არქივი

ცხოვრება ნაკლით (მეორე ნაწილი)

24fc36307fc7
თუ პირველი ნაწილი ნახეთ, მაშინ უკვე წარმოდგენა გაქვთ რასაც შეეხება ეს პოსტი, მაგრამ თუ არ გინახავთ, მაშინ ჯერ პირველის წაკითხვას გირჩევთ. საუბარი გვექნება კვლავ არა-ჩვეულებრივ ადამიანებზე..

პირველი ნაწილის წასაკითხად დააკლიკეთ აქ

ვილი – 16 წლის

e5abe856e671
ვილს სიცოცხლისთვის მეტად სახიფათო ინციდენტი შეემთხვა ბარბექიუს შეწვის დროს. აალებადი სითხის წყალობით მას საშინელი დამწვრობა აქვს ტანსა და კისერზე.
ტანზე თმა მთლიანად დამეწვა, სახე კი სულ წითელი მქონდა. აქამდე ჩემი წყლულები სარკის წინ არ მინახავს. ახლა უკვე ჩვეულებრივი ადამიანი აღარ ვარ, მე ყველასგან განსხვავებული ვარ.

ვილი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში მიიყვანეს, მას კანის 40 პროცენტი დამწვარი ჰქონდა და კანის გადანერგვის რამდენიმე ოპერაციაც ჩაუტარდა. ბავშვმა მარჯვენა მკლავის მოძრაობის უნარი დაკარგა. ტანი იმდენად დაწყლულებული ჰქონდა, რომ სახვევებს ანესთეზიის ქვეშ უცვლიდნენ.
ამის გარდა ფიზიოთერაპიასთან რამდენიმეწლიანი ჭიდილი მოუწევს, რათა მარჯვენა მკლავში სრული ძალა დაიბრუნოს.
ვილი: მე მეზიზღება ეს ყველაფერი, განსაკუთრებით კი მკლავის ამბავი მზარავს.

7e67b4b8db3f

ვილს შეხვდა ქეითი და მოუყვა თავისი მდგომარეობის შესახებ, უთხრა, რომ როცა ასეთ მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, არაფრის გაკეთების სურვილი აღარ ჰქონდა, შეშინებული იყო.. აღმოჩნდა, რომ ვილს და ქეითს საერთო ბევრი ჰქონიათ, რადგანაც ბიჭი მას დაეთანხმა, და უთხრა, რომ ზუსტად ასეთი გრძნობები უჩნდებოდა ამ ბოლო დროს.

ვილი: არ მინდა ხალხმა ჩემზე ცუდი იფიქროს, რომ მახინჯი ვარ და ა.შ. მეც მეზიზღება ის შესახედაობა, რაც ახლა მაქვს და ხშირად ვუპირისპირდები იმ აზრს, თუ როგორ უნდა ვიცხოვრო ასე.
ქეითი: ადამიანებს შენი გარიყვა სულაც არ უნდათ, არაა საჭირო, შეიცვალო და გახდე სხვანაირი ადამიანი
ვილი: ვიმედოვნებ.

d590b77cf19e

ვილი ქეითთან გამომშვიდობების შემდგომ საკმაოდ გაკვირვებული ჩანდა, უკვირდა, რომ ქეითი ასეთი დარწმუნებული იყო თავის თავში და ასე ოპტიმისტურად იძლეოდა რჩევა–დარიგებებს. ვილსაც სურს, მიბაძოს მას და შეიყვაროს საკუთარი თავი ისეთი, როგორიც არის.

პრობლემები ვილის სახლში დაბრუნებისთანავე დაიწყო. მას სახლში გაჩერება და გამოჯანმრთელების გაგრძელება სულაც არ სურდა, ფიქრობდა, რომ ისიც ეყო, რაც საავადმყოფოში გამოკეტილმა გაატარა. ახლა ყველაფერს გარეთ ბოდიალი და გულის გადაყოლება ერჩია.
დედამისი კი ამ ამბავს ძალიან განიცდის და ამბობს, რომ თუკი შვილი არ დაუჯერებს, არ იხმარს საჭირო კრემებს და ფიზიოთერაპიას შესაბამისად არ განაგრძობს უნარშეზღუდული დარჩება. ვილი ალბატ ფიქრობს, რომ თუ თავის წარსულს ჩვეულებრივად განაგრძობს, ისე თითქოს არც არაფერი მომხდარა, ყველაფერი აღდგება ძველი.. მაგრამ ეს ასე არაა.

3bf476888f6c

ვილი: ღამე არ მძინავს, ვუყურებ ჩემს შრამებს და ვფიქრობ, ახალგაზრდა ვარ, არ მჭირდება არ მინდა ეს საშინელი ნაწიბურები.. არც არავის ვესაუბრები ჩემს პრობლემაზე, იმიტომ რომ ამას ვერავინ მიხვდება.

