ-სოციალიზმიდა ის არ დაუშვებდა მისი იდეოლოგია რაიმეს შეეებღალა.
ეს ყოველივე მაგრამ ბენიტოც იყო ადამიანი და მას ჰყავდა საყვარელი კლარა პეტაჩი(28 თებერვალი 1912 – 28 აპრილი 1945) . 50 წელს გადაცილებულ ბენიტოს სიგიჟემდე შეუყვარდა 20 წლის კლარა პეტაჩი. მათმა კავშირმა თითქმის ოფიციალური სახე მიიღო, ხოლო მეუღლეს ამ ფაქტზე თვალების დახუჭვა კვლავ მოუწია.ეს ქალი მხოლოდ საყვარელი იყო მუსოლინის მაგრამ მას ასევე ჰყავდა ოფიციალური ცოლი რაკელ მუსოლინი..დიქტატორს საკმაოდ აღვირახსნილი ცხოვრება ჰქონდა. იმდროინდელ ფრანგულ პრესას მის სადო-მაზოხისტურ გამოხტომებზე არაერთი სტატია გამოუქვეყნებია. მისი მეუღლე რაკელი მუსოლინის ვნებების მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა. ექსტაზში შესულმა ბენიტომ მეუღლეს დანა ჩაარტყა. ხშირი ღალატის შემდეგ, მორწმუნე რაკელი საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა, თუმცა მას შემდეგ რაც ფაშისტებმა ოჯახი წმინდად გამოაცხადეს, ბენიტოს დაჟინებული თხოვნით, რაკელი კვლავ მეუღლეს დაუბრუნდა.

1945 წლის 27 აპრილს, სოფელ დონგოს მახლობლად ტბა კომოსთან კომუნისტებმა ბენიტო მუსოლინი მისი საყვარელი კლარა პეტჩი და ყველა მისი თანამგზავრი დახვრიტეს.

2c2abb81d4e3

67a3b83ca471

84f63c035466ბენიტო მუსოლინი

 

b6dd9b5430f9კლარა პეტაჩი

6ee25579cce3

f697b3b5f7e3ბენიტო და კლარა

374a982bacfb

fd2947744e18

4357f6ba0450

dfd36a2ad06d

e8332d254050ბენიტო ოჯახით

7ed34b1059cc

diadema

ჭეშმარიტება მრავალწახნაგოვანია, სამაგიეროდ – სიცრუე მრავალხმიანია.
Back to top button