არქივი

Deadmau5

2b0e5fd9bf00

Deadmau5- ნამდვილი სახელი ჯოელ ტომას ზიმერმანი. დაიბადა 1981 წლის 5 იანვარს. პროდიუსერი და Dj. წარმოშობით ონტაიოდან (კანადა). ფსევდონიმი მან დაირქვა მაშინ, როდესაც ვიდეოკარტის გამოცვლის დროს, კომპიუტერში მკვდარი თაგვი აღმოაჩინა. მან ეს მეგობრებს შეატყობინა და მას შემდეგ გახდა ცნობილი , როგორც ,, ის ბიჭი მკვდარი თაგვით” (that dead mouse guy). ამის შემდეგ მან შეიმოკლა თავისი ფსევდონიმი ჯერ Dead Mouse, შემდგომ კი Deadmau5.
ის ასევე ცნობილია სახელებით “Halcyon441”’ და “BSOD”.

c1784a3e9203

მისი პირველი რელიზი იყო 2006 წელს, როგორც ხუმრობა. მას დაერქვა ,,This Is The Hook ”. ჩაწერა სტივ დუდთან ერთად. მან აიღო ჰაუსი, ბიტი და დაამატა ციფრირებული ხმა.ის არც კი მოელოდა , რომ ტრეკი გახდებოდა ნომერ 1 , ონლაინ მაღაზიის Beatport-ის ჩარტში. ერთერთი პირველი ტრეკი რომელიც ჩაწერა ჯოელმა, იყო Faxing Berlin. მან ეს ტრეკი Deadmau5-ს ფსევდონიმით შეასრულა. მან ეს ტრეკი გაუგზავნა ბრიტანელ dj-ის კრის ლეიკს, რომელმაც გადასცა ეს ტრეკი პიტ ტონგს,რომელმაც დაუკრა თავის რადიო შოუში «BBC Radio 1». ამის შემდეგ Faxing Berlin გახდა 2007 წლის ერთერთი საუკეთესო ჩანაწერი.

2006-2007 წლებში Deadmau5 აქტიურად პარტნიორობდა კანადელ მომღერალთან მელანი მელოდისთან, რომელიც ცნობილია Mellefresh-ის სახელით. მათ ერთობლივად გამოუშვეს, რამოდენიმე სინგლი Afterhours“,. “Whispers“, “Sex Slave“, “Cocktail Queen”. ცოტა მოგვიანებით კი “Something Inside Me” და “Hey Baby“.

be6834984837

2008 წელი

ჯოელი პარტნიორობს ,,Kaskade”-ეს ვოკალისტ ჰელეითან. რის შემდეგ ის უშვებს 2 ჰიტს ,,Move For Me” და ,,I Remember.”
15 ოქტომბერს იქნა გამოშვებული პირველი სტუდიური ალბომი , სახელწოდებით ,,Random Album Title”.

2009 წელი

22 სექტემბერს გამოვიდა მეორე ალბომი ,,For Lack Of A Better Name.”
Deadmau5 მიიწვიეს Sensation White-ზე სანკტ-პეტერბურგში. მაგრამ მან ვერ შეძლო ჩასვლა ყურის ტკივილის გამო, ლონდონში გამოსვლის შემდეგ.
იანვრის ბოლოს გადაიღო პირველი კლიპი ტრეკზე Move For Me (feat. Kaskade) ასევე ამა წლის დასაწყისში ნომინირებული იყო გრემიზე საუკეთესო მიქსი.(Morgan Page feat. Lissie – The Longest Road (deadmau5 Remix) ) მაგრამ მან ეს ჯილდო ვერ მიიღო. ზაფხულის ბოლოს გადაიღო მეორე კლიპი ტრეკზე I Remember. შემდეგ კი Ghost n Stuff . 23 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ბოლომდე მიმდინარეობდა მისი ტურნე (კანადა > აშშ > დიდი ბრიტანეთი > ავსტრალია > მექსიკა > პანამა. )

2010 წელი

18 თებერვალს Deadmau5 უკრავდა ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადის გახსნაზე, თავის მშობლიურ ქვეყანაში. 23 მარტს გაიმარჯვა 3 ნომინაციაში IDMA და Miami , WMC, როგორც Best Electro track, Best Solo artist, Best American DJ.

d62753f5f25e

როგორ გაჩნდა “mau5head”ის ტარების იდეა.

ჯოელმა გადაწყვიტა მისი ლეიბლისთვის შეექმნა ლოგო ,, დიდი ყურებიანი თაგვის თავი”. ერთხელ მისმა მეგობარმა გადაწყვიტა ფოტოშოპით გართულიყო. მან ლოგოს ესკიზი დაადო თავზე ჯოელს და ფოტო ანახა, უბრალოდ გასართობად და დასაცინად. ამის შემდეგ Deadmau5-მა გადაწყვიტა შეექმნა სწორედ ეს “mau5head”

3c8776a135a9

შემოქმედება.

კოლექტივი : BSOD , WTF?

ჟანრი: პროგრესივ-ჰაუსი, ჰაუსი, ტრანსი, ნეო-ტრანსი და დაბსტეპი

დისკოგრაფია: Random Album Title (2008) For Lack of a Better Name (2009) 4×4=12 (2010)

P.S ძალიან გთხოვთ ერთმანეთს ნუ დაჭამთ არა ეს ჯობია, არა ისო. აქ მხოლოდ Deadmau5-ზეა ინფო და სხვას ნუ შეადარებთ :))))

Deadmau5 feat. Rob Swire – Ghosts N Stuff by joey-ebey

მსგავსი ამბები

Back to top button