არქივი

წერტილოვანი(აღმოსავლური) მასაჟი

წერტილოვანი მასაჟი აღმოსავლური მედიცინის შემადგენელი ნაწილია.

ტრადიციული აღმოსავლურ მედიცინას განვითარების მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს.მას გააჩნია მყარი თეორიული საფუძველი,რომელიც თავის მხრივ პრაქტიკული პროფესიონალიზმის განმასაზღვრელია,ამიტომ წერტილოვანი მასაჟი ამ ცოდნაზეა დამყარებული.

აღმოსავლური მედიცინის თეორიული საფუძვლები ასახავს ადამიანისა და სამყაროს ერთიანობას.ამის შესახებ არსებობს რამდენიმე თეორია:ინ_იან_თეორია,ჯან_ფუ კონცეფცია,უ_სინ თეორია,ჩი_ს მოძღვრება და ძინ_ლო კონცეფცია.აღმოსავლურ მედიცინას საფუძველი ჩაეყარა ემპირიული გზით,ამიტომ მას ტრადიციულ მედიცინას,ხოლო წერტილოვან მასაჟს ტრადიციულ აღმოსავლურ მასაჟს უწოდებენ.

წერტილოვანი მასაჟის დროს ზემოქმედება ხდება ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებზე(ბაწ) ან ზონებზე(ბაზ).ბაზ და ბაწ კანისა და კანქვეშა ქსოვილის მცირე შემოფარგლული უბანია,

რომელიც აღჭურვილია ურთიერთდაკავშირებული სტრუქტურების_მიკროცირკულაციური სისხლძარღვების,ნერვების,შემართებელქსოვილოვანი უჯრედების კომპლექსით_მათი წყალობით იქმნება ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების დეპო,რაც შესაბამის გავლენას ახდენს ნერვულ ტერმინალებზე და უზრუნველყოფს წერტილისა და შინაგანი ორგანოს ურთიერთკავშირს.ინდიფერენტული მიდამოსგან განსხვავებით,წერტილის არეში აღინიშნება ჟანგბადის გაძლიერებული შთანთქმა,ტემპერატურის მომატება,ელექტრული წინაღობის დაქვეითება,პალპაციით მტკივნეულობა_სწორედ ამ მახასიეთებლების გამო მიეკუთვნება ისინი აქტიურ წერტილების კატეგორიას. ბაწ და ბაზ_ზე ზემოქმედება სხვადასხვა მეთოდითაა შესაძლებელი:

1.ნემსით(აკუპუნქტურა),

2.ელექტრული დენით(ელექტროპუნქტურა),

3.ლაზერით(ლაზეროპუნქტურა),

4.სპეციალური აბზინდის სიგარეტებით ანუ ძიუ_თერაპია.

ნებისმიერი მეთოდით წერტილზე ზემოქმედებისას ორგანიზმში აღმოცენდება რეფლექსური რეაქცია,რომელიც ნერვული მოქმედების უნივერსალურ მექანიზმს წარმოადგენს.ბიოლოგიურად აქტიური წერტილის ლოკალიზაციის დასადგენდ საჭიროა ანატომიური ელემენტებით ორიენტირება,ანუ აუცილებელია ძვლების,კუნთების,იოგების,სახსრების,წანაზარდების,ფოსოების,ნაოჭების,დვრილების,ჭიპის და ა.შ.მიმართ წერტილის დამოკიდებულების ცოდნა.გარდა ამისა წერტილის ლოკალიზციის დასადგენად აღმოსავლურ მედიცინაში გამოიყენება საორიენტაციო ხაზები და სპეციალური საზომი ერთეული_ცუნი.

ცუნი არის სამგვარი:

1. აბსოლიტური_იგი 2,5 სმ-ის ტოლია;

2.ინდივიდუალური_ყველა ადამიანს გააჩნია საკუთარი;

3.ინდივიდუალურ-პროპორციული_რომელიც გულისხმობს ანატომიური უბნებს შორის არსებული მანძილის დაყოფას ცნობილი რაოდენობის თანაბარ მონაკვეთებად.პრაქტიკაში გამოიყენება ინდივიდუალურ-პროპორციული ცუნი.

წყარო: მე და ჩემი წიგნები :) :)

მსგავსი ამბები

Back to top button