გართობაუცნაური

კონკურსი 2 (გამარჯვებული გამოვლინდა)

da7b2f3c3b32
უკვე მზად ხართ მეორე კონკურსისთვის? მაშ შემოდით = ) თამაში დასწრებაზეა, ასე რომ..

წინასწარ შეგახსენებთ, რომ გაიმარჯვებს ის, ვინც პირველად სწორად უპასუხებს მოცემულ დავალებას. პასუხების მიღება ხდება კომენტარების სახით.

mj1hi

რაც შეეხება პრიზს, როგორც იცით ჩვენი სპონსორი გახლავთ სვუპი.. იგივე swoop.ge, იგი ქართველ მომხმარებელს ახალ და საინტერესო სერვისს სთავაზობს.. მომხმარებლებს წარმოუდგენელი ფასდაკლებით შეუძლიათ შემოთავაზებული პროდუქტებისა და მომსახურების ყიდვა. დღევანდელი გათამაშებისთვის სწორედ სვუპმა დააწესა პრიზი: ეს გახლავთ 22.9 ლარიანი ლატეს მენიუ Coffee House Latte-ში.

თქვენ მოგართმევენ:

b394655a726f

მარწყვის ლატეს

bb01e91b7de8

ნაყინს (თქვენი გემოვნებით)

439226402f41

ბლინს მარწყვითა და ნაღებით

არ დაგავიწყდეთ, რომ როცა გამარჯვებულს გამოვაცხადებთ, და ეს თქვენ იქნებით.. უნდა მოგვწეროთ სახელი და გვარი, ამასთანავე იმეილიც!

ერთი რაღაც უნდა ვთქვა წინა კონკურსთან დაკავშირებით. გამოჩნდა რამდენიმე პროვოკატორი, რომელიც კონკურსამდე აცხადებდა, რომ აქ გაიმართებოდა ჩაწყობები, აუცილებლად მოიგებდნენ ჩემი მეგობრები და საიტის მესვეურები და ა.შ. მაგრამ ამ ჭორების გამვრცელებლებს კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ პასუხები ვიცი მხოლოდ მე და არც ჩაწყობებს ვაპირებ, შეგიძლიათ მენდოთ და მიიღოთ მონაწილეობა, არადა არც დაძალებაზეა ეს ყველაფერი.
ამ ჭორების გულისთვის წინაზე მონაწილეობა არ მიიღო რამდენიმე ავტორმა.. (მერე უფრო აჭორავდებიანო). მათ მინდა ვუთხრა, რომ ზუსტადაც თქვენ გეკუთვნით მოგება, ვინც მონდომებით და ყველაფრის გარეშე წერთ პოსტებს.
ასე რომ არანაირი მორიდება, მონაწილეობთ ყველა, გაქვთ თანაბარი შანსები, ძაბავთ ტვინს და წერთ კომენტარებს : )))

ორივე გამოცანაზე პასუხი აუცილებლად უნდა დაწეროთ ერთ კომენტარში. მხოლოდ ერთ გამოცანაზე პასუხები არ განიხილება!!

საკონკურსო დავალებები

პირველი გამოცანა

ერთი მოსამსახურე წლების განმავლობაში პატიოსნად ემსახურებოდა ჯადოქარს. მაგრამ მოვიდა ამ ჯადოქარის აღსასრულის დღე, ჰოდა მან გადაწყვიტა მოსამსახურე დაეჯილდოვებინა. დაიბარა თავის ოთახში და უთხრა: ერთ სურვილს შეგისრულებ, რაც გინდა მთხოვეო. მოსაფიქრებლად რამდენიმე დღე მისცა.
მოსამსახურე წავიდა, პირველ რიგში დედას მიაკითხა, რომელიც ბრმა გახლდათ და ჰკითხა, თუ რა უნდოდა ყველაზე მეტად. დედამ თვალის ახელა მოისურვა. მოსამსახურე წავიდა და ცოლს მიაკითხა, იმასაც დაუსვა იგივე შეკითხვა და ცოლმა შვილი ისურვა, რადგანაც წყვილი დიდი ხანია უშვილოდ ცხოვრობდა. შემდეგ მოსამსახურე მამასკენ გაეშურა, მან სიმდიდრე ისურვა.
წამოვიდა მოსამსახურე, მივიდა ჯადოქართან და მართლაც უთხრა ერთი სურვილი, მაგრამ ამით დედის, ცოლისა და მამის სურვილები ახდა.
თქვენ უნდა გამოიცნოთ, რა იყო მოსამსახურის სურვილი?

