გასართობისაკითხავისასარგებლო

მითები: მზეზე, მთვარეზე და დედამიწაზე

31z63

ათასეულობით წლების წინ, დედამიწის, მზისა და მთვარის შესახებ ადამიანებს არ ჰქონდათ ისეთი ჩამოყალიბებული და დამტკიცებული მოსაზრებები როგორც დღეს. სხვადასხვა ქვეყნების მოსახლეებს მათზე კონკრეტული მოსაზრება გააჩნდათ.
პოსტშიც სწორედ ამაზე გვექნება საუბარი.
ძველი ხალხების მოსაზრებები და მათი მითები: მზეზე, მთვარეზე და დედამიწაზე.

sn0wn

მზე მასზე დღეს ყველას აქვს საკმარისი ინფორმაცია. ყველამმ იცის, რომ ის ერთ-ერთი ვარსკვლავთაგანნია, რაოდენ მნიშნველოვანია დედამიწისთვის და ისიც ყველას ესმის რომ ოდესღაც როგორც სხვა ვარსკლავები ისიც გამოემსვიდობება სიცოცხლეს. თუმცა როგორ ზევით ავღნიშნე ძველი მსოფლიოს მითებში ძალიან საინტერესო ამბები აღმოვაჩინე.

3w2f7

დაღესტნელები მათ მზეზე საკმაოდ რომანტიკული ისტორია ჰქონდათ შეთხზული. ისინი მზესა და მთვარეს ერტმანეთთან აკავშირებდნენ და შემდეგნაირი წარმოდგენა ჰქონდათ მათზე: ”მზე და მთვარე ერთმანეთზე შეყვარებული ქალ-ვაჟია, რომლებსაც შეხვედრა ვერა და ვერ მოუხერხებიათ.”

ინდური მითოლოგიის თანახმად, ინდოეთის ორი სამეფო დინასტიიდან, ერთიუი მზის დინასტიაა. ზოგიერთი ინდოოელი რაჯა, დღესაც კი მზის დინასტიის წარმომადგენლად მიიჩნევს თავს.

ეგვიპტელებს სჯეროდათ, რომ ყოველ დილით მზის ღმერთი რა ოქროს ამოცურდება ცის კაბადონზე, საღამოს კი მიწისქვეშა სამეფოში ჩადის და ცაზე მთვარის ღმერთს თოტს აგზავნის. რა მთელი ღამე მიწისქვეშეთის მდინარეებზე დაცურავს, რათა დილით ისევ ჩვეულ ადგილას გამოჩნდეს.

კორეელები მზის მთვარისა და ვარსკვლავების წარმოპშობის ისტორიებს ერთმანეთს უკავშირებენ. აი რას ჰყვებიან ისინი: ” იყო სამი და – ჰესუნი, თალსუნი და პელსუნი. ერთხელ, როცა ისინი ტყის პირას სეირნობდნენ, ტყიდან ვეფხვი გამოვარდა და გოგონებს დაედევნა. გოგონები გაიქცნენ და ცაზე აძვნენ. ჰესუნი – მზედ იქცა, თალსუნი – მთვარედ, პელსუნი კი ვარსკლავებად.

ავსტრალიური მითის მიხედვით, მზე თავიდან პატარა გოგონა იყო. ერთხელ იგი როგორღაც ცაზე აღმოჩნდა და მზედ იქცა. თავდაპირველად ვარსკკვლავებიც გოგონები ყოფილან. ჯიუტი ბავშვები თურმე მშობლებს არ უჯერებდნენ. ამიტომ ისინი ქვებად აქციეს და ცაში აისროლეს, სადაც ვარსკვლავებად იქცნენ.

ქართველების დამოკიდებულება მზეზე კიკი, კარგად ჩანს ხალხური ლექსიდან:
მზე დედაა ჩემი,
მთვარე __ მამა ჩემი, ეს წვრილ-წვრილი ვარსკვლლავები,
და და ძმაა ჩემი.

გარდა ამისა მზე, მთვარე და ვარსკვლავები სიზმარას ზღაპარშიც გვხვდება. ზუსტად არ მახსოვს სიტყვები რისთვისაც ბოდიშს ვიხდი.

მთვარე თანამედროვე სამყაროში ყველას ესმის რომ ის დედამიწის თანამგზავრია. ის უვლის დედამიწას გარშემო, რომ ის არეგურირებს წყლის დონეს დედამიწაზე და ა.შ. თუმცა მთვარეზე ისევე როგორც მზეზე, ანტიკურ სამყაროში სულ სხვანაირი წარმოდგენა ჰქონდათ.

hiw62

კავკასიელი მთიელების რწმენით, ცაზე ცხოვრობდა დრაკონი, რომელიც დროდადრო მთვარეს იტაცებდა.სინამდვილეში კი ამ დროს ხდებოდა მთვარის დაბნელება. ხალხი კი დრაკონის დასაფრთხობბად ცაში თოფს ისროდა.

