არქივი

ინტუიცია და წინათგრძნობა

1103.h5

დაფიქრებულხართ იმაზე, თუ რა არის წინათგრძნობა ან რა არის ინტუიცია?   რა მსგავსება  არსებობს მათ შორის ან რა განსხვავებაა?

მოდით ჯერ ზოგადად გადავხედოთ ამ ორი ტერმინის არსს:

ინტუიცია შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც შუალედური შედეგების უგულებელყოფით სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი. ინტუიციური გადაწყვეტილება უმრავლესს შემთხვევაში შეიძლება წარმოიქმნას სპონტანურად და უეცრად მოგივიდეთ თავში. ინტუიციას არ აქვს ლოგიკური ახსნა და არ აქვს დამტკიცება. ადამიანი უბრალოდ გრძნობს, რომ არსებული პრობლემის ან საკითხვის გადასაწყვეტად ინტუიციურად მიღებული პასუხი სწორი იქნება.

ქალებს ინტუიციის გრძნობა უფრო აქვთ განვითარებული. ტყუილად კი არ ამბობენ, რომ  კაცები ლოგიკურად აზროვნებენ და ქალები –  ინტუიციურად. თუმცა “ჰაერიდან მოსული სტატისტიკური მონაცემების” საფუძველზე უნდა ვაღიაროთ – ხშირ შემთხვევაში ქალის ინტუიცია გადაუჯოკრავს კაცის ლოგიკას.

თუმცა, დავუბრუნდეთ ძირითად თემას.

წინათგრძნობა შეგვიძლია მივიჩნიოთ ადამიანის უნარად (ფაქტიურად შინაგანი გრძნობაა) ყველანაირი ახსნა–განმატების გარეშე იმ მოვლენის შეგრძნება, რომელიც ჯერ არ მომხდარა. არ გქონიათ ოდესმე ცუდი /კარგი წინათგრძნობა? როდესაც ვერ პოულობდით უმიზეზო აფორიაქებულობის, დაძაბულობის, ნერვიულობის ახსნას და ცოტა ხანში რაღაც ცუდი/კარგი ხდებოდა? მე ხშირად მქონდა წინათგრძნობები და ფრთხილად ვიყავი ხოლმე. ელემენტალურ მაგალითს მოვიყვან: სწავლის პერიოდში ყოველთვის ვგრძნობდი, რომ კონკრეტული  საკითხი გამოცდისთვის არ უნდა მესწავლა.თუმცა მაინც (რა იცით რა ხდება) 5–ჯერ ვკითხულობდი ამ საკითხებს, მაგრამ თავში არაფერი შემდიოდა. შედეგად, ვიკიდებდი და არ ვსწავლობდი. გამოცდის დღეს არ ყოფილა მასეთი შემთვევა, რომ მომსვლოდა საკითხი, რომელიც გამოტოვებული მქონდა და სპეციალურად არ მქონდა ნასწავლი. დამთხვევაა? მე არ მჯერა დამთხვევების.

წინათგრძნობასა და ინტუიციას შორის არის ზღვარი და განსხვავება. ინტუიცია უფრო პირდაპირი ცოდნაა, წინათგრძნობა კი განსაკუთრებული უნარია იმის შეგრძნების, რაც ჯერ არ მომხდარა. ეწინააღმდეგებიან ესენი ერთმანეთს? არა მგონია. ინტუიცია თავის თავში შეიცავს წინათგრძნობას, რადგან ინტუიციაში იგულისხმება მომავალის მომენტალური აღქმა.

ამის გარდა, წინათგრძნობა უფრო დაკონკრეტებული გრძნობაა: თქვენ გრძნობთ, რომ რაღაცა მოხდება. ინტუიცია უფრო ზოგადია და მისი დამხარებით   შეგიძლიათ გამოიკვლიოთ თქვენი შესაძლებლობები, მომავლის ვარიანტები. წინათგრძნობა, როგორც წესი, ეკუთვნის კონკრეტულად რომელიმე მოვლენას (ან მოვლენათა ჯგუფს). ვთქვათ, თქვენ გაქვთ, წინათგრძნობა, რომ ხვალ ქალაქგარეთ არ უნდა წახვიდეთ. იცით, რომ რაღაცა ცუდი მოხდება. მეგობრები დაგცინიან: რა უნდა მოხდეს? მზეა, მშვენიერი ამინდია, მანქანის მძღოლი ფხიზელია, ქალაქთან ახლოს ვიქნებით, ადრე დავბრუნდებით…მოკლედ,  გადაგარწმუნეს და თქვენც, “რა უნდა მოხდეს” ან “საიდან შეიძლება ვიცოდე წინასწარ რა ხდება”–ს იმედით მეორე დღეს მიდიხართ ქალაქგარეთ. და ბაც! შუა ტრასაზე მანქანა გაჩერდა (კონკრეტულად რა გაუფუჭდა არ ვიცი, არ ვერკვევი მანქანებში) და თქვენ მთელი დღე მოგიწიათ მანქანაში ჯდომა და დახმარების დალოდება. ამ მომენტებში ხომ გაიფიქრებთ: რატომ არ ვენდე ჩემს წინათგრძნობას?! ვიცი, უაზრო მაგალითია, მაგრამ იყოს.