მეორე გამოცანა
5 სტუმარი: მისტერ სურმანა, მის ნაწკა, სერ ვუდენა, ლორდ ჩარლი და მის ალუკარდი მიწვეულნი იყვნენ ექსკლუზიურ ფართიზე უცნაურის რანჩოში. გრძელი და ბნელი ღამის შემდგომ ამ სანახაობრივი რეზიდენციის მფლობელი –მისტერ ბაკო მკვდარი იპოვნეს საკუთარ კაბინეტში. პრობლემა ისაა, რომ ფართზე მოწვეული ხუთივე სტუმარი იმყოფებოდა მის კაბინეტში, ოღონდ თითოეული სხვადასხვა დროს, სხვადასხვა იარაღით, მოტივით და ამასთანავე თითოეული შესანიშნავად იმართლებს თავს. არც იტყუებიან..

მისტერ სურმანა: მე ეს არ ჩამიდენია. ფეხის ნაკვალევი არ დამიტოვებია კაბინეტში, მანდ ქალის ნაკვალევია. მე მისტერ ბაკოსთან შევედი იმ ადამიანის შესვლამდე, ვინც მკვლელობა ჩაიდინა,მას თან საწამლავი ჰქონდა. ისიც შემიძლია ვთქვა, რომ მკვლელი 15 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა კაბინეტში, შემდეგ კი იქ სხვა შევიდა.

მის ნაწკა: კარგი, მე ამას ვაღიარებ, რევოლვერი შევიტანე კაბინეტში, ჩემი მოტივი არ იყო შურისძიება. ჩემს შემდეგ მამაკაცი შებრძანდა იქ და მისი მოტივი ან გააფთრება (გაბრაზება, მძვინვარება) იყო, ან შანტაჟი.

სერ ვუდენა: ერთადერთი რაც ვიცი, ისაა, რომ მე თითის ანაბეჭდები დავტოვე, მაგრამ ერთი ამიხსენით, რატომ ეყარა იქ მის ალუკარდის თმა? ხო მართლა, ადამიანს,რომელიც ჩემზე 70 წუთით ადრე შევიდა, ტყვიების მასრა ჰქონდა თან.

ლორდ ჩარლი: მე ქალის შემდგომ შევედი,რომელსაც თან ბაწარი არ ჰქონდა.. უკანასკნელ ადამიანს,რომელიც კაბინეტს ესტუმრა, ბაწარი ეჭირა ხელში. მე მისტერ სიკვდილთან 35 წუთზე მეტი დრო გავატარე და ჩემს მოტივზე ვსაუბრობდი, ეს უკანასკნელი არ არის არც შანტაჟი და არც სიხარბე.

მის ალუკარდი: დიახ, მე მოტივი მქონდა, ეს ეჭვიანობა გახლდათ, მაგრამ არც იმ ვაჟბატონის შანტაჟის მოტივი იყო ნაკლები, რომელიც 9:05 წუთზე შევიდა კაბინეტში. მე რაც შემეხება, ჩემი გამოსვლის შემდგომ კაბინეტში შევიდა კაცი, რომელმაც მამხილებელი სისხლის წვეთები დატოვა იქ.

ადამიანი, რომელიც 10:30 წუთზე შევიდა კაბინეტში, არის ნამდვილი მკვლელი.

თქვენ უნდა დაადგინოთ ვინ იყო მკვლელი, და თითოეული სტუმარი რომელ საათზე შევიდა ბაკოს კაბინეტში, რა მოტივი ჰქონდათ და რა იარაღი, რა სამხილები დატოვეს იქ..

მოცემული გაქვთ სტუმრების კაბინეტში შესვლის დროები: 9:05, 10:30, 10:45, 11:25, 11:55
მოტივები: შანტაჟი, სიხარბე, ეჭვიანობა, გააფთრება, შურისძიება
იარაღები: საწამლავი, ხანჯალი, რევოლვერი, ტყვიების მასრა, ბაწარი.
დატოვებული სამხილები: თითის ანაბეჭდი, თმა, ფეხის ნაკვალევი, ბარათი, სისხლის წვეთები.

გამოვლინდა გამარჯვებული!!!!!

ეს გახლავთ
Gio Chanturia

სწორი პასუხები იყო:

1. სთხოვა, რომ დედამისს შესძლებოდა მამამისის ოქროებში მოთამაშე მისი შვილის დანახვა.
2. მკვლელი არის ალუკარდი!
09:05 – სურმანა, შანტაჟი, ხანჯალი, ბარათი;
10:30 – ალუკარდი, ეჭვიანობა, საწამლავი, თმა; (მკვლელი)
10:45 – ჩარლი, შურისძიება, ტყვიების მასრა, სისხლის წვეთები;
11:25 – ნაწკა, სიხარბე, რევოლვერი, ნაკვალევი;
11:55 – ვუდენა, გაცხარება, ბაწარი, თითის ანაბეჭდები.

მსგავსი ამბები

Back to top button