გამოგონებაგასართობიუცნაური

უცნაური და სახალისო შეჯიბრები


გერმანიის ერთ–ერთ ქალაქში უცნაური ჩემპიონატი ტარდება. მას ,,დიდი ცხვირების მსოფლიო ჩემპიონატი” ჰქვია. სწორედ აქ იყრიან თავს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩასული დიდცხვირები, რათა დაეუფლონ დიდცხვირათა შორის დიდცხვირას საამაყო ტიტულს : ))

ეს ახალი ამბავი არ გეგონოთ, უკვე თურმე 40 წელია დიდცხვირათა კლუბი არსებობს. სწორედ ამდენი წლის წინ ქალაქის მწარმოებლები და მინისტრი პაბში შესულან და ერთმანეთის ცხვირებზე ჩამოუგდიათ ლაპარაკი, ისინი იცინოდნენ და ათასგვარ ხუმრობებს იგონებდნენ დიდ ცხვირზე. სწორედ მაშინ გაჩნდა იდეა დიდცხვირების კლუბის ჩამოყალიბების, თუმცა ეს მხოლოდ ხუმრობის დონეზე იყო. მაგრამ როგორც ჩანს როცა დაფიქრდნენ, მთლად სახუმარო იდეად არ მოეჩვენათ და მაქს რიჩარდმა და ვილჰელმ ჰოფლერმა ასოციაცია ჩამოაყალიბეს.
აქ გაწევრიანება ყველას შეეძლო, ვისი ცხვირიც სიგრძეში 60 მილიმეტრს ან სიგანეში 40 მილიმეტრს არ ჩამორჩებოდა. ასოციაციის ოფიციალური წარდგენიდან 1 საათი არ იყო გასული, რომ წევრთა რიცხვმა 40-ს გადააჭარბა.

დღესდღეობით კლუბს 330 დარეგისტრირებული წევრი ჰყავს და ჩემპიონატი ყოველ 5 წელიწადში ერთხელ იმართება. ცხვირებს სპეციალური საზომით ზომავენ, როგორც სიგრძეს, ასევე სიგანესაც. მონაწილეებს უფლება აქვთ ისეთი სახეები ,,დაკერონ” რაც მათი მოგების შანსს გაზრდის, თუმცა ნივთიერებების გამოყენება,რომელიც თამაშის წესებს არ შეესაბამება, აკრძალულია.

ჩემპიონატის ორგანიზატორები ყოველ ღონისძიებაზე დიდი მოთმინებით ელიან განსაკუთრებული და დიდი ცხვირის გამოჩენას, როგორც ჩანს მათ ჯერ ქართველი კონკურსანტი არ ჰყოლიათ, თორემ ახალი აღმოჩენის გაკეთებას აღარც დაელოდებოდნენ : ))) თუმცა ამ საკითხში ჩემი აზრით სომხები გაგვიწევდნენ კონკურენციას, გაიგებდნენ რა ქართველების წარმატების ამბავს, არ დაახანებდნენ და დიდცხვირათა შორის დიდცხვირას საპატიო წოდებასაც ისე მიითვისებდნენ, როგორც ერთ დროს შოთა რუსთაველი მიითვისეს : ))

საუნა

ერთი შეხედვით არაფერია განსაკუთრებული იჯდე დაორთქლილ ოთახში მსუქან ხალხთან ერთად, მაგრამ რას არ მოიგონებს ეს ხალხი, დიახ მათ საუნის მსოფლიო ჩემპიონატიც შექმნეს. წესები მარტივია, ვინც უფრო დიდხანს გაძლებს, გამარჯვებულიც ის გახდება.
თუმცა აქ ჩვეულებრივ საუნაზე არაა საუბარი, ტემპერატურა გაცილებით მაღალ გრადუსზე ადის და ორთქლის რაოდენობაც საკმაოდ ჭარბია, ამასთანავე ტურნირი 2 დღის განმავლობაში გრძელდება და 4 ტურიანია. უნდა ვაღიაროთ, რომ გასამარჯვებლად სერიოზული ფიზიკური ძალისხმევაა საჭირო.

