Eden Rock Resort at Caribe
Eden Rock–ი ეს გახლავთ კარიბის ზღვის ფირუზისფერ აუზში არსებულ კუნძულთაგან – St Barthelemy–ზე გაშენებული 6 ვარსკვლავიანი, ულტრა–ლუქსი სახეობის სასტუმრო, რომელიც 2010 წლის საუკეთესო სასტუმროთა რიცხვშია შემავალი და მსოფლიოს ელიტის წარმომადგენლებზეა გათვლილი, სადაც მომსახურების უზადო სერვისსა და დაუვიწყარ რომანტიკას სთავაზობენ მომხმარებელთ.
Eden Rock–ი განთავსებულია კლდოვან კონცხზე, რომელსაც გარს თეთრი ქვიშის სანაპირო და თეთრი შეფერილობისავე მარჯნის რიფი აკრავს. სასტუმროში 36 ბუნგალო შედის, რომელთაგან ზოგი კლდოვან ფერდობზე და ზოგიც ზედ სანაპიროზეა განლაგებული. თითოეული ნომერი ინდივიდუალურადაა გაფორმებული დიზაინერ – Jane Matthew–ს მიერ და სტუმრებიც საკმაოდ დიდი არჩევანის წინაშე დგანან, რათა მათთვის სასურველი სტილისა და გემოვნების ნომერი შეარჩიონ.
განცალკევებულობა, უსაფრთხოება, სივრცე, ენით აუწერელი ლანდშაფტური ზოლი და – Bulgari–ს მიერ შემოთავაზებული კოსმეტიკური საშუალებანი, რომელიც ყველა ნომერშია განთავსებული… ყოველივე ზემოთ ჩამონათვალი და კიდევ უამრავი სხვა რამ, რასაც სტუმართმოყვარე მასპინძლები მომხვდურთ სთავაზობენ, საუცხოო დასვენებისა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებების რეალური საწინდარია. თვალი გადაავლეთ და თავად განსაჯეთ!