უცნაური

თუ გრაფ დრაკულასთან სადილობა გსურთ

orlok 1
ტრანსილვანიის შავბნელი, გაუვალი ტყის სიღრმეში, შიშველი კლდის მწვერვალზე დგას სასახლე ბრანი. ამ სასახლის მთავარი ნაგებობის წაწვეტებული სახურავი თითქოს ცის გახვრეტას ლამობს. ზოგჯერ ამას ახერხებს კიდეც და მაშინ დედამიწაზე ყინულივით ცივი წყლის ნაკადი იღვრება. განრისხებული ზეცა სასახლეს ელვის ისრებს უგზავნის, ხოლო მის ახლომდებარე ხეებს გამძვინვარებული ქარიშხალი ამტვრევს, მათ საპასუხოდ კი ბრანის სასახლიდან გამომავალი გამყინავი ხარხარი ისმის. სწორედ ეს ხარხარი და ვიღაცის გაურკვეველი აჩრდილი, რომელიც ზოგჯერ სასახლის ბნელ და ნესტიან დერეფანში დაიარება,
რაც ამ სასახლის მრისხანე მფლობელის-გრაფ დრაკულასგან შემორჩა.
CASTLE DRACULA
DRACULA bran CASTLE
Ecclescrieg House

სიმართლე თუ ლეგენდა

ყველა ქვეყანას თავისი სისხლისმსმელი ლეგენდალური პიროვნება ჰყავს, მაგრამ ვერცერთი ვერ შეედრება ყველა დროის მთავარ სისხლისმწოველს-გრაფ დრაკულას. ყველაფერი კი იმის დამსახურებაა, რომ ეს პიროვნება დედამიწაზე მართლადაც ცხოვრობს.
XV საუკუნეში რუმინეთის ვალახეთის ოლქის თავად ვლადის ბიჭუნა შეეძინა, რომელსაც დრაკულა დაარქვა, რაც ,,დრაკონის შვილს” ნიშნავს.
შვილის დაბადებამდე რომის წმინდა იმპერატორმა დრაკულას მამას, თურქების წინააღმდეგ ჯვაროსნულ ომებში მონაწილეობისა და გამოჩენილი მამაცობისთვის დრაკონის საპატიო ორდენი გადასცა. დროთა განმავლობაში უმცროსი ვლადი მსხვილი ფეოდალი გახდა და მამაის მსგავსად მანაც სახელი მოიხვეჭა, თუმცა მისი დიდება მამისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა-მან თავისი ქვეყნის ისტორიაში განსაკუთრებული სისასტიკით გაითქვა სახელი. მის საყვარელ გასართობს, ცხიმწასმულ სარზე ადამიანების ჩამოცმა წარმოადგენდა და მრისხანე ვლადის დროს ვალახეთი სარზე ჩამოცმული ადამიანების დღეს წააგავდა. ამბობენ, რომ ამ ხერხით ვლადმა 100ათასი მოწინააღმდეგე გაანადგურა. ალბათ, შემთხვევითი არ არის, რომ სასახლემდე მიმავალ ბილიკს ,,წაწვეტებული სარების გზას” უწოდებენ.ადამიანების წამების ასეთი პათოლოგიური სიყვარულის გამო, ხალხმა ვლადი თეფიშად(მხვრეტავად) მონათლა.
dracula 01
willem dafoe vampire
bela lugosi

ვამპირთა წვეულება

,,რუმინეთი ვამპირთა სამშობლოა”_ეს საეჭვო განცხადება ქვეყანაში ტურისტების მიზიდვის მიზნით კეთდება. ბრანის სასახლეში მუსიკალური შოუები იმართება, რომელთაც აუცილებლად სინათლის ეფექტიც ახლავს. მუსიკისა და სინათლის სინთეზის დროს, კუთხეებიდან მოჩვენებები ჩნდებიან, ვამპირები კუბოებიდან დგებიან… სასახლის 56 ოთახიდან ერთ-ერთში უშველებელი ლოგინი დგას, რომელიც ,,სწორედ ისაა” რომელზეც გრაფი დრაკულა გოგონებს აცდუნებდა, შემდეგ კი მათ სისხლს სწოვდა”.თუმცა ჭერს მიკრული ღამურები, სასახლის ირგვლივ მოთარაშე შავი მგლები იქ ნამდვილად არ არიან. სამაგიეროდ, ცუდ ამინდში, სასახლის საკვამურიდან შემზარავი ხმა ისმის, რაც ტურისტების ინტერესს კიდევ უფრო აძლიერებს.

ერთ დროს რუმინელი ისტორიკოსებიაღშფოთებას ვერ მალავდნენ და იმ სისულელის აღკვეთას მოითხოვდნენ, რომელიც ,,მათი ქვეყნის ისტორიას არასწორი კუთხით წარმოაჩენდა, ხოლო არქიტექტულ შენობას სერიოზულ ზიანს აყენებდა”, ბრანის სასახლე მართლაც სავალალო მდგომარეობაში იყო, მაგრამ მთავრობას მისი გადარჩენისთვის საჭირო თანხები არ ჰქონდა, სამაგიეროდ ტურისტებისგან შემოსული თანხა სარესტავრაციო სამუშაოებისთვის სრულიად საკმარისი აღმოჩნდა.

სასახლის შესასვლელში მრავალი ჯიხურია სადაც დრაკულას გამოსახულების მქონე მაისურებითა და პლაკატებით ვაჭრობენ. აქვე ტურისტს ისეთი თილისმის შეძენაც შეუძლია, რომელიც მას ვამპირისაგან დაიცავს, ხოლო ახლომდებარე რესტორანში ცეპიშის ,,საყვარელი კერძის” გასინჯვაც შეიძლება. განსაკუთრებით პოპულარობით თიხაში შემწვარი ცხვრის ხორცი სარგებლობს. ხორცს თიხას წაუსვამენ და სპეციალურ ორმოში მოათავსებენ. კერძის მომზადებამდე სტუმარი გრაფთან დაკავშირებულ შიშის ისტორიებს უამბობენ.მას აუცილებლად უყვებიან იმის შესახებ რომ კერძს, რომელიც ახლა მისთვის მზადდება, გრაფის დროს განსაკუთრებით ,,საპატიო” მძევლისგან ამზადებდნენ. აქვე შეიძლება სისხლიანი ვამპირისა და დრაკულას სპირტიანი სასმელების გასინჯვაც. შუაღამისას დარბაზში სამგლოვიარო მუსიკა ისმისდა ცენტრში დადგმული კუბოდან ვამპირი წამოიმართება. იგი დამსწრე საზოგადოებას მადლობას უხდის და იქაურობას მშვიდობიანად ტოვებს.ვამპირთან სადილობის მსურველებმა მაგიდა აუცილებლად წინასწარ უნდა შეუკვეთონ.

მსგავსი ამბები

Back to top button