გამოგონებასაკითხავისასარგებლო

მარიხუანა რეცეპტით

4f95decba7d6

გამარჯობა ჩემო კარგებო! რა ხანია პოსტი არ დამიდია,თითქოს უკვე გადავეჩვიე კიდეც…აქედანვე გიხდით ბოდიშს,თუ რაიმე შეცდომა გამომეპარება…ასევე თავიდანვე მინდა გაგაფრთხილოთ,რომ ეს სულაც არ არის მარიხუანას პროპაგანდა.დანარჩენი კი უკვე დაინტერესებულებმა,თვითონ წაიკითხეთ.

მაშ ასე,

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს,ფსიქოაქტიური ნივთიერებების ნახევარზე მეტი,რომელსაც მარიხუანა შეიცავს,შეიძლება გამოვიყენოთ სამედიცინო სფეროში.

ბოლო დროს ჩატარებული გამოკვლევები ამტკიცებენ,რომ მარიხუანას გააცნია კარგი თერაპეტვული პოტენციალი.არაფერია გასაკვირი,რომ ბევრ ქვეყანაში,მარიხუანაზე დაფუძნებული პრეპარატები ლეგალურად იყიდება.

ლოს-ანჯელესში,ამა წლის დასაწყისში სპეციალური აპარატებიც კი დადგეს,რომელიც მარიხუანას ყიდის.ეს ნარკოდილერების ოინი არ გეგონოთ.აპარატები არიგებენ დაფასოებულ კანაბის(მემგონი ასე ქვია),ექიმის რეცეპტით.მიღების პროცედურა საკმაოდ რთულია- ამოწმებენ თითის ანაბეჭდებს.მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება- მარიხუანა იყიდება,თუნდაც სამედიცინო მიზნებშიც!

ნარკოტიკებთან მედიცინაში თითქმის ერთი და იგივე ისტორია ხდება.თავიდან მათ აღმოაჩენენ როგორც პრეპარატებს,ვთქვათ,როგორც ხველებისგან ან თავის ტკივილისგან.გარკვეული დროის შემდეგ კი ცნობილი ხდება,რომ ეს წამალი დამოკიდებულებას იწვევს,და პრეპარატი გაყიდვებიდან ქრება.შემდგომ ნარკოტიკიდან იღებენ ყველა სასარგებლო თვისებას და წარმოებაში იყენებენ.მაგალითად,ყაყაჩოს ერთი ალკალოიდისგან – კოდეინისგან- კეთდება ხველების საწინააღმდეგო პრეპარატი,ხოლო მეორე ალკალოიდისგან – მორფინისგან- ტკივილგამაყუჩებელი.

მარიხუანასთან,იმისდა მიუხედავად,რომ იგი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ადვილად მოსაპოვებელი ნარკოტიკია,სხვა ისტორია მოხდა.კანაფის გამოყენება სამედიცინო მიზნებისთვის ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა.

ორგანიზმს აქვს საკუთარი კანაფი

ბოლო ნახევარი საუკუნე,კანაფის თვისებები საკმაოდ ინტენსიურად ისწავლებოდა.ბევრი გამოკვლევის დასკვნა ერთნაირად ჟღერს- მარიხუანას გააჩნია კარგი თერაპევტული პოტენციალი.თუმცა,გასაკვირიც არაფერია,რადგან ამ მცენარეში აღმოჩენილია 450-ზე მეტი ფსიქოაქტიური ნივთიერება,მათგან მხოლოდ 60 ასე თუ ისე მოქმედებს ფიზიკურ დამოკიდებულებაზე.დანარჩენები შესაძლოა გამოყენებული იქნეს “მშვიდობიანი” მიზნებისთვის.

ამას წინათ გამოქვეყნებული იქნა რევოლუციური გამოკვლევის შედეგები.ცნობილი გახდა,რომ ადამიანის ორგანიზმში არის მცირე ზომის ბიოქიმიური ლაბორატორიები,რომელშიც ნარკოტიკები იწარმოება.ენდორფინზე,რომელიც გამოიყოფა სიამოვნების დროს,ყველას გვსმენია.თურმე,ადამიანებს აქვთ ენდოკანაბინოიდური სისტემა და იგი წარმოდგენილია მთელი რიგი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით.

