გართობაკულტურა

გერმანელმა დალაქმა წვერ-ულვაშის მსოფლიო ჩემპიონატი მესამედ მოიგო

6a9b0725b97c

გერმანელმა დალაქმა ელმარ ვაისერმა, წვერ-ულვაშის მსოფლიო ჩემპიონატში გაიმარჯვა, რომელიც ნორვეგიის ქალაქ ტრონჰეიმში გაიმართა. 47 წლის გერმანელმა 160 მოწინააღმდეგეს აჯობა – მან საკუთარი წვერისგან ცხენ-ირემის ფიგურა შექმნა.

ვაისერმა კონკურსი უკვე მესამედ მოიგო: 2005 წელს მან საკუთარ წვერს ბერლინის ბრანდერბურგის კარიბჭის ფორმა მისცა, 2007 წელს – ლონდონის ტაუერის ხიდის.

ეს უჩვეულო კონკურსი წელიწადში ორჯერ ტარდება, ვაისერი მასში 2009 წელს არ მონაწილობდა.

კონკურსის მონაწილეები 14 სხვადასხვა კატეგორიაში ეჯიბრებიან ერთმანეთს, მათ შორისაა – საუკეთესო დაუვარცხნელი წვერი, საუკეთესო დაუვარცხნელი წვერი დავარცხნილი ულვაშით, საუკეთესო თავისუფალი სტილის წვერი, საუკეთესო ულვაშები სალვადორ დალის სტილში და ა.შ.

წყარო : ambebi.ge

LuKa Floyd

Born As FCB fan !

მსგავსი ამბები

Back to top button