არქივი

უცნაური ფსიქოლოგიური პრობლემები

b50ba58e1a0d
ადამიანის ტვინი და გონება იმდენად რთული რამაა, რომ ჯერ ბოლომდე გამოკვლეულიც არაა. არსებობს უამრავი ფობიები თუ მიდრეკილებები, სწორედ ამ თემაზეა პოსტიც შექმნილი

Cotard’s Syndrome

500750d7fa7d

ეს დაავადება მართლაც რომ ძალიან უცნაურია, თითქმის წარმოუდგენელიც კი და რთულად სამკურნალო. ამ სინდრომს ,,მოსიარულე მკვდრების სინდრომსაც” უწოდებენ. საქმე ისაა, რომ დაავადებულებს სჯერათ, რომ ისინი უკვე მკვდრები არიან, ზოგჯერ იმდენად შორს მიდის მათი ფანტაზია, რომ ჰგონიათ სისხლი უკვე ყარს, ხოლო მათი სხეული კი გახრწნილია. ბუნებრივია ეს ყოველივე აისახება მათ ყოველდღიურ ქცევაზეც. მათ სრულიად განსხვავებული ხედვა აქვთ და ვერ აზროვნებენ ნორმალური ადამიანებივით.
ზოგიერთ შემთხვევაში ავადმყოფი იმდენად დარწმუნებულია თავის სიკვდილში, რომ აღარც კი ჭამს, ფიქრობს, რომ მკვდარ სხეულს კვება არ ესაჭიროება. ეს სინდრომი ხშირად შიზოფრენიით დაავადებულებს ემართებათ.

Capgras Delusion

0dfd446608b5

აშლილობის ეს სახე მეტად სახიფათოა, თავად დაავადებულებისთვის იმდენად არა, რამდენადაც გარშემომყოფთათვის. ავადმყოფი ზოგჯერ ამოიჩემებს რომელიმე მის ახლო მყოფს ადამიანს და ჰგონია, რომ ის ის აღარაა, არამედ სხვა, უცხო ადამიანია.
ერთი შემთხვევა ასე გამოიყურებოდა: 74 წლის ქალბატონს, დიასახლისს, სჯეროდა, რომ მისი ქმარი სხვა იყო.. იგი ცალკე ოთახში იძინებდა და კარებს მაგრად რაზავდა, თავის დაცვის მიზნით. ერთხელ ცეცხლსასროლი იარაღიც კი გამოიყენა ქმრის წინააღმდეგ. ქალს პრობლემა არ ჰქონდა ოჯახის დანარჩენ წევრებთან, თითოეული მათგანი მშვენივრად ახსოვდა, მხოლოდ ქმარზე იყო გადაკიდებული.

Fregoli Delusion

d22c4d3127e5

ამ ილუზიით დაავადებულები მიიჩნევენ, რომ როგორც მონეტას აქვს ორი მხარე, ისე ადამიანსაც აქვს. მათ მყარად სჯერათ, რომ ყველა ერთი და იგივე ადამიანია, რომლებიც შიგადაშიგ იცვლიან გარეგნობას, ტანსაცმელს, მოკლედ ნიღაბს ატარებენ. ავადმყოფი მთლიანად კარგავს ახლოს მყოფი ადამიანებისადმი სიყვარულსა და პატივისცემის გრძნობას, აღარ ენდობა მათ. ისინი საბოლოოდ პარანოიკებს ემსგავსებიან.

პირველად ამ ილუზიის არსებობის ფაქტი 1927 წელს დაფიქსირდა, როდესაც ქალბატონს სჯეროდა, რომ მას ორი ადამიანი დასდევდა. ეს ორი მამაკაცი მან თეატრში დაინახა და მსახიობები იყვნენ. ისინი ქალის წარმოდგენით განუწყვეტლივ იცვლიდნენ ნიღბებს, ტანსაცმელს და მისი ახლობლების სახით ევლინებოდნენ. ზოგი მიიჩნევს, რომ ეს დაავადება ტვინის დაზიანებითაა გამოწვეული.

Apotemnophilia

13a90e91e37a

აპოტემნოფილიას სექსუალურ გადახრადაც მოიხსენიებენ, ამ დაავადებით შეპყრობილი მიიჩნევს, რომ მისი რომელიმე კიდური უცხოა, არ ეკუთვნის მას, ამიტომაც დაუძლეველი სურვილი უჩნდებათ მოიცილონ უცხო კიდური. ამის მისაღწევად სხვადასხვა ხერხებს მიმართავენ. ზოგი საავადმყოფოში მიდის და ამპუტირებას ითხოვს, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ ფეხები სრულიად ჯანმრთელი აქვთ, უბრალოდ ჰგონიათ,რომ ეს მათ არ ეკუთვნით.
რა თქმა უნდა ჯანსაღ კიდურს არავინ მოაჭრის, ამიტომაც უარით გაგულისებულები ხშირად სახლის პირობებში სხვადასხვა მაზოხისტურ საშუალებებს მიმართავენ. მაგალითად ფეხს იყინავენ იმ დონემდე, რომ ექიმები იძულებულები არიან ამპუტაცია ჩაუტარონ. ასევე დაფიქსირებულა არაერთი შემთხვევა, როცა ავადმყოფმა თავად სცადა კიდურის მოჭრა. როდესაც ყველაფერი დასრულდება, ანუ კიდური მოსცილდება სხეულს, ადამიანი უჩვეულოდ ბედნიერად გრძნობს თავს..

