ახალი ამბებისაკითხავისაქართველო

პოსტ-რევოლუციური ჟურნალისტიკა


გამარჯობა ყველას, მე საინფორმაციო გამოშვებებს არ ვუყურებ, თქვენ? უცნაურზე ეს ჩემი პირველი პოსტია, ვდებ სტატიას, რომელიც ნახევარი წლის წინ დავწერე, იმედია მოგეწონებათ. მინდა წინასწარ ავღნიშნო რომ, მე არც პოზიცია ვარ არც ოპოზიცია, სიმართლე თუ გინდათ ”მკიდია” პოლიტიკა. მე ამ სტატიით იმისი თქმა მინდა რომ შენს თავს შენ უნდა მიხედო, პოლიტიკაშიც ისეთივე ადამიანები არიან როგორიც შენ და მე ვართ, იმათაც მოსდით შეცდომები და მათაც გამოსდით წარმატებულად საქმეები ისევე როგორ ჩვენ.

 

მას შემდეგ რაც ვარდების რევოლუციის შედეგად მოდერნისტულად მოაზროვნე მთავრობა მოვიდა ქვეყნის სთავეში მიხელის სააკაშვილის თაოსნობით, ყველა ერთდროულად ალაპარაკდა (”გამოიღვიძა”) რომ, ქართჲლ ჟურნალისტიკაში უნდა არსებობდეს სიტყვის თავისუფლება. 2003 წლიდან თითქოს ქართულმა მედიამაუწყებლობამ იმდროინდელი ტელევიზეიების დამახასიათებელი სტერეოტიპები გვერდით გადადეს და კრეატიულად და არა ბანალურად დაიწყეს მაუწყებლობა, თანამშროლებიც გამოცოცხლდნენ და ახალი შემართებით შეუდგნენ მუშაობას.  ჩამოყალიბდა ახალი ტელევიზიები, ძველებმა კი სლოგანები ლოგოები და სტუდიები შეცვალეს, დეკორატიულის სამუშაოების დამთავრების შემდეგ ყველამ ერთად და რაც მთავარია ”ერთმანეთისგან დამოუკიდებლად” ქვეყანაში თჲ ქვეყნის გარეთ აშუქებდნენ მხოლოდ სიმართლეს. მათი მთავარი პრიორიტეტი ამ დროისათვის ობიექტურობა და დამოუკიდებლობა გახდა, ამ ყველაფერს როგორც ისინი აღნიშნავდნენ ხელისუფლებაც უწყობს ხელს და ამის დასამტკიცებლად არა ერთი რეფორმა გაატარა.

საზოგადოება ამ ყველაფერს ნდობის თვალით უყურებდა. ყველაზე მსხვილი ტელეკომპანიები მოსახლეობის აზრის მიხედვით ასე იყოფოდა: ”რუსთავი 2” აშუქებდა ყოველთვის მარტო სიმართლეს და ანალოგიურად ნდობა უფრო მეტი იყო, იმ პერიოდისათვის ახლად ჩამოყალიბებული ტ/კ ”იმედი” აწგარდაცვლილი ბადრი პატარკაციშვილის ქონებად ითვლებოდა  და ინფორმაცია შუქდებოდა ისე, როგორც მეპატრონე ჩათვლიდა მართებულად, ყველამ იცოდა რომ ”საზოგადოებრივი ნაუწყებელი” (პირველი არხი) ეკთვნოდა ხელისუფლებას და ანალოიგიურად იმას აშუქებდა რაც სახელმწიფოს წისქვილზე ასხამდა წყალს. ბუნებრივიცაა რომ ”რუსთავი 2” იყო მონოპოლისტი ქართულ ტელესირცეში.

როგორ ამბობენ ”მეგობარი ჭირში გამოიცნობაო” ჩვენს ტელევიზიებსაც ასე დაემართათ. 2007 წლის 7 ნოემბერს ტელევიზიებმა მოიხსნეს მიუკერძოებლობის ნიღაბი, ყველამ ცხადად დაინახა თუ რომელი ტელებიზია იცავდა ქვეყანაში არეულობის დროს, როდესაც საგანგებო მდგომარეობაც კი გამოცხადდა თავისუფალი სიტყვის ეთიკას. როდესაც ქართველი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თავიანთ არჩეულ პრეზიდენტს დაუპირისპირდნენ, ყველა ტელევიზია ექსკლუზივის მოპოვებას ცდილობდა, აღმოჩნდა რომ, ”რუსთავი 2” ხალხის სამსახურს ამოფარებული, სახელმწიფოს დაკვეთას ასრულებდა, ”იმედმა” კი ყველასათვის მოულოდნელად რეალურად მიმდინარე მოვლენების და კადრების გაშუქება დაიწყო, როგორც გახსოვთ მისი ასეთი მოქმედება დაბოლოოდ ტელევიზიის დარბევით დამთავრდა (მაგრამ დარწმუნებული ვარ, იმედის ასეთი ”გმირობა”  ხალხის ინფორმირებისთვის არ მომხდარა) როგორც ზემოთ ავღნიშნე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, საინფორმაციო გამოშვებები დაიბლოკა, რაღაც დროიც შემდეგ კი მხოლოდ ”რუსთავი 2” უშვებდა ”შელამაზებულ” საინფორმაციო გამოშვებებს, საზოგადოება ინფორმაციულ ვაკუუმში მოექცა, რამაც მოსახლეობა უფრო დიდ პანიკაში ჩააგდო, ყველა მიხხვდა რომ, სიტყვის თავისუფლებას ამოფარებული ახლად შექმნილი დემოკრატიული მთავრობა თურმე ანგელოზის ფრთების ქვეშ ეშმაკის კლანჭებს მალავდა. ყველასათვის მოულოდნელად, მედიის ასპარეზზე ტ/კ ”კავკასია” გამოჩნდა, რომელზეც ფანატიკოსები ლოცულობენ,  კომიკები ”ღადაობენ”, მე კი მოსაწყენად მიმაჩნია, ერთი სიტყვის ყველაზე სახალხო არხი საქართველოში, სადაც ხელისუფლების ლანძღვის მეტი არაფერი კეთდება, მთავარია ხელისუფლებაა დამნაშავე და სულ არ აინტერესებთ მეტი არაფერი, რუსთავი ორზე თუ ხელისუფლებააა მაგარი, კავკასიაზე თხა და მგელივით დარეული ოპოზიციააა მაგარი (მაგრამ აქ რატომღაც, ყველა შეხმატკბილებულები არიან, ხომ არ იცით რატომ?)

თუ კარგად დააკვირდებით კარგად დააკვირდებით საინფორმაციო გამოშვებებს (მნიშვნელობა არ აქვს ოპოზიცია პოზიცია) ნახავთ ე.წ ლაივ სინქრონების პირობებში კეთდება დიდი სიუჟეტები, პრაქტიკულად მხოლოდ ერთი მხარე შუქდება, ან პოზიცია ან ოპოზიციამ არაა დაბალანსებული. რეალურად დაზარალებული ე.წ აფსაიტში ხვდება.

P.  s ვეცადე სტატია დამებალანსებინა, მეჩვენებინა ორივე მხარის მანკიერებანი, რომ ეცადათ და შემდეგში ყველაფერი გამოეწყორებინათ

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Linebet
Close
Close