უცნაური

პარასკევი 13

0232eae9a8b7

ამ პოსტში მინდა გაგაცნოთ რამოდენიმე საინტერესო ფაქტი პარასკევი 13-ის  შესახებ

 

ამ დღეს მომხდარი კატასტროფები:

• 1951 წლის 13 ივლისს დიდმა წყალდიდობამ იმსხვერპლა 24 ადამიანი და კანსასის შტატს 760 მილიონი  დოლარის  ექვივალენტური  ზარალი  მიაყენა.

• 1964  წლის  13 მარტს ამერიკაში მოხდა უდიდესი მიწისძვრა ჩრ. ამერიკის ისტორიაში, მანდ იმსხვერპლა 131  ადამიანი  პრინც  უილიამ   საუნდთან.  (ალასკა)

• 1992 წლის  13 მარტს თურქეთში მოხდა მიწისძვრა  თურქეთში. მან იმსხვერპლა 2000 ადამიანი და 50 000 უსახლკაროდ დატოვა.

 

რამოდენიმე უიღბლო ადამიანი, რომელიც 13 პარასკევს “ემსხვერპლა”

 

• თუფაქს ესროლეს და მოკლეს ლას ვეგასში.

• ალ კაპონე დაიჭირეს და ჩასვეს ციხეში .

• გარდაიცვალა ბენი გუდმანი.

• გარდაიცვალა ჰიუბერტ ჰამფრი, ა.შ.შ-ს 38-ე ვიცე-პრეზიდენტი.

3ed842d17866

 

ეს კი არის რამოდენიმე ზოგადი ფაქტი ამ დღის შესასხებ:

• ფორმულა 1-ის რბოლებისას არცერთ მანქანას არ აქვს ნომერი 13. რიცხვი ამოიღეს ხმარებიდან მას შემდეგ, რაც გარდაიცვალა 2 მრბოლელი. (ორივეს მანქანა 13 ნომერი იყო)

• კილერ ჩარლზ მენსონის, სადამ ჰუსეინის, ჯეფრი დემერის, ჯონ უეინ გასის, თეოდორ ბანდისა და ჯეკ მფატრავის სახელები 13 ასოსგან შედგება. (ინგლისურში)

• სან ფრანცისკოში არ არის 13 გამზირი (Avenue), სამაგიეროდ მე-14 და მე-12 გამზირებს შორის არის ფანსტონის ავენიუ.

• პარასკევი 13-ის შიში ყველაზე გავრცელებული ცრუმორწმუნეობაა ევროპაში.

• პარასკვეი 13-ის შიშს მეცნიერულად ჰქვია friggatriskaidekaphobia. (Frigga არის სახელი ნორდიკული მითოლოგიიდან ერთ-ერთი ქალღმერთისა., რომლის საპატივცემულოდან პარასკევს პარასკევი ქვია, ხოლო triskaidekaphobia  ნიშნავს რიცხვ 13-ის შიშს.) ან სხვაგვარად Paraskevidekatriaphobia ან Triskaidekaphobia.

• ფიდელ კასტრო დაიბადა 13 აგვისტოს, 1926 წელს.

• ყოველ 13 პარასკევს დაახლოებით 750 მილიონ დოლარს ” კარგავს ” მსოფლიო ეკონომიკა, რადგან ამ დღეს ბევრია  ისეთი, რომელიც  არ  მგზავრობს, არ  გამოდის სახლიდან, არ მუშაობს და ა.ს.შ

•  ყოველი თვე, რომელშიც არის 13 პარასკევი, იწყება კვირით.

 

მომავალ წლებში რიცხვი 13 და პარასკევი ერთმანეთს დაემთხვევა ამ თვეებში:

2012: იანვარი, აპრილი, ივლისი

2013: სექტემბერი, დეკემბერი

2014: ივნისი

2015: თებერვალი,  მარტი, ნოემბერი

062c579053d3

იმედია მოგეწონათ (პირველი პოსტია)

მსგავსი ამბები

Back to top button