თამაშს თვალს ადევნებს შეკრებილი ხალხი, ისინი კამერების საშუალებით აკვირდებიან ოთახში მჯდომებს და გულშემატკივრობენ. ამის გარდა ლუდს აგემოვნებენ, ძეხვს მიირთმევენ და მშვენივრად ერთობიან.

ფეხჭიდი

არ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი რომ არსებობს სპორტის სახეობა მკლავჭიდი. ნებისმიერ თქვენგანს დარწმუნებული ვარ ერთხელ მაინც უცდია ხელი გადაეწია მეგობრისთვის. თუმცა თუ სიმძიმეების აწევაზე ვარჯიშობთ, ან კიდევ ქრონიკული მასტურბატორი ხართ, ან ორივე ერთად, თქვენი შანსი ამ სპორტში წარმატებისა ძალიან დაბალია. მაგრამ ეგ არაფერი, ყურადღება ფეხებზე გადაიტანეთ, რადგანაც თქვენს წინაშეა ახალი ჩემპიონატი, ახალი წესებით, მასში ხელების მაგივრად ფეხები გვევლინება მთავარ როლში.

მონაწილეები ცერა თითს გადააჭდობენ ერთმანეთს და ცდილობენ ფეხის ძალის გამოყენებით მოუგონ მოწინააღმდეგეს.

ამ ვიდეოში მარცხნივ მჯდომი კაცი ალენ ნეშია, იგი უკვე გახლავთ მსოფლიო ჩემპიონი ამ საქმეში : ))

ცოლის ტარება

შეგახსენებთ, რომ ამ შემთხვევაში ცოლის ტარებაში არ იგულისხმება ხელის გულზე ტარება, ეს ხომ ისედაც ყველა მამაკაცის ვალია : ))
შეჯიბრი ფინეთში ტარდება ჯერ კიდევ 1997 წლიდან. პირობა ისაა, რომ კაცმა მხარზე უნდა ,,მოიგდოს” ცოლი, ან სურვილის შემთხვევაში სხვა ქალი და გადალახოს სხვადასხვა დაბრკოლებები, თამაში სისწრაფეზეა, ვინც მალე მიაღწევს ფინიშამდე, ის გაიმარჯვებს. პრიზი კი ლუდია. რამდენი? თქვენ წარმოიდგინეთ მხრებზე რამხელა ტვირთიც გაქვთ, იმას აწონიან და ლუდსაც შეშაბამისი ოდენობით გადმოგცემენ.
სარბენი მონაკვეთი 250 მეტრის სიგრძისაა და 3 დაბრკოლება გვხვდება.

საჰაერო გიტარის ჩემპიონატი

სათაურიც კი ძალიან უცნაურად ჟღერს, მაგრამ თავს ვდებ, რომ როკისისა და ელექტრო გიტარის მოყვარულებს ჩემპიონატი ძალიან მოეწონებათ. ამ შეჯიბრმა სტარტი 1996 წელს ფინეთის ერთ-ერთი მუსიკალური ფესტივალის დროს აიღო.
ასევე მსგავსი ღონისძიება 1980-იან წლებში შვედეთსა და ამერიკაშიც ტარდებოდა. აქ იკრძალებოდა ყოველგვარი ბენდებისა და რეალური მუსიკალური საკრავების სცენაზე გამოჩენა, კონკურსანტებს მხოლოდ წარმოსახვით გიტარაზე უნდა დაეკრათ.

შეგიძლიათ იხილოდ ამერიკის საჰაერო გიტარების ჩემპიონატის მიერ გაკეთებული ფლეშ-მობი, მგონი მართლა ძალიან სახალისოა : )

…………………………………………………………………………………………………………………..

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close