გართობა

რაგბის საუკეთესო 11 ნომრები თანამედროვე მსოფლიოში

85d29e97cd2a

მოგეხსენებათ რაგბი გუნდური სპორტია და თამაშის მოგება თუ წაგება სწორედ გუნდის თითოეულ წევრზეა დამოკიდებული და არა კონკრეტულ ინდივიდზე, მაგრამ ამ პოსტით მინდა მსოფლიოს საუკეთესო 11 ნომრებს შევეხო დღევანდელ რაგბის სამყაროში

ბრაიან ჰაბანა დაბადებული სამხრეთ აფრიკაში 1983 წელს, მისი სანაკრებო კარიერა იწყება 2004 წელს.  2007 წლის ჩატარებული მსოფლიო თასის შემდეგ კი ის აღიარეს წლის საუკეთესო მორაგბედ, ის ერთ-ერთია იმ მცირეთაგან ვისაც შანსი აქვს ჯონა ლომუს რეკორდი გააუმჯობესოს და მსოფლიოს ახალი შედეგი შესთავაზოს,მოგეხსენებათ მსოფლიო თასზე ყველაზე მეტი დადებული ლელო 15-ს შეადგენს. აქვს ნათამაშები ბარბაროსების სახელით (მოსფლიო ნაკრები დაახლოებით) და აქვს მოგებული 3 ერი 2009 წელს.
13cbe3b272f5
9d0cdf6d06db
a4e2cfee1e03
bbfb86493fa6

შეინ ვილიამსი დაიბადა 1977 წელს უელსში, მას აქვს ყველაზე მეტი კეპი უელსის ნაკრებშო  დაგროვებული ანუ ყველაზე მეტჯერ ითამაშა უელსის სახელით ვიდრე სხვა დანარჩენებმა, 2000 წლიდან დღემდე. 4 წელი ირიცხებოდა ბრიტანულ-ირლანდიურ ლომებში, აქვს მოგებული 6 ერი 2005 და 2008 წლებში.
5a499067d094
d3512957f430
cbfbce614ee0

ალესანა ტულაგი დაიბადა სამოაში 1981 წელს,მისი სანაკრებო ნათლობა კი 2002 წელს შედგა,  ფიჯის წინააღმდეგ გამართულ შესარჩევ მატჩში სადაც გამარჯვებული 2003 წლის მსოფლიო თასზე გადადიოდა. მას ლომუსაც კი ადარებენ სათამაში ტექნიკის გამო,რადგან მისთვის თითქმის არ არსებობს გადაულახავი ღობე როდესაც ბურთი უჭირავს.
4db390ce5b8f
f537cb704351

მეორე ვიდეოში1:04 დან 1:24 ამდე დააკვირდით….

ჯოსევატა როკოცოკო დაიბადა ფიჯიში 1883 წელს, ის იცავს ახალი ზელანდიის ღირსებას და აქვს 66 კეპი მოხვეჭილი ამ გუნდის სახელით,2003 წლიდან მოყოლებული დღემდე.თავისი დებიუტის საწყის პერიოდში 2003 წელს 3 ლელო დაუდო ინგლისს იმ პერიოდის მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს. 5-ჯერ აქვს 3 ერი მოგებული 2005,2006,2007,2008,2010 წლებში.აგრეთვე მის მიღწევებში ჩაიწერა ბარბაროსების შემადგენლობით ჩატარებული თამაშები. როკოცოკოს თავისი სისწრაფის გამო Rocket Man-ს ეძახიან.
a189bcff4b66
5735ca1662e7

14390938543a

38cefca81b90

PS.ბოლოს მინდა ეს ვიდეო ნახოთ სადაც მართალია მარტო ზემოთხესენბულ პოზიციას არ ეხმიანება მაგრამ ულამაზესი ვიდეოა მერწმინეთ და შეინ ვილიამსის რამოდენიმე ლელოც არის შესული.

მსგავსი ამბები

Back to top button