პარასკევი 13
ამ პოსტში მინდა გაგაცნოთ რამოდენიმე საინტერესო ფაქტი პარასკევი 13-ის შესახებ
ამ დღეს მომხდარი კატასტროფები:
• 1951 წლის 13 ივლისს დიდმა წყალდიდობამ იმსხვერპლა 24 ადამიანი და კანსასის შტატს 760 მილიონი დოლარის ექვივალენტური ზარალი მიაყენა.
• 1964 წლის 13 მარტს ამერიკაში მოხდა უდიდესი მიწისძვრა ჩრ. ამერიკის ისტორიაში, მანდ იმსხვერპლა 131 ადამიანი პრინც უილიამ საუნდთან. (ალასკა)
• 1992 წლის 13 მარტს თურქეთში მოხდა მიწისძვრა თურქეთში. მან იმსხვერპლა 2000 ადამიანი და 50 000 უსახლკაროდ დატოვა.
რამოდენიმე უიღბლო ადამიანი, რომელიც 13 პარასკევს “ემსხვერპლა”
• თუფაქს ესროლეს და მოკლეს ლას ვეგასში.
• ალ კაპონე დაიჭირეს და ჩასვეს ციხეში .
• გარდაიცვალა ბენი გუდმანი.
• გარდაიცვალა ჰიუბერტ ჰამფრი, ა.შ.შ-ს 38-ე ვიცე-პრეზიდენტი.
ეს კი არის რამოდენიმე ზოგადი ფაქტი ამ დღის შესასხებ:
• ფორმულა 1-ის რბოლებისას არცერთ მანქანას არ აქვს ნომერი 13. რიცხვი ამოიღეს ხმარებიდან მას შემდეგ, რაც გარდაიცვალა 2 მრბოლელი. (ორივეს მანქანა 13 ნომერი იყო)
• კილერ ჩარლზ მენსონის, სადამ ჰუსეინის, ჯეფრი დემერის, ჯონ უეინ გასის, თეოდორ ბანდისა და ჯეკ მფატრავის სახელები 13 ასოსგან შედგება. (ინგლისურში)
• სან ფრანცისკოში არ არის 13 გამზირი (Avenue), სამაგიეროდ მე-14 და მე-12 გამზირებს შორის არის ფანსტონის ავენიუ.
• პარასკევი 13-ის შიში ყველაზე გავრცელებული ცრუმორწმუნეობაა ევროპაში.
• პარასკვეი 13-ის შიშს მეცნიერულად ჰქვია friggatriskaidekaphobia. (Frigga არის სახელი ნორდიკული მითოლოგიიდან ერთ-ერთი ქალღმერთისა., რომლის საპატივცემულოდან პარასკევს პარასკევი ქვია, ხოლო triskaidekaphobia ნიშნავს რიცხვ 13-ის შიშს.) ან სხვაგვარად Paraskevidekatriaphobia ან Triskaidekaphobia.
• ფიდელ კასტრო დაიბადა 13 აგვისტოს, 1926 წელს.
• ყოველ 13 პარასკევს დაახლოებით 750 მილიონ დოლარს ” კარგავს ” მსოფლიო ეკონომიკა, რადგან ამ დღეს ბევრია ისეთი, რომელიც არ მგზავრობს, არ გამოდის სახლიდან, არ მუშაობს და ა.ს.შ
• ყოველი თვე, რომელშიც არის 13 პარასკევი, იწყება კვირით.
მომავალ წლებში რიცხვი 13 და პარასკევი ერთმანეთს დაემთხვევა ამ თვეებში:
2012: იანვარი, აპრილი, ივლისი
2013: სექტემბერი, დეკემბერი
2014: ივნისი
2015: თებერვალი, მარტი, ნოემბერი
იმედია მოგეწონათ (პირველი პოსტია)