გართობაკულტურამარკეტინგი

ლუდის რეკლამისთვის Facebook -სახსნელი მოიგონეს

04d87597a98b
ლუდ Heineken-ის რეკლამისთვის სპეციალური სახსნელი გამოიგონეს. სახსნელში ბლუთუზია ჩამონტაჟებული, რომლის საშუალებითაც ”ფეისბუქში” ლუდის წვეულების შესახებ შეტყობინება იდება.

ახალი სარეკლამო კამპანია The Invite-ის (დაპატიჟება) ფარგლებში ლუდის მოყვარულებს სთავაზობენ, ერთად გახსნან ლუდი და მეგობრები ლუდის წვეულებაზე მოიწვიონ. როცა ადამიანი ლუდის თავსახურს სპეციალური სახსნელით მოხსნის, ბლუთუზის საშუალებით მისი ”ფეისბუქის” გვერდზე გაჩნდება შეტყობინება წვეულების შესახებ. წვეულებაზე მიწვევა ავტომატურად ეგზავნება ყველა იმ მეგობარს, რომელიც მასთან ერთად ერთ ქალაქში ცხოვრობს. ბლუთუზი სპეციალურ სახსნელშია ჩამონტაჟებული.

გარდა ამისა, სარეკლამო კამპანია ყოველკვირეულად ათამაშებს ერთ ყუთ ”ჰეინეკენს” სარეკლამო კამპანიის იმ მონაწილეთა შორის, რომლებმაც ”ფეისბუქის” საშუალებით ლუდის წვეულებაზე უფრო მეტი მეგობარი მოიწვიეს.

უჩვეულო სარეკლამო ხერხები ”ჰეინეკენმა” უკვე არაერთხელ გამოიყენა. მაგალითად, რუსული ”ფლეიბოის” მაისის ნომერში ბრენდის აუდიორეკლამა გაჩნდა.

კომპანია ”ჰეინეკენი” ამსტერდამში 1863 წელს დაარსდა. კომპანია დაახლოებით 200 სახეობის ლუდს უშვებს. მათ შორის, ყველაზე ცნობილი ”ჰეინეკენი” და ”ამსტელია”.

წყარო: ambebi.ge

LuKa Floyd

Born As FCB fan !

მსგავსი ამბები

Back to top button