კულტურა

ათჯერ ძლიერი

470304f7be2a
მალე ყოველგვარი ელექტრო ტექნიკის აკუმულატორები (ბატარიები) შეიცვლება ათჯერ უფრო ძლიერით… თუ გაინტერესებთ შემოდით გაგრძელებაში.

მალე ყოველგვარი ელექტრო ტექნიკა რომელიც საჭიროებს ძლიერ აკუმულატორებს (ბატარიებს) ჩაინაცვლებს ათჯერ უფრო ძლიერ (იგივე მოცულობის და იგივე წონის) ენერგო-მატარებლებს. მობილური ტელეფონი რომელსაც შეუძლია ლოდინის რეჟიმში იმუშაოს 6 დღე, ახალი ტიპის აკუმულატორით (იგივე რეჟიმში) იმუშავებს 60 დღე დამუხტვის გარეშე, განაცხადა ამერიკის სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა. ახალი აკუმულატორები უკვე დაპატენტებულია და მომავალი წლიდან შემოვა გაყიდვაში. ამ აკუმულატორებმა წარმატებით გაიარეს 3 წლიანი გამოცდა ნანო-ტექნოლოგიურ დონეზე და მსოფლიოში მის უზარმაზარ მოთხოვნაზე  ეჭვი აღარავის ეპარება. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება სხვადასხვა ფირმებთან სერიული გამოშვების თაობაზე.

რას წარმოადგენს ეს აკუმულატორი; თანამედროვე ლითიუმ-იონის ბატარეა და მისი ტევადობა განისაზღვრება მასში ლითიუმის ოდენობით, რომელიც შემოკრულია ელექტროდზე (ანოდზე). ანოდი გახლავთ ნახშირბადის, მაგრამ ნახშირბადს თუ კრემნიუმით შევცვლით, კრემნიუმი გაცილებით მეტ ლითიუმს მიიერთებს და და დამუხტვის სიდიდეც ცხადია მეტი იქნება. მაგრამ კრემნიუმს აღმოაჩნდა “ცუდი” თვისება დატენვის დროს ის იზრდება მოცულობაში და იმტვრევა, რაც მოქმედებს აკუმულატორის მუშაობაზე.

40c2f3c3dd25
08c005872f4a

სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა აზიური წარმოშვების პროფესორ იი კუი-ს ხელმძღვანელობით ეს პრობლემა ასე გადაწყვიტეს; მათ შექმნეს უჟანგავი ფოლადის სუბსტრატის უწვრილესი დიამეტრის მავთული (ქაღალდის ფურცლის სისქეზე 1000 ჯერ მცირე) და დაფარეს ლითიუმით. მარცხენა ფოტოზე სწორედ ასეთი მავთულია გამოსახული (მიკროსკოპში).

29e51196ffa0

ხოლო მარჯვენა ფოტო გადაღებულია დამუხტვის შემდეგ (იგივე გადიდებით) აქ  მავთულის სისქე  4 ჯერ არის გაზრდილი. დამუხტვა-განმუხტვის პროცესი ამ ტიპის მავთულს ვეღარ აზიანებს, რაც უზრუნველყოფს აკუმულატორის ხანგრძლივ ექსპლოატაციას და იგი ათჯერ მეტი ტევადობის აღმოჩნდა ვიდრე ჩვეულებრივი ლითიუმ-იონის აკუმულატორი…                              

მე მინდა ავღნიშნო რომ ეს არის უდიდესი ნახტომი ტექნოლოგიაში, რადგან ამ გამოგონებამ ფაქტიურად წერტილი დაუსვა ბენზინ-დიზელზე მომუშავე შიგაწვის ძრავას. მოგეხსენებათ რომ ელექტრომობილის ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა არის აკუმულატორების ტევადობის უკმარისობა და წონა. მარტივი შედარებით ავღნიშნავ რომ, თუ იაფ ფასიანი ელექტრომობილს ერთი დამუხტვით შეუძლია 60-100 კმ გავლა, ამ აკუმულატორით ის გაივლის შესაბამისად 600-1000 კმ-ს. (შეგახსენებთ რომ თბილისიდან ბათუმამდე დაახლოებით 300 კმ-ა.) აქვე ავღნიშნავ რომ ჩვეულებრივი ლითიუმ-იონის ბატარიების ნაკრებით მიღწეული აქვთ ერთი დატენვით 400 კმ-ი.

მსგავსი ამბები

Back to top button