ლოგოები და მათი საიდუმლოებანი 3
გთავაზობთ ლოგოების კიდევ ერთ „თორმეტეულს“. წინა პოსტები: 1, 2.
1. Baskin Robbins – ნაყინების კომპანია, რომელიც 31 გემოს მქონე ნაყინს უშვებს. მშვენივრად მოახერხეს ამის ლოგოში გადმოცემა.
2. Carrefour – ფრანგულად „გზის გასაყარი“. ისრები სწორედ გზების გაყრას აღნიშნავს, მათ შორის კი დამალულია ასო “C”.
3. City Direct – რთული სათქმელია, რომელია აქ დამალული – თვითმფრინავი თუ ასოები “C D”, მაგრამ ფაქტია, ლოგო ყველაფერს მოიცავს.
4. Continental – ფირმა, რომელიც საბურავებს უშვებს. კარგად თუ დააკვირდებით, პირველი 2 ასო საბურავის სამ-განზომილებიანი მოდელია.
5. Eight – უბრალო, მაგრამ აზრიანი ლოგო. ყველა ასო „8“-იანის გადაკეთებითაა მიღებული.
6. Eighty20 – ერთი შეხედვით კვადრატებს არანაირი კავშირი არ აქვთ კომპანიის სახელთან. მაგრამ თუ მუქ კვადრატებს 1-იანებად ჩავთვლით, ღიებს კი 0-ანებად, მივიღებთ ორ რიცხვს. 1010000 და 0010100, რომლებიც ორობით სისტემაში 80-ს და 20-ს ნიშნავს.
7. Elefont – თითქმის იგივენაირად წარმოითქმება, როგორც Elephant. კარგად თუ დააკვირდებით, ასო “e”-ში ხორთუმსაც აღმოაჩენთ.
8. FedEx – კურიერული კომპანია (აგზავნიან ამანათებს). ასო „E” და „x”-ს შორის აღმოაჩენთ ისარს, რომელიც ამ კომპანიის მუშაობის სისწრაფეზე მიუთითებს.
9. Formula 1 – ამ ფოტოზე ორი „1“-ანია დამალული. პირველი მათგანი წითელი, ოთხკუთხედი და წაწვეტიანებულია, მეორე კი ასო “F”-სა და პირველ „1“-ანს შორისაა. საინტერესოა, პირველს რომელს დაინახავთ. (მე, პირადად, პირველად წითელი ვნახე, ჩემმა ძმამ, – პირიქით.)
10. GreenLabs – ხე ამ კომპანიის მომუშავეების ბუნებისადმი სიყვარულს აღნიშნავს, ტვინი კი – მათ გონებრივ შესაძლებლობებს.
11. NBC – National Broadcasting Company – ალბათ ყველამ კარგად იცით. ის კი ცოტას ეცოდინება, რომ მათ ლოგოში ჩამალულია ფარშევანგი, რომელიც მარჯვნივ იყურება.
12. Twins – უბრალო (ისევე, როგორც მე-5), მაგრამ აზრიანი ლოგო. ქართულად „ტყუპები“. ლოგოს მთელი ხიბლი იმაშია, რომ ასო “N”-ს მაგივრად გამოყენებულია ამოტრიალებული ორიანი.
ესეც მესამე ნაწილი. გაგრძელება იქნება, არ გამოგრჩეთ ^^