ნერვული უჯრედები(ნეირონები) კონტაქტს ამყარებენ ერთმანეთთან და ორგანოების უჯრედებთან,რომელთა მოქმედებაზეც გავლენას ახდენენ,სპეციალური წარმონაქმნებისგან- სინაპსებისგან.ეს ის ადგილია,სადაც ორი უჯრედის მემბრანა ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდება.როდესაც იმპულსი ერთი ნეირონიდან მიდის და სინაპსამდე აღწევს,მისი მემბრანიდან თავისუფლდება სპეციალური მოლეკულა- ქიმიური გადამტანი,ე.წ. ნეიროტრანსმიტერები.როგორც გახდა ცნობილი,ენდოკანაბინოიდური სისტემა პირდაპირ მოქმედებს თავის ტვინის ნეორიტრანსმიტერებზე.ნეიროტრანსმიტერ გლუტამატს აკისრია დიდი როლი,ეპილეფსიისა და ინსულტის დროს.თითქმის ყველა დაავადებაზე პასუხისმგებელნი ზუსტად ნეიროტრანსმიტერები არიან.

ტყუილად კი არ ეძახიან მარიხუანას მომხრეები მას XXI საუკუნის ასპირინად- კანაფის აქტიურობის სპექტრი ხომ ასეთი დიდია.მაგრამ ეს თეორიის მხრივ,პრაქტიკის დროს კი გართულებები ჩნდება.

პირველი სირთულე ისაა,რომ კანაფი შეიცავს რამოდენიმე ასეულ აქტიურ კომპონენტს,და მათი კონცენტრაცია ძალიან არასტაბილურია.ის დამოკიდებულია მცენარის სახეობაზე(3 ძირითადი სახეობა და ბევრი ჰიბრიდი),წარმოშობის ადგილზე,შენახვის პირობებზე და სხვ.იმისთვის კი,რომ რომელიმე გამოკვლევა ერთმანეთს შევადაროთ,საჭიროა ერთნაირი პრინციპის დაცვა.

რა არის კარგი მარიხუანაში?

დღეისთვის მეცნიერებმა აღმოაჩინეს ბევრი დაავადება,რომელთა განკურნებისთვის მარიხუანას და სხვა პრეპარატებს შესძლებოდათ დახმარება.კანაფის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ნივთიერება- კანაბიდიოლი- შეუძლია მკერდის კიბოს მეტასტაზირების შეჩერება.გამოკვლევის ავტორების თქმით,ეფექტი მიიღწევა ld-1 გენის ბლოკირებით,რომელიც პასუხისმგებელია სიმსივნის გავრცელებაზე.დიდი პლუსი იმაშია,რომ კანაბიდიოლი არ არის ფსიქოაქტიური ნივთიერება.ოღონდ არ გეგონოთ,რომ მარიხუანას მოწევით ამ შედეგს მიაღწევთ.

რა არის ცუდი მარიხუანაში?

ამის მიუხედავად,ყველაფერი არც ისე ცალსახაა.მარიხუანას გამოყენება გადამუშავების გარეშე,იწვევს ფსიქოზის განვითარებას.ფიზიკური დამოკიდებულება ან ნარკოტიკზე არ ვითარდება,მაგრამ ის ფსიქოპათოლიგიური ცვლა,რომელიც ჩნდება კანაფის რეგულარული მოხმარებისას,ასევე მისი გადადოზირებისას,საკმარისზე მეტია რომ მას სიფრთხილით მოვეკიდოთ.შიზოფრენია რა თქმა უნდა არ გექნებათ,მაგრამ ფსიქოზი სავსებით შესაძლებელია.

საბოლოოს კანაფს ყაყაჩოს ბედი ეწევა- მცენარიდან იქნება აღებული მხოლოდ ის,რასაც შეუძლია ნამდვილი სარგებელი მოუტანოს კაცობრიობას.ნუ კანაფი როგორც იყო აკრძალული ბევრ ქვეყანაში,ისევე დარჩება.

დიდი მადლობა ყველას,ვინც პოსტი წაიკითხა და მოეწონა :)

BY ნაწკა

მსგავსი ამბები

Back to top button