როგორ არის  შესაძლებელი წინათგრძრობის ან ინტუიციის განვითარება?

ინტუიციის განვითარება ითხოვს აზროვნების “რეკონსტრუქციას”,  სამყაროს ცოტა სხვა კუთხით აღქმას, მოითხოვს ე.წ რეალობის ინტუიციური აღქმის  უნარის განვითარებას. რეალურად ინტუიციის გაზომვა ძალიან ძნელია, ლოგიკური ტესტებისა და ცდების ჩატარება შეიძლება შეეხოს ინტუიციური ცოდნის მხოლოდ დამტკიცებულ მხარეს, და  აისბერგის  მხოლოდ წვეროა. წინათგრძნობის  შემოწმება ძალიან ადვილია: ან ახდება ან არ ახდება. (ნუ თუ კონკრეტულ მოვლენას ეხება თქვენი ინტუიცია). თუმცა ესეც ეხება მხოლოდ ხილვად ეფექტებს და შედეგებს. მაგრამ იბადება კითხვა, რა ვუყოთ იმ წინათგრძნობას, რომელიც ახდებოდა, რომ არ მომხდარიყო კიდევ რაღაცა, ზედმეტი ფაქტორი რომ არ ჩარეულიყო? ისინი როგორ უნდა გავზომოთ? მოვიყვან მაგალითს:  ისევ ვემზადებით ქალაქგარეთ წასასვლელად და მაწუხებს უცნაური  გრძნობა: რაღაცაზე ვნერვიულობ და ვერ ვხდები რაზე. მანქანა დაიძრა, მაგრამ 5 მეტრში ჩაგვეფუშა ბორბალი და გადავწყვიტეთ მგზავრობის გადადება. გადაწყვეტილების მიღებისთანავე ცუდი წინათგრძნობა იმწამსვე გამიქრა.იბადება კითვა: ეს გრძნობა გამგზავრებას ეხებოდა? რა მოხდებოდა, რომ გაგვეგრძელებინა გზა? მოხდებოდა რამე ცუდი?

დავუბრუნდეთ წინათგრძნობის განვითარებას. როგორ ფიქრობთ, ის თავისთავად ვითარდება თუ არა? წინათგრძნობის განვითარება შესაძლებელია ცნობიერების ამაღლებითა და ყოველდღიური ცხოვრებისათვის უფრო ყურადღებით თვალყურის დევნებით. არ არის აუცილებელი, რამე სპეციალურად გააკეთოთ, რომელიმე მოვლენაზე კონცენტრაციის გაჩერება უფრო დაგაბნევთ, ეს აჩერებს გრძნობის განვითარებას, რადგან სიტუაციის შეფასებას სუბიექტურად იწყებთ. თქვენ ხომ გინდათ, რომ  მოვლენა მოხდეს (ან არ მოხდეს) და უკვე ფიქრობთ, რომ თქვენი წინათგრძნობა ნამდვილია და სწორი მიმართულებით მიდიხართ. მე თუ მინდა გამოცდის ჩაბარება, და დავიწყე ფიქრი იმაზე რა წინათგრძნობა მაქვს ამასთან დაკავშირებით, შეიძლება ისე ჩავუღრმავდე ამ საკითხს, რომ რეალურად და ობიექტურად ვეღარ შევაფასო და თავი დავარწმუნო იმაში , რომ წინათგრძნობა მკარნახობს, რომ კი, კარგად ჩავაბარებ და ბევრი მეცადინეობა არც მჭირდება. მაგრამ რეალურად რა შეიძება მოხდეს? რეალურად შეიძლება ხვალ მივიდე და ჩავფლავდე.

თითოეული უკვე მიღებული გადაწვეტილებიდან გამომდინარე თქვენ უფრო დაკვირვებული უნდა იყოთ. ინტუიცია და წინათგრძნობა მომენტალურად ჩნდება და არ სჭირდება საათობრივი ფიქრი კონკრეტულ საკითხზე.

ამ ყველაფრით რისი თქმა მინდოდა? დააკვირდით საკუთარ თავს, საკუთარ გრძნობას და იქნებ აღმოაჩინოთ თქვენს თავში ძლიერი  წინათგრძნობისა ან ინტუიციის უნარი.

intuition

P.S. პოსტის ავტორი მე ვარ. არ გეგონოთ მოპარული :)

წყარო:  ინტუიცია და წინათგრძნობა

 

მსგავსი ამბები

Back to top button