უცნაური

თოვლის კაცი ანუ იეტი

38e7aaa30046
გსმენიათ რამე თოვლის კაცის შესახებ?
ბევრი ამტკიცებს, რომ თოვლის კაცი არსებობს, ამბობენ, რომ მათ ნახეს დიდი ნაკვალევი. ახასიათებენ დიდი ბანჯგვლიან არსებად. ასევე ნანახი არის უცნაური ძვლები და კბილები, რომლებიც ცხოველებს არ მიეკუთვნება.

ტიბეტის მთიანეთში ბუსიტებს სწამთ რომ იეტი  ნამდვილად არსებობს: იგი მაღალ მთებში ცხოვრობს, არავის ენახება, მაგრამ გაჭირვებულს თუ ნახავს ვინმეს, აუცილებლად დაეხმარება. იგი მათთვის წმინდა არსებაა და მგონი სხეულის რაღაც ნაწილსაც კი ინახავენ ტაძარში და ამტკიცებენ რომ იეტს ეკუთვნის.

94af063ae07d

კაროლინის შტატის მცხოვრებმა კამერით შეძლო გადაეღო, თუ როგორ გადარბოდა გზას იეტი. მიუხედავად მისი დაბალი ხარისხისა, ეს ვიდეორგოლი აჩვენა ამერიკის ყველა წამყვანმა ტელეარხმა. ფირის ხანგძლივობა რამდენიმე წამია. ის გადაღებულია მაშინ, როცა ტომას ბაიერზი მიდიოდა რეზერფორდის ტრასაზე. უეცრად მან შენიშნა 2 მეტრის სიმაღლის თოვლის კაცი, რომელმაც ქუჩა გადაირბინა და ტყეში მიიმალა. ბაიერზმა შესძლო გადაეღო იგი ვიდეოზე. ჩანაწერში ისმის, როგორ ღმუის არსება ტომას. თვითმხილველი ამტკიცებს, რომ ამ ადგილებში წინათაც შეხვედრიან თოვლის ადამიანებს. ამ დროისათვის არ არის სპეციალისტების საბოლოო დასკვნა, თუ რა იყო ეს სინამდვილეში.

Back to top button