გართობა

განცხადება!

DSC06399

ეს განცხადება ამას წინათ ვნახე ჟურნალ სარკეში პაემნების გვერდზე :)))) ვინც ვერ კითხულობს ტექსტი ასეთია:

“ამ ყველაფერს ვწერ იმიტომ, რომ მინდა წესიერი ოჯახის შექმნა და გამომეხმაუროს რეალურად პატიოსანი, მარტლა ქალიშვილი გოგო, ისეთი კი არა რომ იგულავებენ და მერე ეგ ყველაფერი წარსულში იყოო. ქალიშვილი!!! დამჯერი, ჭკვიანი და ისეთი რომელიც ქმრის სიტყვას დააფასებს და ჩემს ნერვებზე არ დაიწყებს თამაშს. არ შემაწუხონ გველმა და სატანის ენით მოლაპარაკე არსებებმა. აქვე ვიტყვი რომ ვარ უსაზღვროდ ეჭვიანი, მომთხოვნი, ვერ ვიტან ჯიუტ და ქმრის წინ მოხტუნავე გოგოს. უნდა ესმოდეს თითოეული სიტყვა. ისეთმა მომწეროს რომელიც ამ ყველაფერს აკმაყოფილებს და ასე უნდა ყოფნა. თუ საჭირო იქნება მეგობრებიც უნდა დათმოს. მომირჩინე ნატკენი გული, უარესად აღარ მოიქცე, გესმის?! ამ სიტყვებს ვეუბნები იმ ადამიანს, ვინც ამ ყველაფერს გამიგებს”

კომენტარი თქვენთვის მომინდია :)

წყარო: kate9alukard.wordpress.com

მსგავსი ამბები

Back to top button