საკითხავი

ეს საინტერესოა (ნაწ.2)

1.ალექსანდრე პუშკინმა ერთ ქალბატონს, მისივე დაჟინებული თხოვნით, ალბომში ჩაუწერა ლექსი,რომელშიც ამბობდა, რომ ბაირონის ყველა ლამაზმანი ამ ქალბატონის ფეხის ფრჩხილადაც არ ღირდა. ალბომის პატრონი დიდი ხანი ამაყობდა ამ ჩანაწერით, სანამ ყურადღება არ მიაქცია ლექსის ბოლოს მიწერილ თარიღს, რომელიც ლექსში ნათქვამ ყველა კომპლიმენტს აბათილებდა. ჩანაწერი პირველ აპრილს იყო გაკეთებული.

2.პრეზიდენტმა თეოდორ რუზველტმა აშშ-ის იმდროინდელი პოლიტიკის ძირითადი პრინციპი ასე ჩამოაყალიბა:,,ილაპარაკე რბილად, მაგრამ ხელში გეჭიროს დიდი კეტი”

3.ლეონარდო და ვინჩი ამბობდა:,,ვემსახურები მას ვინც გადამიხდის”.

4.რას ნიშნავს ერთ-ერთი უძველესი გამოცანა:,,ორს უჭირავს, ორი უბიძგებს, ხოლო ორი უყურებს?” პასუხი: ნემსის ყინწში ძაფის გაყრას.

5.უცნაურია, მაგრამ ჰოლანდიის ქალაქ ლეუვანდერში დგას ძროხის ძეგლი, რომლის პოსტამზე წერია:,,დედაჩვენი”.

6.ალექსანდრე დიუმამ გერმანიის ერთ-ერთ ქალაქში რესტორანში ყოფნისას გადაწყვიტა სოკო შეეკვეთა და რადგანაც გერმანული არ იცოდა, თავისი თხოვნა ოფიციანტს ფურცელზე დაუხატა, ,,მიხვედრილმა” ოფიციანტმა ცოტა ხანში მას ქოლგა მოუტანა.

7.გერმანიის მიერ საფრანგეთის ოკუპაციის დროს პიკასოს ატელიეში ხშირად მიდიოდნენ გერმანელი ოფიცრები. მხატვარი ყველას სამახსოვროდ აძლევდა თავისი ცნობილი სურათის პირს, სურათზე ასახული იყო ფაშისტების მიერ ესპანეთის ქალაქ გერნიკას განადგურება. ერთხელ ატელიეში მასთან მისულმა გესპატოს აგენტმა ჩანთიდან სურათი ამოიღო და ჰკითხა: -ეს თქვენი ნამუშევარია? -არა თქვენი!-უპასუხა პიკასომ.

8. ახალდამწყები მსახიობი დაჟინებით სთხოვდა ბერნარდ შოუს, გაეწია მისთვის რეკომენდაცია. შოუ დათანხმდა და დაუწერა შემდეგი შინაარსის წერილი: ,,გულწრფელად ვუწევ რეკომენდაციას ამ ახალგაზრდა მსახიობს, იგი კარგად თამაშობს ჰამლეტს, რომეს, შაილოკს, კეისარს, ბილიარდს… მაგრამ ყველაზე უკეთესად ამ უკანასკნელს”.

9.პასიკია ჯაფარიძეს რაჭაში სტუმარ-მასპინძლობით ჰქონდა სახელი განთქმული. მას ერთადერთი ინდაური ჰყავდა, რომელსაც სტუმრების მოსვლისთანავე სტაცებდა ხელს, დაადებინებდა კუნძზე თავს და ცულს მოუღერებდა_ქვე შენი ჭირიმე, რა კარგია რომ მოხვედით, დაგიკლავთ ახლა ამ ინდაურსო. სტუმარი ცხადია იუარებდა:_არა პასიკია, ნაჭამი ვართ, ნუ შეწუხდები. _კარგი ქვეშენიჭირიმე, მეორედ რომ მოხვალთ, მაშინ დაგიკლავთ,_ცულს დაუშვებდა პასიკია. P.S. ამბობენ, დროთა განმავლობაში ინდაურს პირობითი რეფლექსი გამოუმუშავდა_სტუმრებს რომ დაინახავდა, მივარდებოდა და კუნძზე დებდა თავს.

10.ერთ-ერთ საღამოზე რევაზ მიშველაძეს ვიღაც ქალბატონი გადაეკიდა: რამდენჯერ შეიძლება ქალს მამაკაცი შეუყვარდესო? მწერალი შეეცადა გვერდი აევლო, მაგრამ უშედეგოდ, როდესაც ქალმა საშველი აღარ მისცა_თხუთმეტჯერო_უპასუხა. ამ დროს მის გვერდით მჯდომმ ოტია იოსელიანმა თავი ასწია და ღიმილით მიმართა ახირებული შეკითხვის ავტორს:_,,მეთექვსმეტე, ბოზობაა ქალბატონო!”

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close