კულტურა

აშშ-ის არმიის ულტრათანამედროვე ეკიპირება!!!

4844bb47cbf9

1.ახალზელანდიური კომპანია Martin Aircraft Company იმედოვნებს, რომ აშშ-ის არმიის შეიარაღებაში მის შექმნილ პერსონალურ საფრენ აპარატს სულ მალე მიიღებენ. ამ კომპანიის ინჟინრები საფრენ აპარატ Jetpack-ზე თითქმის 30 წელია მუშაობენ. აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალური სამმართველო ამ აპარატით, რომელიც ბენზინის ძრავითა და ორი პროპელერით არის აღჭურვილი, ბოლო წლებია დაინტერესდა, შარშანწინ კი მას სერტიფიკატიც მიანიჭა. სამხედროები Jetpack-ს ტვირთის გადასატან, უპილოტო საფრენ აპარატად გამოიყენებენ. “მფრინავ ზურგჩანთას” 3 კმ სიმაღლეზე აფრენა და 100 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია. თეორიულად, აპარატი რთული რელიეფის ბრძოლის ველიდან ევაკუაციისთვისაც გამოდგება.

f041d68c46f3

2. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს პერსპექტიული კვლევების სამმართველომ DARPA-მ სპეციალურ პროგრამაზე მუშაობა დაიწყო, რომლის მიზანი ისეთი მოწყობილობის შექმნაა, რომელიც ჯარისკაცებს შიშისა და დაღლილობის შეგრძნებას გაუქრობს. უახლესი ტექნოლოგიური საშუალება, რომელიც ჯარისკაცის ჩაფხუტში დამონტაჟდება, მებრძოლის ტვინის ფუნქციას დაარეგულირებს – აამაღლებს აქტივობას, მოხსნის სტრესსა და ტკივილის შეგრძნებას. ჯარისკაცთა გუნება-განწყობაზე ზემოქმედებისთვის ამერიკელი მეცნიერები ულტრაბგერითი იმპულსური სტიმულაციის გამოყენებას აპირებენ. აღნიშნული მეთოდი ქირურგიულ ჩარევას და ტვინში იმპლანტანტის გაკეთებას არ ითვალისწინებს. მოწყობილობა ჯარისკაცებს საშუალებას მისცემს, სწრაფად შეძლონ მოდუნება და დასვენება და სწრაფადვე მოიკრიბონ ყურადღება და მოვიდნენ საბრძოლო მზადყოფნაში, რაც ჩვეულებრივ პირობებში მხოლოდ რჩეულებს შეუძლიათ. სკეპტიკოსები სიახლეს სიფრთხილით ეკიდებიან და შიშობენ, რომ “ულტრაბგერითი” ჩაფხუტებით აღჭურვილი სამხედრო შენაერთი, რომლის გუნება-განწყობის სტიმულაცია უნისონში, დისტანციურად ხდება, ზომბების არმიას დაემსგავსება. ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან სამხედროები, რომელთა თქმით, სწორედ ერთიანი ემოციით, ენერგიითა და შემართებით მებრძოლი ჯარისკაცებისგან შემდგარი ჯარია საუკეთესო და წარმატებული.

წყარო:ambebi.ge

მსგავსი ამბები

Back to top button