გართობაკულტურაუცნაური

უცნაური რეკორდები

55720ce88fb9

მოგესალმებით ყველას,ამ პოსტში თქვენ ნახავთ რამდენიმე უცნაურ და უჩვეულო რეკორდს .

55a17b065267

მიშელ ლოტიტო

ფრანგი მიშელ ლოტიტო,პირდაპირ გაუმაძღარი ადამიანია.1959 წლიდან მან ყველაფრის ჭამა დაიწყო,აბსოლუტურად ყველაფრის.მას აქეთ,მან დააგემოვნა:კომპიუტერი,18 ველოსიპედი,6 შანდალი,15 ურიკა სუპერმარკეტიდან,2 საწოლი,7 ტელევიზორი,წყვილი თხილამური
და კიდევ სხვა წვრილმანები.შეჭმული მეტალის ჯამური მასა 9 ტონას აჭარბებს.

ლეტჩემანა რამაზამი

ლეტჩემანა რამაზამიმ,მალაიზიიდან,თავისი თმების მეშვეობით გაქაჩა ორსართულიანი ავტობუსი 30 მეტრზე.

ვიმ ფოფი

ნიდერლანდელმა ვიმ ფოფმა,ყინულით დაფარულმა გაძლო 1 სთ და 8 წთ.ის იყენებდა იოგის ილეთებსა და მედიტაციას,რომ არ გაყინულიყო.მისი მეორე სახელია „ყინულის კაცი“

81501ca00265

28bf479c182c

ორმა ამერიკელმა,დაამყარა მსოფლიო რეკორდი,75 შხამიანი გველით სავსე აბაზანაში ჩასვლით.

კლინტ ჰალამი

კლინტ ჰალამმა,ახალი ზელანდიიდან,მოახერხა დაეკარგა თავისი მტევანი სამჯერ – პირველად 1989 წელს ავტოსაგზაო შემთხვევაში – ექიმებმა კიდური უკანვე მიაკერეს.1989 წელს ინფექციური გართულების გამო,მტევანი ხელახლა მოაჭრეს და დაუყენეს ახალი,ხელოვნური მტევანი.2001 წელს ეს მტევანიც მოაჭრეს,მატერიალის ორგანიზმთან შეუთავსებლობის გამო.

b5842cc66480

ბრიტანელ ქალს,სხეულზე 2520 პირსინგის ელემენტი აქვს,მათ შორის ნახვრეტი ენაზე,რომელშიც თითი ეტევა.

მარკო ჰორტი
შვეიცარიელ მარკო ჰორტს შეუძლია ჩაიდოს პირში 258 საწრუპელა ერთდროულად.

55720ce88fb9

გულის ოპერაციის დროს,1970 წელს გემოფილიით დაავადებულ ადამიანს დასჭირდა 1080 ლიტრი სისხლი – ეს 15 სავსე აბაზანაა.რამდენი დონორი დასჭირდებოდა?!

ნიკო სურინგსი

ასმეტრიანს ყველაზე სწრაფად ნიკო სურინგსი ფარავს,ნიდერლანდებიდან, – 17.35 წამში,რაც დაფიქსირებულია 2006 წლის 8 დეკემბერს.რაღაც აკლია,არა? საქმე იმაშია,რომ ეს ასმეტრიანი უნდა დაიფაროს ფეხშიშვლად…ყინულზე…

სტეფან კლარკი

რამდენ ხანში მოასწრებთ გოგრაზე სახის ამოჭრას? ამერიკელი სტეფან კლარკი ამას აკეთებს 24 წამში.

ჯეიმს მარტონი

უნგრელი ჯეიმს მარტონი 50 ცხვარს 8 საათში პარსავს.ეს რეკორდი დაფიქსირებულია 2003 წლის 26 აპრილს სპეციალურ უნგრულ შოუში.

მიშელ სანტელია

კომპიუტერისა და სამი ცარიელი კლავიატურის გამოყენებით,ეკრანზე შეხედვის გარეშე,მიშელ სანტელიამ დაბეჭდა 64 წიგნი (3.3 მილიონზე მეტი სიტყვა),მათ შორის ოდისეა,მაკბეტი,ბიბლია და გინესის რეკორდების წიგნი.ყველა წიგნს იგი სხვადასხვა ენაზე ბეჭდავდა,მათ შორის ისეთ ეგზოტიკურ ენებზეც,როგორიცაა უძველესი ებრაული.მხოლოდ იმის დამატებაღა აკლია,რომ წიგნების ტექსტებს ბეჭდავდა ბოლოდან დასაწყისამდე.ეს ტიტანური და უსარგებლო შრომა დაიწყო 2002 წელს და 2007 წლის 26 ივლისს დასრულდა.

e053a194420b

ac2b8e00392c

ჯონ ევანსი

ინგლისელმა ჯონ ევანსმა,თავზე გაიჩერა 159,6 კილოგრამის მასის მანქანა მთელი 33 წამის განმავლობაში.ხელების გარეშე ისევე ბალანსირებდა მანქანით,როგორც თეფშით.გასაგებია,რომ ეს ძალიან მძიმე მანქანაა,მაგრამ ველოსიპედი ან მოპედი მაინც არაა.რეკორდი დამყარდა 1999 წლის 24 მაისს.ცნობისთვის – ჯონის სიმაღლე 2 მეტრია,წონა 156 კილოგრამი,ხოლო კისრის გარშემოწერილობა 61 სანტიმეტრი.

სულ ეს იყო,გმადლობთ შემოსვლისთვის

Back to top button