ქართველებს სჯეროდათ, რომ ზოგჯერ ღამის მნათობს, გველეშაპი ყლაპავს და სსწპრედ ამ დროს გდება მთვარის დაბნელება. ეს დიდხანს არ გრძელდება. ამ გველეშაპმა ოდესღაც ამირანი ჩაყლაპა, მაგრამ გმირმა ოქროს დანით ფერდი გაუფატრა და გამოვიდა. სწორედ ამ პირშეუკრავი იარიდან გამოდის ხოლმე მთვარეც სდა შეუფერხებლად განაგრძობს თავის გზას ცაზე.

მთვარის შუქ-ჩრდილებზე ქართველებს ცალკე მითიც კი გაგვაჩნია: მერთხელ შვილის ანცობით თავგაბეზრებულმა დედამ, ცომიანი ურჩ ბავშვს სახეში სტკიცა. ასე გაჩნდა მთვარეზე ლაქები.

ინდური მითოლოგიით კი მეორე დინასტია მთვარეს ეკუთვნოდა, რომელსაც ეპიკური და პურანული თქმულებების უმეტესობა მიეკუთვნებოდა. ამ დინასტიის წინაპარი მთვარის ღმერთი სომა ან ჩანდა იყო. აქიდან წარმოოდგება დინასტიის სახელიც.

აფრიკელების წარმოდგენით მთვარე და ვარსკვლავები ასე გაჩნდნენ: ერთ სოფელში ცხოვრობდა მონადირე, რომელსაც ქალიშვილი ჰყავდა. ერთხელ მონადირე სანადიროდ წავიდა. შვილმა მამას კოცონთან დაუწყო ლოდინი. დაღამდა. გოგონას ძილი მოერია და ვერ შეამჩნია, როგორ წაეკიდა ცეცხლი მამის ქოშებს, იქვე კოცონთან რომ ეწყო. ცალი სულ დაიწვა, მეორისგან კი ნაგლეჯიღა დარჩა.
შინ დაბრუნებული მონადირე საშინლად განრისხდა და ქოშების ნარჩენები ცაში აისროლა, ნაგლეჯებისგან მთვარე გაჩნდა, ფერფლისგან კი ვარსკვლავები.

დედამიწა ჩვენი საყვარელი საცხოვრებელი. უწინ ალბათ ვერც კი წარმოიდგენდნენ რომმ მას ოდესმე შეიძლებოდა დასტყდომოდა თავს გლ0ობალური დათვბობა, ბირთვული კატასტროფა თუ სხვა მსგავსი საშიშროება. ვერ წარმოიდგენდნე რომ მას სფერული ფორმა ჰქონდა, გააჩნდა ბირთვი და მანტია… მათ დედამიწაზე სრულიად სხვანაირი შეხედულება ჰქონდათ. არ იცოდნენ რა ეწერა ბიბლიაში მათზე… და ა.შ.

0oclo

ძველი ბერძნები ფიქრობდნენ, რომ დედამიწას ბრტყელი, ოდნავ ამობურცული ფარის ფორმა აქვს. მას გარს უვლის ფართო ”მდინარე” _ ოკეანე, ცა კი თაღია, რომელიც მხრებით უჭირავს ღმერთების მიერ დასჯილ ტიტანს- ატლანტს. რათა იგი დედამიწაზე არ ჩამოავარდეს. დედამიწის შუაგულში აღმართულია ოლიმპის მთა, რომელზეც უკვდავი ღმერთები ცხოვრობენ. მათ შეუძლიათ მწვერვალიდან თვალი გადაავლონ მთელ საბერძნეთს, მცირე აზიის ნაპირებს, ეგვიპტის ველს, ცალთვალა გოლიათებით დასახლებულ სიცილიის მთებს და ქვეყნიერების დასასრულს მდგარ ჰერკულესის სვეტებს.

ინდოელებს სჯეროდათ, რომ დედამიწა ვეებერთელა საპალნეა, რომელიც უზარმაზარ სპილოს აქვს ზურგზე აკიდებული. სპილო, თავის მხრივ, კუს ბაკანზე დგას, ხოლო თავად კუ სპილოს რძის უკიდეგანო ზღვაში დაცურავს.

ეგვიპტის უძველეს მკვიდრთა წარმოდგენით, დედამიწა ღმერთია. მის სხეულზე იზრდება ხეები, ბალაზი, ყველანაირი მცენარეულობა. ცა ქალღმერთია, რომელიც დედამიწაზე დახრიულა. ვარსკვლავები მის კაბაზე დაბნეული ძვირფასი ქვებია.

სკანდინავიელთა მითების მიხედვით, დედამიწა ბადროს წააგავს. ხმელეთს ირგვლივ ოკეანე აკრავს. თავის დროზე ღმერთებმა ოკეანის ნაპირებზე მდებარე მიწები გოლიათებს მისცეს. ხმელეთის დანარჩენ ნაწილს კი მათგან დასაცავად მაღალი კედელი შემოავლეს. ამ თავისებურ ციხესიმაგრეს მიდგარდი უწოდეს. კედელი გოლიათი იმირის წამწამებისგან ააგეს.

P.S ჩემი პირველი პოსტი! :$

მსგავსი ამბები

Back to top button