გართობაკულტურა

მომავლის ავტოშოუ

1b90dac6b4bf

გააგრძელე და ნახე თუ რა მანქანის ნახვას შეძლებ უახლოვეს წლებში…

Hyundai

კორეულმა კომპანიამ – Hyundai საკუთარი ახალი მოდელი i40-ის სედანისძარიანი ვერსია წარმოადგინა. ჯერ მხოლოდ ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც კორეულმა კომპანიამ ამ საშუალო ზომის ავტომობილის უნივერსალისძარიანი ვერსია ჟენევის ავტოშოუზე გვიჩვენა. ახლა კი სედანის ჯერი დადგა.
ისევე როგორც უნივერსალი, სედანი i40-ც “ჰიუნდაის” კვლევისა და განვითარების ევროპული ცენტრის მიერაა შემუშავებული, რომელიც გერმანიის ქალაქ რიუსელსჰაიმში მდებარეობს. ჯერჯერობით, კორეული კომპანია თავისი მორიგი სიახლის შესახებ მხოლოდ მწირ ინფორმაციას ავრცელებს. უფრო კონკრეტულად კი, ავტომობილის გაბარიტებით ის თავის კლასში ლიდერი იქნება.

fc0e77beb3a3

7c76155a8139

De Tomaso

De Tomaso: Pantera-ს ახალი თაობის ავტომობილს გვთავაზობს.საქმე გვაქვს სუპერავტომობილთან, რომელიც სამომავლოდ კონკურენციას გაუწევს ისეთ სუპერქარებს, როგორებიცაა Ferrari და Lamborghini.
წინასწარი ინფორმაციით, ისევე როგორც ძველი Pantera, ახალი “მხეციც” Ford-ის წარმოების V8 ძრავით აღიჭურვება. ოღონდ, მისი სიმძლავრე 330 ცხენის ძალიდან 550 ცხენის ძალამდე გაიზრდება.
როგორც ცნობილია, De Tomaso-ს ახალი ხელმძღვანელი, მარიო როსინიოლო ამ ბრენდის პრემიუმ სეგმენტის კომპანიად ჩამოყალიბებას გეგმავს. უკვე ცნობილია, რომ სუპერავტომობილის გარდა, გეგმაშია მდიდრული კროსოვერის და ლუქსის კლასის სედანის წარმოებაც. Pantera-ს მემკვიდრეს, სავარაუდოდ, ნოემბერში ლოს-ანჯელესის ავტოშოუზე წარმოადგენენ.

429c689991ca

1ba1dc30ddd9

Porsche

გავლენიანი გამოცემა AutoBild-ის ინფორმაციით, გერმანული ავტომწარმოებელი Porsche თავისი ახალი ფლაგმანის შემუშავებას შეუდგა. ამავე ჟურნალის ინფორმაციით, სიახლის სახელი იქნება 961 და ის კონცეპტუალურ 918 Spyder-ის მოტივებზე შეიქმნება.
ახალი 961, V8 ტიპის ძრავით აღიჭურვება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია მისი მახასიათებლები, რადგან ის შემუშავების სტადიაშია. სამაგიეროდ, არის ვარაუდი, რომ მწარმოებელი მყიდველს ოპციის სახით, ჰიბრიდულ აგრეგატსაც შესთავაზებს. ამ შემთხვევაში, ჰიბრიდული სისტემის ჯამური სიმძლავრე 600 ცხენის ძალას მიაღწევს.
ცნობისათვის, Porsche ჰიბრიდული 918 Spyder-ის წარმოებასაც აპირებს, ოღონდ ის შეზღუდული რაოდენობით, მხოლოდ 918 ცალი დამზადდება. ევროპაში ასეთი ჰიბრიდული სუპერავტომობილის ფასი 645 000 ევრო იქნება, მოდელი 961 კი, სავარაუდოდ, 200 000 ევრო ეღირება.
Porsche-ს ახალი “მედროშეს” გამოჩენა 2013 წელს იგეგმება.

01096f0ae416

6b8dd4b6d40e

McLaren

McLaren-ის მიერ სუპერავტომობილ MP4-12C-ს წარმოდგენის კვალდაკვალ კომპანია გეგმავს ახალი ავტომობილების წარმოებას, რომლებიც ნაწილობრივ ან მთლიანად ელექტრო ძრავებით აღიჭურვება.
ამ ნაბიჯისკენ კი ინგლისურ კომპანიას საწვავის ეკონომიის და გამონაბოლქვის ახალი, გამკაცრებული სტანდარტები უბიძგებს.გამოცემა The Detroit Bureau-სთან ინტერვიუში, McLaren-ის მმართველი დირექტორი ენტონი შერიფი (Antony Sheriff) აცხადებს, რომ მისი კომპანია მომავალშიც მხოლოდ ორადგილიან სუპერავტომობილებს გამოუშვებს და მათი წარმოებისას, უხვად გამოიყენებს ფორმულა ერთში შემუშავებულ ტექნოლოგიებს.
ენტონი შერიფს კარგად ესმის, რომ მისი კომპანიის ავტომობილების ეკონომიურობისა და გამონაბოლქვის ახალი სტანდარტების ჩარჩოში მოქცევა ძალიან ძნელი იქნება. თუმცა დასძენს, რომ ისეთი მცირე ზომის კომპანიები, როგორიც „მაკლარენია“, ამ მხრივ, მცირე შეღავათებით ისარგებლებენ.
და მაინც, ინგლისური კომპანია უკვე მუშაობს იმაზე, რომ მისმა ავტომობილებმა გარემო ნაკლებად დააბინძუროს.

aa4ec3e3c83b

cb181e1966a2

c4191f4b9bc6

f1c730b6c925

4e9b540adb0a

თუ მოგეწონათ გაგრძელება იქნება….! ;)

წყარო: news.boom.ge

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button