ესეც გაგრძელება…
“skype”-ის საიტზე რეკლამები განთავსდება
პოპულარული სერვისი”skype” საიტზე რეკლამების განთავსებას დაიწყებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “ვესტი რუ” ავრცელებს.
საკომუნიკაციო საიტზე რეკლამის განთავსების სურვილი “Groupon”, “universal Pictures” და “Visa”-მ გამოთქვეს.
ცნობისთვის, პირველ რეკლამებს ამერიკის, დიდი ბრიტნაეთისა და გერმანიის მოსახლეობა ნახავს.
ყველაზე ძვირადღირებული ბრლიანტს ნიუ-იორკის აუქციონზე გაიტანენ
მოწითალო-შინდისფერი 10,09 კარატიანი ბრილიატს, აპრილში ნიუ-იორკში “Christie’s Magnificent Jewels” აუქციონზე გაიტანენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “უტრო.რუ” ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ 2009 წლიდან “Christie’s” აუქციონზე 4 წითელი 0,2 კარატიანი ბრილიანტი 1 მილიონ ამერიკულ დოლარად გაიყიდა. უმაღლესი კლასიფიკაციის “fancy vivid” შინდისფერი ბრილიანტი კი 15 მილიონ დოლარად შეაფასეს.
ცნობისთვის, ამ დროისათვის მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულად 2009 წელს ჰონკონგის აუქცონზე 10,777 მილიონ დოლარად გაყიდული ღია-ვარდისფერი 5 კარატიანი ბრილიანტი ითვლება.
“ნასამ” მეტეორზე სიცოცხლე აღმოაჩინა
მეცნიერებმა კვლევების შედეგები გამოაქვეყნეს, სადაც ინფორმაცია დედამიწის გარდა სხვა პლანეტაზე სიცოცხლის არსებობის შესახეებაა მოცემული. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “ინტერფაქსი” ავრცელებს.
როგორც ბრიტანული კორპორაცია “BBC” იუწყება, მთავრმა კვლევითმა ჯგუფმა, რომელსაც რიჩარდ ხუვერი ხელმძღვანელობს, რამდენიმე მეტეორზე პაწაწინა არსებები, სახელად “მკვდარი ორგანიზმები” დედამიწაზე დაცემამდე აღმოაჩინს.
ამ დროისათვის მეცნიერები გამოკვლევას ატარებენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მკვლევარებმა მეტეორზე წყლის კვალიც აღმოაჩინეს.
“ამ მოვლენასთან დაკავშირებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პირველი ცოცხალი ორგანიზმი დედამიწაზე კოსმოსიდან მოხვდა”,– განაცხადა ხუვერმა.
9 წლის ბიჭი გაღიმებას ვერ ახერხებს
“Daily Mail”-ის ინფორმაციით, 9 წლის ბიჭი ჰარვი ჰოულს იშვიათი დაავადების გამო გაღიმების საშუალება არ აქვს. აღნიშნულ დაავადებას მებიუსის სინდრომი ეწოდება, რომელიც სახის ნერვის დაზიანებას ნიშნავს, რაც ბავშვს გაცინებაში ხელს უშლის.
აღსანიშნავია, რომ ჰარვი შესანიშნავი იუმორის გრძნობით გამოირჩევა და სხვა ბავშვებთან ურთიერთობის პრობლემაც არ აქვს.
ჰარვის აღნიშნული დაავადება დაბადებიდან აქვს, პატარაობისას არ შეეძლო ძუძუთი კვება, ამიტომ მას სპეციალური მილის დახმარებით აჭმევდნენ.
წყარო:geonews.ge
P.S გაგრძელება იქნება…