არქივი

ლოგოები და მათი საიდუმლო

Amazon
1. Amazon.com – ალბათ ამაზონის მომხმარებლებს შეგინიშნავთ პატარა ისარი ლოგოზე. ამ ისარს ორმაგი სიმბოლური დატვირთვა აქვს. უპირველეს ყოვლისა ის აღნიშნავს ღიმილს ამაზონის კლიენტების სახეზე. რაც შეეხება მეორეს, ის აღნიშნავს, რომ ამაზონზე ყველაფერია (A-დან Z-მდე).
Big Ten
2. Big Ten – ქართულად „დიდი ათიანი“ არის 11 უნივერსიტეტის გაერთიანება. ბოლო 1 მათ მოგვიანებით დაემატათ, მაგრამ სახელის შეცვლა არ უნდოდათ და რიცხვი „11“ ლოგოშივე დამალეს.
Body Wisdom
3. Body Wisdom – ქართულად „სხეულის სიბრძნე“ – სპა სალონი. ხელები მასაჟის და სხეულის დამშვიდების სიმბოლოა, ხოლო ბუ – სიბრძნის.
Elle Hive
4. Elle Hive – ასოებში “E” და “H” ჩამალულია ტრაქტორი. ეს ფირმა სწორედ ტრაქტორებს უშვებს.
Forkwire
5. Forkwire – ონლაინ სერვისია, სადაც საკვები შეგიძლიათ გამოიწეროთ. დაღუნული ჩანგალი „ძაღლუკას“ მოგაგონებთ.
Horror Films
6. Horror Films – ერთი შეხედვით 4 უბრალო წრეა (1 თეთრი და 3 შავი), მაგრამ კარგად თუ დააკვირდებით, თეთრ მოჩვენებას დაინახავთ, რომელიც კივის.
Logo Review
7. Logo Review – ქართულად „ლოგოების განხილვა“ – სიტყვაში Review, დამალულია პატარა აღნიშვნა V-ს სახით.
Pakuy
8. Pakuy – კომპანია, რომელიც საქონელს ფუთავს. ასო „P“ ღია ყუთია.
Piano Forest
9. Piano Forest – „პიანინოების ტყე“ – ლოგოზე ორივე ნათლად ჩანს, ტყეც და პიანინოს კლავიშებიც.
Toblerone
10. Toblerone – შოკოლადის კომპანია. ტობლერონი შვეიცარიის ქალაქ – ბერნში მზადდება, რომელსაც მეორენაირად „დათვების ქალაქს“ უწოდებენ. კარგად თუ დააკვირდებით, მთაზე თეთრ დათვს შენიშნავთ.
Yoga Australia
11. Yoga Australia – ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ლოგოა, მაგრამ თუ დააკვირდებით, ქალის ხელ-ფეხს შორის ადგილი ავსტრალისს რუკას ჰგავს.
NW Airlines
12. NorthWest Airlines – ეს არის „ჩრდილო-დასავლეთის ავიახაზების“ ძველი ლოგო. ლოგოში დაინახავთ როგორც “N”, ისე “W” ასოს. მაგრამ კარგად თუ დააკვირდებით, N-ს გაგრძელება პატარა ისარია, რომელიც სწორედ ჩრდილო-დასავლეთისკენაა გაშვერილი.

ჯერჯერობით სულ ეს იყო. უახლოეს მომავალში ამ სიის გაგრძელებას შემოგთავაზებთ. :)

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button