საკითხავისასარგებლო

ნარკოტიკული ნივთიერებები


თავის ტვინის ერთერთი მედიატორი სეროტონინი რომელიც გავლენას ახდენს  ყურადღების, განწყობისა და  ემოციების ფორმირებაზე. სეროტონის სიხარულის, ბედნიერების მედიატორსაც უწოდებენ. ტვინის  ერთ-ერთ სხვა მედიატორს –  დოფამინს სეროტონინის საწინააღმდეგო გავლენა აქვს. ამიტომ ვარაუდობენ, რომ  უმძიმესი დაავადება შიზოფრენია, რომელიც ღრმა დეპრესიით ხასიათდება, შესაძლოა,  სეროტონინის ნაკლებობით ან დოფამინის სიჭარბით იყოს გამოწვეული.
  როგორც  ხედავთ, ტვინის ფუნქციონირებაში გადამწყვეტი როლი მედიატორებს  ენიჭებათ. ამიტომ მათი მოქმედების დარღვევამ, შესაძლოა, ღრმა ცვლილებები გამოიწვიოს ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში.
 აღმოჩნდა, რომ ნარკოტიკული ნივთიერებებიც თავის გავლენას ნეირო-მედიატორებზე ზემოქმედებით ახორციელებე. მაგალითად მარიხუანა,     სეროტონინის რეცეპტორს უკავშირდება და ადამიანი ეიფორიულ მდგომარეობაში გადადის –  მხიარულია, აქვს კმაყოფილებისა და კეთილდღეობის გრძნობა,    ( ხედავს მფრინავ სპილოებს :დ)  რომელიც ობიექტურ რეალობას არ შეესაბამება. ერღვევა მოძრაობის კოორდინაცია. ამ ნარკოტიკის ხანგრძლივად გამოყენება უშვილობას, ტვინის დაზიანებასა და აცთვისებიან გადაგვარებას იწვევს. მარიხუანას მომხმარებელს გზაჯვარედინზე მდგომ ნარკომანს უწოდებენ, რადგან სხვა ნარკოტიკების მომხმარებელთა უმრავლესობა ადრე მარიხუანას ხმარობდა.
ნარკოტიკი კოკაინი        დოფამინის მოქმედებას აძლიერებს. ამიტომ ნარკომანს კოკაინის მიღების შემდეგ მხოლოდ მცირე ხნით ეუფლება ეიფორია, რომელიც შემდეგ ღრმა დეპრესიით დაღლილობით, გამოფიტვისა და განადგურების შეგრძნებით იცვლება.
თავის ტვინში აღმოჩენილია მედიატორები, რომლებიც ტკივილის შეგრძნებას გვითრგუნავს. მათ ენდორფინები უწოდეს.
ნარკოტიკული ნივთიერებები –  ჰეროინი და მორფინი    სწორედ ამ ” ბუნებრივი  ნარკოტიკების” რეცეპტორებს უკავშირდება. ამის შედეგად ნარკომანს უქრება  ტკივილის შეგრძნება და სიმშვიდისა და სიამოვნების განცდა ეუფლება.  მაგრამ ნარკოტიკის მიღებისას ორგანიზმი ” საკუთარ ტკივილგამაყუჩებელს” უკვე ნაკლები რაოდენობით გამოყოფს. ამიტომ ნარკომანი იძულებულია მოდმივად მიიღოს ნარკოტიკი და მასზე დამოკიდებული ხდება, რადგან მის გარეშე თავს ძალზედ ცუდად გრძნობს: აქვს სპაზმური ტკივილები, ჭარბოფლიანობა, კანკალი, გულისრევა, ღებინება. მორფინის მაღალი დოზებით მიღება სიკვდილს იწვევს.

P.S. გთხოვთ აამას ნუ გაიკეთებთ წაამალს :D:)))))))))
say NO to drugs !


drugs are bad . . . :)

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close