Koro Syndrome

c2d6fd251ab8

კოროს სინდრომი კულტურულად სპეციფიკურ სინდრომთა რიცხვს მიეკუთვნება, ვინაიდან და რადგანაც იგი მხოლოდ აზიური კულტურებისთვისაა დამახასიათებელი, განსაკუთრებით კი ჩინელებს ემართებათ. კოროს სინდრომით შეპყრობილებს ჰგონიათ, რომ მათი გენიტალიური ორგანოების ზომა თანდათანობით მცირდება, მათ სხეულში შიგნით უჩინარდება და საბოლოოდ ქრება. დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როცა პაციენტს არამარტო ეგონა, რომ მისი გენიტალიები უჩინარდებოდა, არამედ ღრმად იყო დარწმუნებული იმაში, რომ გაუჩინარების შემდგომ სასქესო ორგანო მას მოკლავდა.
რადგანაც ეს სინდრომი კონკრეტულ ზონაში არის დაფიქსირებული, ამჯერად აზიის ხალხში, გავრცელებულია აზრი, რომ ფსიქოსექსუალური კონფლიქტები, პიროვნების ფაქტორი და კულტურათა რწმენა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ ავადმყოფობის განვითარებაში.

Lycanthropy

72f544dace98

ამ აშლილობის შესახებ ალბათ ბევრს გაუგია და სხვათაშორის უფრო და უფრო იზრდება დაავადებულთა რიცხვი, ეს ისევ ჩვენი დღევანდელი, თანამედროვე ცხოვრების ბრალია. უკვე იმდენი ფილმი და სერიალი გამოდის მაქციებზე, მგლებსა თუ ვამპირებზე, რომ გასაკვირი არცაა, თუ ხალხს რომელიმე გმირად გადაქცევა უნდება.
მოკლედ ამ სინდრომით შეპყრობილებს სჯერათ, რომ მგლად გადაქცევა შეუძლიათ, თუმცა სინდრომი მხოლოდ მგლებზე ორიენტირებული არაა, ადამიანს როდესაც ჰგონია, რომ რომელიმე ცხოველად შეუძლია ტრანსფორმირდეს, ესეიგი ეს აშლილობა სჭირს.
უმეტესად ამით დაავადებულები ტყეში გარბიან ხოლმე და ღამეს იქ ატარებენ, ამბობენ, რომ იქ საერთოდ არ ეშინიათ, რადგანაც ტყე მათი შინაგანი ბუნების ნაწილია.

Wendigo Psychosis

84e6dd1804b7

ამ აშლილობასთან დაკავშირებით ერთი კარგი ამბავი მაქვს, იგი უკვე ძალიან იშვიათად გვხვდება, რადგანაც გარკვეული კულტურებისთვის იყო დამახასიათებელი, უფრო აბორიგენული ტომებისთვის, რადგანაც ამ უკანასკნელმა დასავლური კულტურების გავლენით მცირე ცვლილებები მაინც განიცადა, ვენდიგოს აშლილობათა რიცხვმა იკლო.

ამ სინდრომით შეპყრობილებს ადამიანთა ხორცის ჭამის დიდი სურვილი უჩნდებათ და ამასთანავე ეშინიათ, რომ ასე კანიბალები გახდებიან.
აშლილობას ვენდიგოს მითსაც უკავშირებენ, რომლის მიხედვითაც ადამიანები, რომელნიც ადამიანისვე ხორცს გასინჯავდნენ სამუდამოდ დაუკავშირდებოდნენ ბოროტ სულს ვენდიგოს.. რის შემდეგაც საკუთარი თავის კონტროლს ვეღარ შეძლებდნენ.

Dipsomania

0d4d080026e3

ამ აშლილობას ერთი შეხედვით დიდი კავშირი აქვს ალკოჰოლიზმთან, მაგრამ ამასთანავე მისგან მკვეთრად განსხვავებულიცაა. ფიპსომანიით შეპყრობილებს ალკოჰოლური სასმელების დალევის დაუძლეველი სურვილი უჩნდებათ. ისინი ისეთ სითხეებსაც სვამენ, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხო სულაც არაა.
ეს სურვილი ადამიანში უეცარ ამოხეთქვას ჰგავს, რომელიც უბიძგებს დალიოს ნებისმიერი სითხე, რომელიც ალკოჰოლს შეიცავს. არადა ამ დროს ორგანიზმს საერთოდ არ აქვს მიდრეკილება ალკოჰოლისაკენ.
დიპსომანია მრავალ ცნობილ სახესთანაა დაკავშირებული, მაგალითად ერნესტ ჰემინგუეისთან, მერლინ მონროსა და ედგარ ალან პოსთან.

…………………………………………………………………………………………………………………..

100000692931822.1453.2047260951

მსგავსი ამბები

Back to top button