გართობაკულტურა

მომავლის ავტოშოუ II

0039e843103a
გაინტერესებს რა მანქანები ივლიან მსოფლიოს ტრასებზე? მაშინ ეს პოსტი შენთვისაა..

1. Corvette

ამერიკულმა გიგანტმა GM-მა გადაწყვიტა, ახალი თაობის Corvette სუპერავტომობილებისათვის შესაფერისი შუა ძრავით აწარმოოს.სიახლე მიიღებს სახელწოდებას C7 და მასთან დაკავშირებით “გენერლებს” დიდი გეგმები აქვთ. ამაზე თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ კომპანიამ 131 მლნ დოლარი გამოყო, “კორვეტის” მწარმოებელი ბოულინგ გრინის ქარხანისთვის.Chevrolet-ი Corvette C7-ის წარმოებას 2013 წელს დაიწყებს და კომპანიის ხელმძღვანელობის აზრით, სიახლე ღირსეულ კონკურენციას გაუწევს ისეთ სუპერავტომობილებს, როგორებიც არის Ferrari და Lamborghini.ასეთი მომავლის პირობებში, ეს ავტომობილი გლობალური ბაზრის სერიოზული მოთამაშე გახდება.
კომპანიაში აცხადებენ, რომ Corvette C7 შედარებით უფრო მცირე ზომის და მსუბუქი იქნება, ვიდრე C6-ი. GM-ის საბოლოო ინფორმაციით, ახალი თაობის “ვეტეს” ბევრი რამ ექნება საერთო იმ კონცეფტთან, რომელიც ყველასთვის კარგად ნაცნობ ფილმ Transformers 2-ში ჩანს.ცნობისათვის, ბოლო 60 წლის განმავლობაში Corvette, ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი, სპორტქარია ამერიკის ბაზარზე.

1b757bf1dd87

eae6999c41a7

88f9f8795d49

e0bf86ebb194

8fb8b840581a

2. Opel Calibra

კომპანია Opel-ის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, გერმანული კომპანია მალე ისევ გამოუშვებს გასული საუკუნის 90-იან წლებში პოპულარულ კუპე Calibra-ს.ამ ინფორმაციის მიხედვით, ახალი Opel Calibra მოდელ Insignia-ს პლატფორმზე აიგება, გარეგნულად კი ორი კონცეპტუალური ავტომობილის – Flextreme GT და GTC-ს დიზაინის ელემენტებს მოირგებს. ეს უკანასკნელი კონცეპტი 2007 წლის ჟენევის ავტოშოუზე უჩვენეს და ცოტა ხანში, მისი დიზაინი აქტიურად გამოიყენეს Insignia-ს მოდელებზე.
ახალი კუპე Calibra-ს წარმოებას კომპანია Opel-ი თავის რიუსელსჰაიმის ქარხანაში გეგმავს, სადაც წლიურად სულ რაღაც 14 000 კუპე დამზადდება. ცნობისათვის, პირველი თაობის Calibra ბაზარზე რვა წლის განმავლობაში დარჩა და ამ დროში, 240 000 ეგზემპლარი გაიყიდა.
ახალი “კალიბრას” გაყიდვები 2013 წელს დაიწყება.

77d809a0fd5a

12837773a8a4

f259e4410765

e7540cb780f1

f2d9a0c45f85

55ecd0ed7a00

3. SF22

ამერიკული კომპანია 215 Racing, 2000 ცხენის ძალიანი სუპერავტომობილის სერიულ წარმოებას გეგმავს. სიახლე გაიყიდება Mostro Di-Potenza-ს (იტალიურად ეს ძალის მონსტრს ნიშნავს) ბრენდით და მიიღებს სახელწოდებას SF22. მწარმოებლის ჩანაფიქრით, ავტომობილის სახელი ასოცირებული იქნება შვეულმფრენ F-22-თან, ხოლო ასოები SF- «Street Fighter»-ის აბრევიატურას წარმოადგენს.
ცნობისათვის, ამ ჰიპერქარის ექსტერიერი მექსიკელმა დიზაინერებმა ჯერ კიდევ 2009 წელს იტალიური Lamborghini-ის დაკვეთით დაამზადეს და მას Lamborghini Indomable უწოდეს. მაშინ ბევრს ეგონა, რომ იტალიური კომპანია, მექსიკელების ნამუშევარს ფრთებს შეასხამდა, მაგრამ ასე არ მოხდა.
SF22 კარბონის კომპოზიტით დამზადებულ მონოკოზე აიწყობა და ძარაც კარბონის და კევლარის კომპოზიტისგან დამზადდება. რაც შეეხება ძრავს, ეს არის 9.4-ლიტრიანი წყვილ ტურბოკომპრესორიანი V8, რომლის სიმძლავრე 2 000 ცხენის ძალას მიაღწევს. ავტომობილი ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარეს 2.5 წამში აკრეფს. მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 426 კმ/სთ-ს მიაღწევს.
ავტომობილი მხოლოდ 50 ეგზემპლარად გამოვა და ის 950 ათასი დოლარი ეღირება.

3c1f3d037fef

6b94a43ed236

18cb3091aef1

08ac76d01cc3

75f92d74be3c

4. Long-Hauler Concept Truck

Chrysler Group-მა კონცეპტუალური პიკაპი Long-Hauler-ი წარმოადგინა.
ეს გიგანტი მე-5 კლასის პიკაპ Ram 5500-ის შასიზეა ბაზირებული, თუმცა პლატფორმა საგრძნობლადაა დაგრძელებული. ავტომობილის სიგრძე 7.3 მეტრია, ბორბლებს შორის ბაზა კი – 5.014 მეტრი. ამ ბაზაში Mercedes-Benz E-Class-იც კი ჩაეტევა და მისი სიმაღლე ორ მეტრზე მეტია. ავტომობილი “ტიტანი” 4.2 ტონას იწონის, სრულად დატვირთვის შემდეგ კი მისი წონა 16.7 ტონამდე შეიძლება გაიზარდოს.
სიახლე აღჭურვილია Cummins Turbo Diesel-ის 6.7-ლიტრიანი ძრავით. აგრეგატის სიმძლავრე ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა მისი მაბრუნი მომენტი 1083 ნიუტონმეტრს აღწევს. ავტომობილი სამი უზარმაზარი ავზითაა აღჭურვილი, რომელთა საერთო ტევადობაც 643 ლიტრია. ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ მათი სრულად ავსებით, ავტომობილმა 2.5 ათასი კილომეტრი გაიაროს.
Chrysler-ის ცნობით, Long-Hauler Concept Truck-ს მომდევნო 8 თვის განმავლობაში სხვადასხვა საავტომობილო გამოფენაზე უჩვენებენ და მხოლოდ ამის შემდეგ დაფიქრდებიან მის სერიულ წარმოებაზე.

2412f363a493

94644faa1086

3f231a6c4d2a

531c797574d3

წყარო:ambebi.ge, me…

გაგრძელება იქნება…

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button