ახალი ამბებისასარგებლო

კონკურსი

5f37fc62552c
გამარჯობა, დღეს პირველი საკონკურსო დღეა და ვეცდები იმედები არ გაგიცრუოთ : ) მგონი საინტერესოც იქნება და სახალისოც, ყველა თქვენგანს ვუსურვებ წარმატებას.

წინასწარ შეგახსენებთ, რომ გაიმარჯვებს ის, ვინც პირველად სწორად უპასუხებს მოცემულ დავალებას. პასუხების მიღება ხდება კომენტარების სახით.

b62b6b913987
რაც შეეხება პრიზს, როგორც იცით ჩვენი სპონსორი გახლავთ სვუპი.. იგივე swoop.ge, იგი ქართველ მომხმარებელს ახალ და საინტერესო სერვისს სთავაზობს.. მომხმარებლებს წარმოუდგენელი ფასდაკლებით შეუძლიათ შემოთავაზებული პროდუქტებისა და მომსახურების ყიდვა. დღევანდელი გათამაშებისთვის სწორედ სვუპმა დააწესა პრიზი: ეს გახლავთ 13.5 ლარის ლარის ღირებულების მენიუ პოტატო სტოპში, მაგრამ თქვენ 2 ვაუჩერს მიიღებთ, ანუ ჯამში შეძლებთ 27 ლარის მომსახურების მიღებას.
ერთი ვაუჩერის მენიუს შემადგენლობაში შედის:
საშუალო კარტოფილი
2-2 კარტოფილის ჩხირი, კარტოფილის ბურთულა, ყველის ნაგეტსი, ხახვის რგოლი, თევზის ჩხირი, ქათმის ჩხირი
სოუსი
პეპსი
მოკლედ 2 ადამიანი ისიამოვნებთ : )

არ დაგავიწყდეთ, რომ როცა გამარჯვებულს გამოვაცხადებთ, და ეს თქვენ იქნებით.. უნდა მოგვწეროთ სახელი და გვარი, ამასთანავე იმეილიც!

საკონკურსო დავალებები:

1)
ბებიაჩემთან ერთი ასეთი უცნაური ამბავია დაკავშირებული. იგი პირველი ას წელს მიღწეული ადამიანი იყო ოჯახში. დაიბადა 1851 წელს, შეერთებულ შტატებში პირველი ბავშვი იყო,რომელიც 1851–ში დაიბადა. (ანუ ახალ წელს გაჩნდა) მაგრამ გარდაიცვალა 1950 წელს, 100 წლის იუბილემდე 1 დღით ადრე. მისი სიკვდილის მიზეზი სულაც არ იყო უცნაური, ათასობით ადამიანი იღუპებოდა ამ მიზეზით იმ წელსაც და შემდგომ წლებშიც.
მაგრამ ბებიას სიკვდილი მაინც განსაკუთრებული იყო, რადგანაც უკანასკნელი ადამიანი გახლდათ შეერთებულ შტატებში, რომელსაც გარდაცვალების მიზეზად ჩაუწერეს X.

რა იყო გარდაცვალების მიზეზი, ანუ X?

2) 6cf6d8feac96

დაითვალეთ, რამდენი სამკუთხედია სურათზე გამოსახული

ორივე დავალებას სწორად უნდა უპასუხოთ გასამარჯვებლად

უკვე გამოვლინდა გამარჯვებული, Irakli Abjandadze-ს ვულოცავ. (შეგეხმიანები პიემში)
სწორი პასუხი იყო 1) სიბერე 2) 35.

მეორე პასუხის ახსნა შეგიძლიათ იხილოთ ამ სურათზე

c8d62431aa3d

უცნაურის კონკურსები ხუთშაბათამდე გემშვიდობებათ..

მსგავსი ამბები

Back to top button