არქივი

წმ.გიორგის სახელობის მონასტერი


აჭის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერი ოზურგეთიდან 9 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. აჭისწყლის ხეობა თვალწარმტაც ბუნებრივ გარემოს ქმნის. აღნიშნულ ხეობაში მდებარეობს ქვა, რომელსაც “დევის ქვას” უწოდებენ.


გავრცელებული ლეგენდის მიხედვით, აჭის სოფელს დევი შემოეჩვია, შეწუხებულმა მოსახლეობა ლოცვით წმინდა გიორგის მიმართა შემწეობისთვის. წმინდანმა განგმირა დევი, ხოლო მადლიერმა ხალხმა ტაძარი ააგო წმინდა გიორგის სადიდებლად , სწორედ ამ საუცხოო სილამაზის მქონდე ადგილზე, მდინარის პირას არსებულ ბორცვზე მდებარეობს ტაძარი.

ტაძრის ეზოს შესასვლელში ქვის კიბეა განთავსებული. თვით ტაძარი თლილი პორფირით არის მოპირკეთებული. გადმოცემის მიხედვით, ადრე მას შემორტყმული ჰქონდა გალავანი ჩაშენებული კოშკებით. ტაძარი კვადრატული ფორმის, დარბაზული ტიპის ნაგებობაა.

მართალია, ცნობილი არ არის თუ როდის აშენდა აჭის მონასტერი, მაგრამ სავარაუდოდ ძველი წლებით უნდა თარიღდებოდეს. გურიაში მოღვაწე ხელოვნებათმცოდნეები მას მე-12 მე-13 საუკუნეებით ათარიღებენ. დ.ბაქრაძის გადმოცემით, ტაზარი უფრო ადრინდელი პერიოდის მე-8 მე-9 საუკუნის ნაგებობაა. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მე-12 მე-13 საუკუნის ნაკეთობებს არ წააგავს ტაძრის დასავლეთ და სამხრეთ კარიბჭის თავზე მოჩუქურთმებული ჯვრები, ასევე არ უნდა ეკუთვნოდეს აღნიშნულ საუკუნეებს სამხრეთის კარიბჭის თავზე არსებული ხუთსტრიქონიანი წარწერა: “წმინდაო გიორგი, მეოხ ექმენ პატიოსანთ სარის, რატის, უშანიანს და მეოხ ექმენ ნიკოლოზ აჭიელსა და კალატოზთა მიქელას და მხეციძესა.”

ტაძარი სრულად არის შიგნიდან მოხატული კედლის მოხატულობებიდან აღსანიშნავია სცენები წმინდა გიორგის ცხოვრებიდან. მათ შორის უნიკალურია გველეშაპის განგმირვის სცენა, რომლის ანალოგიც არ მოიპოვება, როგორც ქართულ, ასევე ბიზანტიურ ფერწერულ ძეგლებში.
rtfsm

6ynhj

ტაძრის სარკმლები და აღმოსავლეთ მხარეს არსებული სვეტებიანი ჯვარი დაფარულია ფაქიზად ნაკვეთი ჩუქურთმებით, რომლებიც დიმიტრი ბაქრაძის გადმოცემით, საუკეთესოთა რიცხვში შედიოდა გურიაში.

როგორც გადმოცემით ვიგებთ, ტაძარს სამხრეთის კარიბჭე და ქვის ჩუქურთმებიანი კანკელი ჰქონდა, რომლის ნაშთიც ამჟამად გამოყენებულია საკურთხევლის აღმოსავლეთ კარიბჭის შესასვლელში.

აჭის ტაძარს საკმაოდ დიდი რაოდენობის უძრავი ქონება და დიდი ზარი ჰქონდა , რომლის ხმა ლიხაურამდეც კი აღწევდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ვარდან და გიორგი გურიელების მიერ შეწირული ქონების სიგელი ქაიხოსრო თაყაიშვილის ხელში აღმოჩნდა, რომელმაც სიგელი გადამალა. გადარჩენილი დოკუმენტებიდან როგორც ირკვევა, ქაიხოსრო თაყაიშვილს თავს დაესხა ვამეხ დადიანი, რომელმაც გამარჯვების აღსანიშნავად აჭის წმინდა გიორგის ტაძარს სამი კომლი გლეხი, ტყე და წყალი შესწირა. სიგელის მიხედვით, ქაიხოსრო თაყაიშვილი აჭის ტაძარს საწინამძღვრო მონასტერს უწოდებს.

სიმონ მეორე გურიელმა აჭი საწინამძღვრო მონასტრად აქცია, ხოლო ქაიხოსრო პირველმა ტაძარს უხვი შეწირულობა უბოძა. აჭის წინამძღვრობა მინიჭებული ჰქონდათ სალუქვაძე-თაყაიშვილების საგვარეულოს. მათგან აღსანიშნავია მე17-ე საუკუნეში მოღვაწე წინამძღვარი იოსებ თაყაიშვილი, რომელიც შემდგობ შემოქმედის მიტროპოლიტი გახდა. (გარდაიცვალა 1794წ.)
წმ.ექვთიმე ღვთისკაცის (თაყაიშვილი) მიერ აჭის ტაძარში აღმოჩენილი ოქროთი დაფერილ ვერცხლის ჯვარს შემონახული აღარ ჰქონდა ძვირფასი ქვებით შემკული მედალიონები. ჯვრის წარწერა შემდეგნაირად იკითხება:
“ჰოი, ძელო ცხოვრებისაო, მეოხ ეყავ შენთა მკობთა დღესა მას განკითხვისასა. შეიქმნა ჯვარი ესე ბეთანიასა ღვთის მშობელისა ოქროსა და ვერცხლის წმინდისა, უფლებასა დედოფლისა თამარის, ადიდენ ღმერთმან.”

როგორც წარწერიდან ჩანს, ჯვარი თამარ მეფის დროს არის შექმნილი, იგი საწინამძღვროდ ითვლეობდა და მასზე მეფის ლაშქარი ლოცულობდა.
fsndy

ამჟამად, აღნიშნული უნიკალური ჯვარი აჭის მონასტერს დაუბრუნდა; სამწუხაროდ, იგი ძვირფასი თვლებისაგან განძარცვულია.

უნდა აღინიშნოს, რომ 2007 წლის 12 ივლისიდან აჭის ისტორიაში ახალი ეტაპი იწყება, შემოქმედის მიტროპოლიტ იოსების ლოცვა-კურთხევით ამოქმედდა აჭის წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტერი. საუკუნოვანი დუმილის შემდგომ აღდგა მონაზვნური ცხოვრება და განახლდა წირვა-ლოცვა ღვთის შეწევნითა და მოწყალე ადამიანთა თანადგომით ჯვარი აღიმართა ტაძრის გუმბათზე.
3b7mn
საოცარია ღვთის განგება და მიუწვდომელი კაცთაგან, წირვა-ლოცვის მადლით ხატებიდან მიონდენა დაიწყო, თავდაპირველად წმინდა გიორგის ხატიდან, შემდეგ ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულზე, რომლის სახელობისაც არის მონასტერი, თვთისმშობლის ხატი დაიცვარა მირონით, მირონდენა დღემდე გრძელდება.

ამჟამად მონასტერში სამი მონაზონი მოღვაწეობს, რომლებიც ჩვეული ტიპიკონით ცხოვრობენ, ამუშავებენ საკარმიდამო ნაკვეთს და ხელსაქმით არიან დაკავებულნი.
hjngn

აჭისწყლის ხეობა :
72utg
edk8s
sm8vt
fsoeu
wkb7f

წყარო: achis-eklesia.ge

მსგავსი ამბები

Back to top button