არქივი

რობოტი რომელიც ხანშიშესული ადამიანივით იქცევა

eb9e36618da7

უკვე ძალიან დიდი რაოდენობით რობოტია შექმნილი, რომლებსაც სიარული, სირბილი, წინააღმდეგობების გადალახვა, სიმღერა და ცეკვა შეუძლიათ. ამ რობოტებს  შორის რობოტი ჰუმანოიდი HRP-2 ხანშიშესულ პენსიონერს ჰგავს, რადგან  ამოცანის შესრულებისას მის ქცევებს   ყველაზე მეტად  სუფთა ადამიანური თვისება განაპირობებს.

HRP-2 იაპონიის მოწინავე საწარმოო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ნაციონალური ინსიტიტუტის (National Institute of Advanced Industrial Science and Technology) მეცნიერთა ჯგუფის მიერ სებასტიან ლენგაგნას (Sebastien Lengagne) ხელმძღვანელობითაა შექმნილი.
d75c6ee1f866

«თუ კი მე თქვენ მაგიდის ქვეშ შეხედვას გთხოვთ, ამისთვის ალბათ დასაყრდნობად მაგიდაზე ხელს დადებთ,— ამბობს სებასტიანი.— ჩვეულებრივი რობოტი ამას არ გააკეთებს, ხოლო HRP-2 კი ზუსტად ასე იქცევა . ლენგაგნი კოლეგებთან ერთად მუშაობს სისტემაზე, რომელიც ჰუმანოიდ რობოტს საკუთარი სხეულის და გარემო ობიექტების გამოყენების შესაძლებლობას მისცემს გადატვირთულ სივრცეში გადაადგილების გასამარტივებლად.
633d94b6ffc9
5e4823c2fc19

ამ მომენტისთვის HRP-2-ის მოქმედებების მართვისთვის გარე კომპიუტერული სისტემა გამოიყენება, მაგრამ მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მომავალში კომპიუტერი რობოტის კორპუსში იქნება მოთავსებული.
2951164e930e

მსგავსი ამბები

Back to top button