გასართობისაკითხავი

მე მინდოდა, რომ … 。◕‿◕。

09604217ecd6
მოკლე ჩამონათვალი, თუ რა მინდოდა ბავშვობაში მე : ))

1) მე მინდოდა, რომ ბაღში ხახვიანი სუპი არ ,,დამეხვრიპა” გემრიელი დესერტის – პეჩენიის სანაცვლოდ (ტი შტოო, სუფთა რუსული პეჩენია იყო)

2) მე მინდოდა, რომ სახალწლო ზეიმის წინ არ დამენახა, როგორ ემზადებოდა ,,სათოვლისბაბუედ” ჩვენი აღმზრდელი და ერთხელ მაინც გვყოლოდა კაცი თოვლის ბაბუა

a9d7867b9631

3) მე მინდოდა, რომ დიდი ბიბილოები მქონოდა (ბავშვობაში სულ მეშინოდა, საყურეს ალბათ ვერ გავიკეთებთქო)

4) მე მინდოდა, რომ ჩემი თოჯინა ნამდვილი ბავშვისთვის დამემგვანებინა, ამის მისაღწევად მასზე გავიარე საექიმო პრაქტიკა, წარმატებით დავხვრიტე ნემსით და ავუმოქმედე კუჭი :D (ფისის შვებოდა ხოლმე :D )

5) მე მინდოდა, რომ იმ თავკომბალებიდან, რომლებსაც დაუნდობლად ვაწამებდი და კუდებს ვაჭრიდი, ერთი მაინც გაზრდილიყო ჭეშმარიტ ბაყაყად.

6) მე მინდოდა, რომ უშიშრად მიმედო თავი ჩემი რომელიმე კლასელისთვის და მეორე დღეს თავი მრავალმნიშვნელოვნად არ მომექექა თავში მცხოვრები კოღოების გამო.

df87848a2a45

7) მე მინდოდა, რომ შეყვარებული ვყოფილიყავი და ცდამ შედეგი გამოიღო, პირველ კლასში სამი ერთად შემიყვარდა. :D

8) მე მინდოდა, რომ ,,აძინ დომა”-ს ყველა ხრიკი გამეკეთებინა სახლში, ოღონდ არა ქურდების, არამედ ჩემი დის საწინააღმდეგოდ.

9) მე მინდოდა, რომ მენაყინე გამოვსულიყავი და ხელფასის მაგივრად ნაყინები მოეცათ.

4ebe5e17a8bf

10) მე მინდოდა, ძროხა მომეწველა ისე, რომ ძროხას მოთმინება არ ავსებოდა და წიხლით არ დავეჯილდოვებინა ან მე და ან რძიანი ვედრო :D

c5842ec068d0

11) მე მინდოდა, რომ შუქი მოსულიყო, ,,პასეანსის” დროს მაინც.

12) მე მინდოდა, რომ ,,ქალაქობანას” შპარგალკები კარგად გამომეყენებინა თამაშის დროს.

13) მე მინდოდა, რომ ჩემს მიერ დაწერილი სარვამარტო ბარათი პირველად დედაჩემს ენახა და ზედ ჩემს ნაწერთან : ,,დედიკო შენსკენ მოვქრივარ იებით ხელში”, ჩემი დის მინაწერი არ დამხვედროდა : ,,ფეხი არაფერს წამოკრა” :D

14) მე მინდოდა, რომ ვყვარებოდი ,,back street boys”-ის წევრს ნიკს, მერე ქართველი ,,ქუჩის ბიჭები” გამოჩნდნენ და იმათზე გადავერთე :D

15) მე მინდოდა, რომ მქონოდა ძალიან ხვეული თმა და დიდი ტუჩები. (ზანგი ახალი ნანახი მყავდა :D )

16) მე მინდოდა, რომ შეყვარებული როცა მეყოლებოდა, ყვავილებთან ერთად ჩემთვის ბიგ-ბაბოლის კევებიც ეჩუქებინა (ხუბა-ბუბასა და ბიგ-ბაბოლს შორის ვჭოჭმანობდი)

17) მე მინდოდა, რომ მქონოდა ბევრი წითელი პომადა და მეზობელთან აღარ დამჭირვებოდა გასვლა პომადის საჭმელად. (ბავშვობაში ვჭამდი, თან ბევრს : ))) )

18) მე მინდოდა, რომ მქონოდა ცარცის ქარხანა, რას მოვილხენდი : ) ეხლაც მახსოვს ცარცის გემო :D

d841356c16fd

19) მე მინდოდა, რომ უფრო გრძელი ფეხები მქონოდა, (კლასში ჩემგან მეორე რიგის მეოთხე მერხამდე ვერ ვაწვდენდი რომ მტერი გამეძუყნა )

20) მე მინდოდა, რომ ,,მეგობრების დღიურში” კითხვაზე: გყავთ თუ არა შეყვარებული? და კლასელების შესაბამისი პასუხის ,,არა”-ს გასწვრივ ყველგან ჩამომეწერა მათი შეყვარებულების სახელები. (სულ ზეპირად ვიცოდი, მააშ :D )

21) მე მინდოდა, რომ როცა გავთხოვდებოდი ყველა თითზე ბეჭედი გამეკეთებინა (ჩემს სოფელში ეს ნიშნავს რომ გოგო ,,კაი” ოჯახში მოხვდა :D )

6d28c86d8f21

22) მე მინდოდა, რომ მყოლოდა თუთიყუში, რომელიც ილაპარაკებდა, მაგრამ რაღათ მინდა, დღეს ლაპარაკით ვერავის გააკვირვებ :D

თქვენ რა გინდოდათ? :dabneuli:

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close