გართობა

უბრალოდ პიტერ ბრეიგელი

a9f447cbcdbb
ნიდერლანდური ფერწერის ერთ-ერთი ყველაზე შინაარსიანი პერიოდი დაკავშირებულია პიტერ ბრეიგელის სახელთან..

c8ee62263fb2

პიტერ ბრეიგელი
(დაახლოებით 1525-1569წწ.)
ნიდერლანდელი ფერმწერი და გრაფიკოსი

XVI საუკუნის ნიდერლანდური მხატვრობა

ნიდერლანდური მხატვრობის აღზევების ხანა იწყება XVI საუკუნეში. ამავე საუკუნის მეორე ნახევარში მწვავდება ურთიერთობები ნიდერლანდების პროვინციებსა და ფეოდალურ ესპანეთს შორის, რომელიც XV საუკუნის ბოლოდან ბატონობდა ნიდერლანდებზე. ანტიფეოდალური მოძრაობა ნიდერლანდებში ხან კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ იყო მიმართული, ხან კიდევ ნაციონალური თავისუფლებისათვის ბრძოლის ფორმას იღებდა ტირანული ესპანეთის წინააღმდეგ. ბრძოლა დამთავრდა ნიდერლანდების რევოლუციით. სწორედ ამ დიდი სირთულეების ფონზე განვითარდა ნიდერლანდური ფერწერა.
რევოლუციამ თავისთავად მოიტანა ახლის დაბადება და ძველის დავიწყება. ადამიანი და მის ირგვლივ გარემო, იძენს კონკრეტულობას. მეორე მხრიდან მხატვრები ეწაფებიან იტალიური აღორძინების ხელოვნებას. XVI საუკუნის შუა ხანებში არა მარტო იცვლება რელიგიური ფერწერის ხასიათი, არამედ მტკიცდება თემები, რომლებიც არიან მიძღვნილი ხალხური მასების ცხოვრებისადმი. ვითარდება ყოფა-ცხოვრების ჟანრი, პეიზაჟის თემა, ინდივიდუალური და ჯგუფური პორტრეტები. სწორედ ამ ეპოქის ერთ-ერთი ბრწყინვალე წარმომადგენელი, რომლის შემოქმედებაშიც ყველაზე მძაფრად და მკაფიოდ იგრძნობა იმ დროის ნიდერლანდური სამყაროს ყოფა, გახლდათ პიტერ ბრეიგელი უფროსი.

8308756c19c4

4bca808e80ec

თუ ღმერთი არ აშენებს ქალაქს,ამაოდ ირჯებიან მუშაკნი…
თუ ღმერთი არ იცავს ქალაქს ამაოდ ფხიზლობს გუშაგი.
შეფეთქილ საფლავებს ჰგევხართ რომლებიც, გარედან მშვენიერნი ჩანან
ხოლო,შიგნიდან სავსენი არიან მკვდრების ძვლებითა და ყოველგვარი უწმინდურებით!!!
მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობთ..ბაგით მცემთ თაყვანს,თქვენი გული
კი შორს არის ჩემგან.
მოგწონთ მოედნებზე მისალმებანი, რომ გიწოდებენ რაბი-მოძღვარო…
ცათა სასუფეველს კეტავთ კაცთა წინაშე რადგან,არც თქვენ შედიხართ და არც შემავალთ უშვებთ შიგნით!!!
მკვდრები ხართ და მკვდართა დამმარხავი!
ბრმები ხართ და ბრმათა წინამძღოლი!
მართალთა და თქვენგან გამოგზავნილო მკვლელებო…!
აჰა…გრჩებათ თქვენი სახლი ოხრად…
შენ კი ჩემო ხალხო ,გაიქეცი ბაბილონიდან……..

f3b7a3e6dbf9

ec4f8d8fae53

773b198c93ea

მსგავსი ამბები

Back to top button