ნაციხარი რეპერები III
მესამე ნაწილი…
Young Buck (David Darnell Brown)
დევიდმა, გადაცემის ჩაწერისას ადამიანი დაჭრა. ბრალის დამტკიცება ძნელი არ ყოფილა, ყველაფერი კამერით იყო გადაღებული
T.I. (Clifford Joseph Harris, Jr.)
რეპერი დააკავეს იარაღის უკანონოდ შენახვისათვის. მის სახლში აღმოჩენილი იარაღებით, ერთ პატარა ქალაქს თავისუფლად აიღებდი
50 Cent (Curtis James Jackson III)
1994 წლის აგვისტოში, 16 წლის 50 თეთრიანი პირველად დააკავეს. მას ბრალად ედებოდა ჰეროინის გაყიდვა. მეორედ ის დააკავეს 2006 წლის 8 სექტემბერს. ის დაადანაშაულეს არარეგისტრირებული და დაუზღვეველი მანქანის მართვაში
Lil Wayne (Dwayne Michael Carter, Jr.)
2009 წლის ოქტომბერში, კარტერი აიყვანეს იარაღის უკანონო ტარებისთვის. მას 1 წელი შეუფარდეს
Young Jeezy (Jayson Wayne Jenkins)
2006 წელს, ჯეისონი ორმხრივი სროლის მონაწილე იყო მაიამიში. ჩხრეკისას მას უკანონო იარაღი აღმოუჩინეს
Snoop Dogg (Calvin Cordozar Broadus, Jr.)
სნუპი, 2006 წლის ნოემბერში, Orange County-ს აეროპორტში დააკავეს. ამის მიზეზი, კელვინის ჩანთაში აღმოჩენილი ხელკეტი გახდა