არქივი

ყოველი მეოთხე გერმანელი მზადაა მიკროჩიპი ჩაიდგას

ucnauri.com

თითქმის ყოველმა მეექვსე რესპონდენტმა განაცხადა, რომ იმპლანტაციისთვის მზადაა, რადგან ავარიის ან სიცოცხლისთვის სხვა სახიფათო ვითარებაში მისი დროულად აღმოჩენა და გადარჩენა შეძლონ

ყოველი მეოთხე გერმანელი – გამოკითხული 1000 ადამიანიდან 23% – მზადაა კანქვეშ მიკროჩიპი ჩაიდგას, თუ ეს მას ”განსაზღვრულ სარგებელს” მოუტანს, ამის შესახებ IT-კომპანია ”BITKOM”-ის გერმანული ასოციაციის მიერ ჩატარებულ სოციალურ გამოკითხვაზე დაყრდნობით სააგენტო AFP იტყობინება.

თითქმის ყოველმა მეექვსე რესპოდენტმა განაცხადა, რომ იმპლანტაციისთვის მზადაა, რადგან ავარიის ან სიცოცხლისთვის სხვა სახიფათო ვიათარებაში მისი დროულად აღმოჩენა და გადარჩენა შეძლონ. გამოკითხულთა 5% კი ფიქრობს, რომ მიკროჩიპი მას ვაჭრობას გაუადვილებს.
თუმცა უმრავლესობამ – რესპოდენტთა 72%-მა – განაცხადა, რომ არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდება კანქვეშ მიკროჩიპის ჩადგმას.

გამოკითხვა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ელექტრონული ტექნიკის უდიდესი საერთაშორისო გამოფენის – CeBIT-ის გახსნის წინ ჩატარდა. გამოფენის გახსნის წინა დღეს მომხმარებელთა უფლებების დაცვის მინისტრმა, ილზა აიგნერმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეებს მოუწოდა, ფრთხილად იყვნენ ისეთ უმსხვილეს IT-კორპორაციებთან, როგორიცაა ”Google”, ”Apple” და ”Microsoft”, ასევე სოციალურ ქსელებთან: ”Facebook”, ”Twitter” და ა.შ.
მისი თქმით, IT-კომპანიები მომხმარებელთა უზარმაზარ მონაცემთა ბაზებს ფლობენ და არავინ იცის, როგორ გამოიყენებენ ამ მონაცემებს.

წყარო: GOGAGGG.com

მსგავსი ამბები

Back to top button