გასართობისაკითხავი

უცნაური პროფესიები


უჩვეულო, სასაცილო და უცნაური პროფესიები.

სურვილების შემსრულებელი ფირმა ჩიკაგოში მდებარეობს. მენეჯერები კლიენტს ნებისმიერი სირთულის სურვილის შესრულებას ჰპირდებიან. ფასი 150 ათასი დოლარიდან იწყება.

ევროპის ზოგიერთ VIP გოლფ-კლუბში ბურთების შემგროვებლის ვაკანსიაც არსებობს. აქვე მუშაობენ ადამიანები, რომლებსაც გოლფის ჯოხების დამუშავება ევალებათ სპეციალური სითხით.

იტალიის ერთ-ერთ კერძო საკონდიტროში მუშაობს ადამიანი, რომელსაც კვერცხის სპეციალურ მანქანაში მოთავსება ევალება, რომელიც ცილასა და გულს ერთმანეთისგან აცილებს.

არსებობს კიდევ ერთი მსგავსი პროფესია, რომელსაც “კვერცხების მყნოსველს” უწოდებენ. მასაც იტალიის საკონდიტროებში შეხვდებით. იგი გატეხილ კვერცხებს ამოწმებს, რომ გაფუჭებული საკონდიტრო ნაწარმში არ გამოიყენონ.

ევროპის ავეჯის მაღაზიებში კლიენტებს შესაძლებლობა აქვთ, მოწონებულ საწოლზე წამოწვნენ. დაჭმუჭნულ თეთრეულსა და ბალიშებზე ნაკეცებს სპეციალური თანამშრომელი ასწორებს.

“სააღდგომო ბაჭია” ჰქვია საკონდიტროს თანამშრომელს, რომელიც წინა სააღდგომო დღეებში კურდღლის ფორმაში გამოწყობილი, საკონდიტროს წინ ცეკვავს მყიდველების ყურადღების მისაქცევად, ბავშვებს კი სათამაშო კვერცხებს ურიგებს.

ყველაზე სასიამოვნო საქმე კუნძულ ჰამილტონის სასტუმროს ერთ-ერთ თანამშრომელს აქვს, რომელსაც დამსვენებელთა სანაპიროზე დარჩენილი ნივთების შეგროვება ევალება.

თუ გინდა ყოველდღიურად აკვაპარკში უფასოდ გაერთო, მაშინ ეს პროფესია შენთვისაა. ევროპის ყველაზე დიდ აკვაპარკს ყავს თანამშრომელი, რომელიც აუზში წყლის მილებით ჩამოსრიალების უსაფრთხოებას აკონტროლებს.

ასეთივე სასიამოვნო, მაგრამ ცოტათი საშიში პროფესია აქვს ღვინის დეგუსტატორსა და საკონდიტრო ფაბრიკის თანამშრომელს, რომელსაც ყოველდღიურად ახალ-ახალი კამფეტების დაგემოვნება უწევს. ნეტა ვაკანსია თუ აქვთ

The End…

თეგები

The Bero™

მაგარი ვარ რააა ; P

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close