უცნაური

ბირთვული ენერგია

atomic blast images

მეორე მსოფლიო ომის დროს მეცნიერები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ატომის ბირთვიდან მიღებული ენერგიით
მძლავრი ბომბების შექმნაში.

მას შემდეგ, ელექტრო ენერგიის შესაქმნელად ატომის ენერგიის გამოყენება ვისწავლეთ.

       აშშ-ში, ჩიკაგოში ბირთვული რეაქციის გაკონტროლებაში წარმატებას მიაღწია
მეცნიერთა ჯგუფმა,
რომელსაც იტალიელი პროფესორი
ენრიკო ფერმი ხელმძღვანელობდა. ეს იყო 1942წ-ს, რაც ატომური ბომბის გამოგონების
დასაბამი აღმოჩნდა. ის,
რისი გაკეთებაც შძლეს მეცნიერებმა,
ატომის გახლეჩის სახელით არის ცნობილი. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მათ ბირთვის
გაყოფის მეთოდი აღმოაჩინეს.
ამ პროცესში ნივთიერების
მცირე მასა განადგურდა. როგორც დიდმა ფიზიკოსმა ალბერტ ანინშტაინმა იწინასწარმეტყველა,
მის ადგილას,
 სიმხურვალის სახით, დიდი ენერგია
გამოიყო. ატომურ ბომბში პროცესი ძალზე სწრაფად ვითარდება, რაც შედეგად უცაბედ და
გამანადგურებელ ენერგიას
გამოყოფს. ბირთვულ ელექტროსადგურებ-
ზე იმავე სახის რეაქცია მიმდინარეობს, ოღონდ უფრო ნელა და დიდისიფრთხილით კონტროლდება.
წარმოებული
სითბო წყალს ორთქლად აქცევს,
რომელიც თავის მხრივ, ტურბინებს აბრუნებს და ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.
 

ატომის გახლეჩა

ატომის ბირთვის გაყოფას ატომის გახლეჩა ეწოდება. ნეიტრონი შემოეკვრება ბირთვს, რაც მის გამოყოფას იწვევს და მეტ ნეიტრონებს გამოყოფს. ისინი შემდეგ სხვა ბირთვებს ეკვრიან , რაც პროცესის მიმდინარეობას უზრუნველყოფს. ასეთი თანმიმდევრობა ჯაჭვური რეაქციის სახელით არის ცნობილი. ატომური ბომბის შემთხვევაში ჯაჭვური რეაქცია შეუჩერებლად მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ, ატომის გახლეჩის შედეგად გამოყოფილი ენერგია გროვდება და ძლიერ აფეთქებას იწვევს. ატომური ელექტროსადგურის ბირთვულ რეაქტორში ლითონის საკონტროლო ღეროები ნეიტრონების ნაწილს შთანთქავენ რაც რეაქციის მიმდინარეობას აფერხებს და, შესაბამისად გამოყოფილი ენერგიის რაოდენობასაც ამცირებს.

ბირთვული საწვავები

მაგნოქსის რეაქტორში საწვავი მაგნიუმის შენადნობისა და ურანისგან შედგება. დღეს, უმეტეს რეაქტორებში გამიყენება ურანის ოქსიდი რომელიც ლითონის მილაკებშია მოთავსებული.ისინი საწვავი ელემენტების სახით იყრიან თავს. რეაქტორის დასამუხტად რამდენიმე ასეული ელემენტია საჭირო. საწვავი რეაქტორში, როგორც წესი, სამიდან ხუთ წლამდე რჩება. გამოყენებული საწვავი იგზავნება გადამუშავებელ ქარხანაში, სადაც ურანისა დაპლუტონიუმის ამოღება ხდება.

მსგავსი ამბები

Back to top button