ახალი ამბებიგასართობი

ამერიკელმა სტუდენტმა “ლეგოსგან” ბინ ლადენი ააწყო


22 წლის კალიფორნიელმა სტუდენტმა ალექს ეილარმა, “ლეგოს” კონსტრუქციისგან ოსამა ბინ ლადენის გამოსახულება ააწყო. ინსტალაციის საფუძველად ამერიკელმა ის ფოტო გამოიყენა, რომელიც აშშ-ის ხელისუფლებამ ბინ ლადენის ლიკვიდაციის შემდეგ გაავრცელა. ფოტოზე “ალ-ქაიდას” ლიდერი ტელევიზორის წინ ზის და გადაცემას უყურებს.


ბინ ლადენის “ლეგო”-ვერსია ყვითელ ფერშია შესრულებული. სათამაშოს მხრებზე პლედი აქვს მოსხმული და თავზე ქუდი ახურავს.


ბინ ლადენის გამოსახულების გარდა, სტუდენტმა “ლეგოსგან” აშშ-ის მაღალჩინოსნებიც ააწყო, რომლებიც თეთრი სახლის შტაბში ტერორისტის ლიკვიდაციის ოპერაციას უყურებდნენ.
ოთახში აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა, ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და სხვა მაღალჩინოსნები არიან. კომპოზიცია ამ ფოტოს მიხედვით შეიქმნა.

ალექს ეილარი “ლეგოს” კონსტრუქციების მიმართ თავისი სიყვარულით არის ცნობილი. მას სხვადასხვა დეტალისგან ადრეც აღუდგენია კადრები სხვადასხვა ფილმიდან.

თეგები

LuKa Floyd

Born As FCB fan !

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close