მისტიკასასარგებლოუცნაური

ხეოფსის პირამიდის ახალი საიდუმლოებანი

9ab4dc95892f

ფრანგი არქიტექტორი ჟან–პიერ ჰოუდინი ამტკიცებს, რომ გიზის დიად პირამიდას,რომელიც ხეოფსის პირამიდის სახელითაა ცნობილი, ორი საიდუმლო ოთახი უნდა ჰქონდეს, რომელთა არსებობს შესახებ ამ დრომდე არავინ არაფერი იცოდა. მეცნიერი ვარაუდობს რომ ამ ოთახებში ავეჯი ინახება, რომელიც გარდაცლილ ფარაონს იმქვეყნად უნდა ,,გამოეყენებინა’’

ძველი მშენებლების საიდუმლოებანი უკვე 5 ათასწლეულზე მეტია, მკვლევარებს მოსვენების საშუალებას არ აძლევს. ,,მსოფლიო საოცრების’’ აგება ოცდამეერთე საუკუნის სატვირთოებითა და ჰიდრავლიკური ამწეებითაც კი არ იქნებოდა ადვილი. 147 მეტრიანი კონსტრუქცია 2,5 დან 15 ტონამდე წონის დეტალებისგან შედგება.

1a39dea2f2bc
პასუხი კითხვაზე– როგორ მოახერხეს მშენებლებმა ძველი წელთაღრიცხვის ოცდამეექვსე 26–ე საუკუნეში პირამიდის აგება, ფარაონ ხეოფსის ერთგულმა მსახურებმა მომავალ თაობებს თავსატეხად დაუტოვეს.
ამ თავსატეხში გარკვევა პირველად ბერძენმა ისტორიკოსმა ჰეროდოტემ სცადა. ეგვიპტე მან ჩვენს წელთაღრიცხვამდე 450 წელს მოინახულა. ისტორიკოსმა ივარაუდა,რომ მონები ლოდებს ერთი საფეხურიდან მეორეზე ხისგან დამზადებული სამშენებლო მანქანებით სწევდნენ. თუმცა არ განუმარტავს, რა სახის მანქანა შეიძლება ყოფილიყო.

55e0eba21b40
პირამიდების მშენებლობის გმაოცანის ამოხსნა ჩვენს დროში ერთგვარ ინტელექტუალურ შეჯიბრებად იქცა. ჰიპოთეზა მრავალია და ყველა ორიგინალური. ერთნი მიიჩნევენ რომ ლოდებს საჰაერო გველების დახმარებით სწევდნენ. მეორენი ირწმუნებიან, რომ პალმის ნაცრის, დაფშვნილი ქვიშაქვისა და მდინარე ნილოსის წყლიდან მიღებული სპეციალური დამაფხვიერებლისაგან დამზადებული ნარევი მაღლა სათლებით აჰქონდათ და ლოდის ფორმის სპეციალურ ყალიბში ასხამდნენ.
ფრანგი ქიმიკოსი ჟოზეფ დავიცოვიცი იმასაც ამტკიცებდა, რომ ერთ–ერთ ასეთ ხელოვნურ ლოდში ადამიანის თმაც იპოვა. თუმცა მას არავინ დაუჯერა.
არიან ისეთებიც, ვინც პირამიდების მშენებლობაში ,,ეჭვმიტანილად’’ უცხოპლანეტელებს მიიჩნევენ. ისინი ფიქრობენ, რომ მშენებლებს პირამიდების აგება აიძულეს ან ასწავლეს, მაგრამ მათ საკუთარი ანტიგრავიტაციული ტექნიკით დაეხმარნენ.

752c7e7c4da6
გრავიტაციული ანომალიები
საფრანგეთის აეროკოსმოსური კვლევების ცენტრის არქივში, თითქმის 20 წლის განმავლობაში მტვერი ედო 1986 წელს განხორციელებული ექსპერიმენტის შედეგებს, რომლის მიზანიც ხეოფსის პირამიდის მიკროგრავიტაციული ანომალიების აღმოჩენა იყო. ჟან–პიერ ჰოუდინის განცხადებით, ექსპერიმენტის შედეგები მოწმობს, რომ პირამიდის შიგნით არსებობს სიცარიელეები, რომელიც ნაგებობაში სპირალისებურად არის განთავსებული.
,,მაშინ ამას ახსნა ვერ მოუძებნეს, მაგრამ ახლა სპირალების განლაგება სავარაუდო საყრდენებს შევადარე და ისინი ერთმანეთს ემთხვევა.გამორიცხული არ არის, რომ საყრდენები კედლიდან ორ–სამ მეტრში ახლაც შენარჩუნებულია.საჭიროა ეგვიპტელები დავარწმუნოთ, რომ ამ საყრდენებამდე მივაღწიოთ, თუნდაც პირამიდის ერთ–ერთი მხარის გახვრეტით’’–ამბობს ფრანგი არქიტექტორი.

854c37009d3b
6,4 მილიონ ტონიანი კოლოსი
პირამიდა ნაწილობრივ უკვე ჩამოშლილია და მისი სიმაღლე ახლა არა 147 არამედ 137,2 მეტრია. სიგანე კი 230 მეტრი. ნაგებობის მოცულობა დაახლოებით 2521000 კუბური მეტრია. საძირკვლის ფართობი–53000 კვადრატული მეტრი. წონა კი 6,4 მილიონი ტონაა.
კონსტრუქცია ქვის 2,3 მილიონი კუბისგან შედგება. მათი საშუალო წონა 2,5 ტონაა. არის მძიმე 15 ტონიანი ლოდებიც.
გიზის პირამიდა ძველი წელთაღრიცხვის 26–ე საუკუნეში, ფარაონ ხეოფსის პერიოდში (ძვ.წ. 2590–2568 წწ) ააგეს. ის მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთ–ერთ)ია და მათგან ერთადერთი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია.

a2fb900bc733

,,ევრონიუსის’’ მასალების მიხედვით

მსგავსი ამბები

Back to top button