გართობაუცნაური

ეგვიპტური იეროგლიფები

5de5da8f9d33

ეგვიპტურ ენაზე დამწერლობა 3 ათასი წლის განმავლობაში იქმნებოდა.
ყველა წერილობითი ძეგლი რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, იეროგლიფური დამწერლობის ნიმუშია.
იეროგლიფი ბერძნული სიტყვაა : hieres-საღვთო, lyphe-ამოკვეთა, ამოჭრა. იეროგლიფური დამწერლობა უძველესი ხატოვანი ნიშნების დამწერლობაა. პირველი იეროგლიფები ჩნდება ჩვ.წ.-მდე IV ათასწლეულის ბოლო ხანებიდან. ზოგიერთი იეროგლიფი მთელ სიტყვას გამოხატავს, ზოგიც მის ნაწილს და ამასთან, ცალკეულ თანხმოვნებსაც ( ეგვიპტურში 30-მდე თანხმოვანია)
იეროგლიფურ დამწერლობაში დამხმარე ნიშნებსაც იყენებენ . ამ ნიშნებს დეტერმინატივებს უწოდებენ. დეტერმინატივი წაკითხვისას არ გამოითქმის, იგი მხოლოდ სიტყვის მნიშვნელობას აზუსტებს.
ფუნჯით წერა პაპირუსზე ან, იშვიათად, ტყავზე სისწრაფეს მოითხოვდა,იეროგლიფის გამოყვანას კი დიდი დრო სჭირდებოდა. პირველი დინასტიის ხანაში. (დაახლოებით ჩვ. წ.-მდე XXX ს.) იეროგლიფიკის პარალელურად განვითარდა იერატიკული დამწერლობა, იეროგლიფურის კურსივული ფორმა. პირველ ხანებში იგი იხმარებოდა , როგორც საღვთO შინაარსის ტექსტების, ისე საქმიანი ქაღალდების შესადგენად. ჩვ.წ.-მდე VII საუკუნიდან, დემოტიკური დამწერლობის შემუშავების შემდეგ, იერატიკული დამწერლობა მხოლოდ რელიგიური ტექსტების შესადგენად გამოიყენებოდა. ჩვ.წ.-მდე XIIსაუკუნიდან ეს დამწერლობა ისე დაშორდა პროტოტიპს-იეროგლიფურს, რომ ძნელად გასარჩევი გახდა.

75fb7b344e92

თავდაპირველად წერდნენ ვერტიკალურად, შემდეგ ჰორიზონტალურად- მარჯვნიდან მარცხნივ. იარსება დაახლოებით 3 ათას წელიწადს (ჩვ.წ III ს-მდე.)

წიგნები და საქმიანი ქაღალდები ეგვიპტეში განსაკუთრებულ, ჭილის ქაღალდზე იწერებოდა. იგი პაპირუსისაგან მზადდებოდა და ჩვეულებრივ ქაღალდზე გამძლე და მოქნილი იყო. ეს ქაღალდი ძვირი ჯდებოდა და ამიტომ უბრალო,ყოფითი ჩანაწერებისა და სასკოლო სავარჯიშოებისათვის ე.წ ,,ოსტრაკონს”- ბრყელ ქვას ან თიხის ფირფიტას იყენებდნენ. კალმად ლერწმის ღეროს ხმარობდნენ, მელანს კი ჭვარტლისაგან ამზადებდნენ.

1798 წელს ნაპოლეონის ექსპედიციის წევრმა მეცნიერმა ეგვიპტეში აღმოაჩინეს როზეტის ქვა, რომელზეც ერთი და იგივე ტექსტი ორ ენაზე წერია ბერძნულსა და ეგვიპტურზე.
26 წლის შემდეგ (1824წ) ამ ტექსტის საფუძველზე ფრანგმა მეცნიერმა შამპოლიონმა გაშიფრა ეგვიპტური იეროგლიფები.

87397abb6807

ჟან ფრანსუა შამპოლიონი(1790-1832)

ცნობილი ფრანგი ისტორიკოსი , ეგვიპტოლოგიის ფუძემდებლი. 11 წლის შამპოლიონს ეგვიპტური დამწერლობა უნახავს და უთქვამს : ,, მე ამას წავიკითხავ, როცა გავიზრდები”! 1807 წელს 17 წლის ყმაწვილი გრენობლის აკადემიის წევრად აირჩიეს, სადაც წარადგინა წიგნი ,, ეგვიპტე ფარაონების ხანაში” . 1822 წ. 22 სექტემბერს წარწერათა აკადემიას გააცნო ეგვიპტური იეროგლიფური დამწერლობის გაშიფვრის ძირითადი პრინციპები. ეს დღე ითვლება ეგვიპტოლოგიის, როგორც მეცნიერების დაარსების დღედ. შამპოლიონმა პირველმა შეადგინა ეგვიპტური ენის გრამატიკა და ლექსიკონი.

P.S_ ეგვიპტე დღეს ხოდშია :)) (C) Wooden Monkey

Back to top button