გართობაუცნაური

ფსიქოლოგიური ტესტი

tumblr memd2caHEN1r3wk1zo3 500
ყურადღებით წაიკითხეთ კითხვები და პირველივე პასუხი რაც თავში მოგივათ,მოინიშნეთ ფურცელზე.მთავარია დაწეროთ ყველაფერი გულახდილად,არ მოატყუოთ საკუთარი თავი.

1) მიდიხართ ტყეში.ვინ წარმოგიდგენიათ თქვენს გვერდით?
(დაასახელეთ კონკრეტული პიროვნება,ანუ ვისაც იცნობთ)
2) ღრმად შედიხართ ტყეში და ხედავთ ცხოველს.რომელია ეს ცხოველი?
3) რა მოხდა თქვენსა და ამ ცხოველს შორის?
4) გაივლით ტყეს და გადიხართ მინდორში.ხედავთ თქვენი ოცნების სახლს.როგორია ეს სახლი?
5) აქვს თუ არა ამ სახლს ჭიშკარი?თუ აქვს, რა ზომის?
6) შეხვალთ ამ სახლში.გახვალთ სამზარეულოში.ოთახის შუაში მაგიდა დგას.ირგვლივ რახდება?მაგიდაზე თუ დევს რამე?
7) სახლიდან გადიხართ უკანა კარით.ბრუნდებით მინდორში და ბალახებში ხედავთ ჩაის ჭიქას.როგორია ეს ჭიქა, რისგანაა დამზადებული?
8) გადიხართ ბაღში, სადაც წყალსაცავია.როგორ იქცევით, როგორ გაივლით ამ
წყალსაცავს?

პასუხები იხილეთ პოსტის ბოლოს

tumblr mec5llOTnE1rttzdwo1 500

tumblr mf8je6BcGP1rcv7y4o1 1280

tumblr memd2caHEN1r3wk1zo3 500

tumblr m79s19Y3wv1qb65nso1 500

 

1) ეს არის ადამიანი, ვისაც 100%ით ენდობით.მასთან ერთად ბიზნესის წამოწყებაც შეგიძლიათ.

2) ცხოველის ზომა თქვენი მატერიალური პრობლემების ზომის ანალოგიურია.

3) როგორც ხვდებით ამ ცხოველს, ისე ხვდებით ცხოვრებისეულ პრობლემებს.

4) პარატა სახლი მიგვანიშნებს, რომ პრობლემების მოსაგვარებლად არ იბრძვით.დიდი სახლი კი სიმდიდრისკენ სწრაფვას ნიშნავს.

5) ჭიშკრის არარსებობა თქვენს უბრალოებას მიუთითებს.მოგწონთ ახალი მეგობრების შეძენა.თუ სახლი დიდია, ესე იგი ჩაკეტილი ადამიანი ხართ და პრობლემები გაწუხებთ.

6) თუ პასუხში საკვები ან ყვავილები მოიხსენიეთ, ფულის შოვნის სწორ გზას ადგახართ.თუ არ მოიხსენიეთ არც ერთი, ესე იგი სამუშაოს ძებნისას მხოლოდ ანაზღაურება გაინტერესებთ და მნიშვნელობა არ აქვს თქვენთვის, რა ვალდებულებას გაკისრებენ.

7) ჭიქის შემადგენლობა გამოხატავს თქვენს ურთიერთდამოკიდებულებას პირველ კითხვაში ხსენებულ ადამიანთან.რამდენადაც მყარი ნივთიერებისგანაა დამზადებული თქვენს მიერ დანახული ჭიქა, იმდენად გამძლეა და ღირებული თქვენი და ამ ადამიანის ურთიერთობა.

8) იმის მიხედვით, თუ რამდენად დასველდებით წყალსაცავის გავლისას, განისაზღვრება თქვენი ფულისადმი დამოკიდებულება.თქვენი ქცევა ზუსტად გამოხატავს იმას, თუ რამდენად მზად ხართ ფულის გამოსამუშავებლად…

 

წყარო :  http://anegdotebi.mcvane.ge

WeirdKid

sdjfdjfhsj

მსგავსი ამბები

Back to top button