ახალი ამბებიგასართობი

ქეითმა და უილიამმა პინგვინი იშვილეს

93007b722562
ქეითი და უილიამი მშობლები გახდებიან. მათი პატარა ბუკინჰემის სასახლეში არ იცხოვრებს. ამის მიზეზი მარტივია – ის პინგვინია. პინგვინის შვილად აყვანა წყვილს მოსახლეობამ გამოკითხვის შედეგების მიხედვით ურჩია. გამოკითხვა ქალაქ ჩესტერის ზოოპარკის საიტზე ჩატარდა.

როგორც ცნობილია, ქეითმა და უილიამმა საქორწინო საჩუქრების მიღებაზე უარი განაცხადეს, მაგრამ სამეფო წყვილს საჩუქრად პატარა პინგვინის მიღება მაინც მოუწევს. საჩუქრის შესარჩევად, ქალაქ ჩესტერის ზოოპარკის საიტზე მოსახლეობამ ამა თუ იმ ცხოველს მისცა ხმა. გამოკითხვაში პატარა პინგვინმა გაიმარჯვა.

0c4353b6b4a9

პინგვინის სასარგებლოდ ხმა მომხმარებლების 20%-მა მისცა. მეორე ადგილზე ჟირაფი გავიდა. მესამეზე კი აფთარი.

კემბრიჯის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ საჩუქარი უკვე მიიღო. მათ ზოოპარკის საიტზე შესაბამისი ფორმა შეავსეს. ახლა პატარა პინგვინს სამეფო წყვილი მეურვეობს.

წყარო : ambebi.ge

LuKa Floyd

Born As FCB fan !

მსგავსი ამბები

Back to top button