ემილი- 24 წლის

7ff2dbc1fb72

გამარჯობა, მე ემილი მქვია, 24 წლის ვარ და დუბლინში ვცხოვრობ. 7 წლის გახლდით, როცა სახლში ხანძარი გაჩნდა, მე კი შიგნით მოვყევი. სახისა და ტანის 70%–იანი დამწვრობა მივიღე. იქიდან მოყოლებული 17 წელი სულ ოპერაციების კეთებაში გავატარე.

ემილი მშობლებთან და პატარა ძმასთან ერთად ცხოვრობს. პროფესიით ადვოკატია. სწალის დასრულების შემდგომ ბევრჯერ სცადა სამსახურის დაწყება, არაერთ გასაუბრებაზე გავიდა, მაგრამ ჯერ კიდევ დაუსაქმებელია..

0433a3575f89
დედამისი ფიქრობს, რომ მისი შვილი გარეგნობის გამო დისკრიმინაციას განიცდის, სამსახურში სწორედ ამიტომ არ აჰყავთ დამსაქმებლებს.

რაც შეეხება თავად იმ უბედურ შემთხვევას რისი წყალობითაც ემილი დამახინჯდა, თურმე ოჯახში ამაზე არასოდეს უსაუბრიათ.

ჩვენ ერთმანეთს ვუფრთხილდებით, ვცდილობთ ტკივილი არ მივაყენოთ ერთიმეორეს. მაგრამ ამის მიუხედავად თითოეული ჩვენგანს შიგნით მაინც გვტკივა, მაინც განვიცდით.

1992 წელს ოჯახი არდადეგებზე საფრანგეთში გაემგზავრა, რათა საახალწლო დღეები ნათესავებთან ერთად მხიარულად გაეტარებინათ.
ემილი მაშინ მხოლოდ 7 წლის გახლდათ. ბავშვები კარგ დროს ატარებდნენ, ნამცხვრებს ჭამდნენ და მხიარულობდნენ, შემდეგ სახლში დაბრუნდნენ, ისადილეს, მშობლებმა ბავშვები დასაძინებლად დააწვინეს.
უფროსებმა არ იცოდნენ,რომ ბუხარი იყო ანთებული, ნაპერწკალმა კი მათ მომიჯნავე ოთახში, სადაც ბავშვებს ეძინათ ხანძარი გააჩინა. ემილის დედას უცნაური ხმები მოესმა, პატარების ოთახისკენ შეტრიალდა და ყური მიუგდო. შემდეგ კარი გამოაღო და მხოლოდ ცეცხლის ალი, გიზგიზი დაინახა. ქალმა დასახმარებლად სხვებს მოუხმო.

97465e7501b9

ემილის მამა პირველი იყო, რომელიც ოთახში შევარდა, კვამლში მხოლოდ მისი მეორე შვილი, ბიჭი შეამჩნია, რომელიც იატაკზე იწვა და ეძინა. მამამ ბავშვი სასწრაფოდ გაიყვანა ცეცხლიდან. მაშველი რაზმის მოსვლას არ დაელოდა და ემილიც გადაარჩინა.
გოგონა მაშინვე საავადმყოფოში გააქანეს, ტანის ზოგიერთი ნაწილი დამწვრობას პერანგისა და ნასკების წყალობით გადაურჩა. შემდგომში სწორედ ამ მცირე გადარჩენილი ნაწილებიდან გამოიყენეს კანი გადასანერგად (მუცლიდან და ზურგიდან).
თავდაპირველად მამას ბავშვის დამწვრობებს არც ანახებდნენ, მხოლოდ ერთი სახვევი მოხსნეს მისი თანდასწრებით, რადგანაც ექიმებს მიაჩნდათ, რომ შესაძლო იყო მშობელი ჭკუიდან შეშლილიყო შვილის ასეთი დამწვრობის ნახვის შემთხვევაში.

448c85d40137

ის გოგონა,ძველი ემილი, რომელიც 28 დეკემბერს საფრანგეთში ჩავიდა, სამუდამოდ გაქრა ოჯახისთვის. ემილი, როგორც შვილი, სრულიად დაკარგეს მშობლებმა. (ამას ამბობს თავად დედა)

ამ პერსონაჟის გამოჩენამ შოუში ცოტა არ იყოს სხვა აურა შემოიტანა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა გმირი ერთმანეთისგან განსხვავდება, ემილი მაინც დანარჩენებისგან ძალიან გამორჩეული მომეჩვენა. ეს იმან განაპირობა, რომ იგი უფრო მტკივნეულად აღიქვამს თავს გადამხდარ ამბავს, სხვა ყველა გმირი თითქოს მომავალს იმედიანად უყურებს, მაგრამ ემილი ასე არ ფიქრობს. სჯობს მოვუსმინოთ თავად მის სიტყვებს.

ყველაზე ცუდი შემთხვევა, რამაც ამ ბოლო დროს გული მატკინა ის იყო, რომ კეტრინ ჯეკინსი გამოვიდა ტელევიზიით და განაცხადა, ძალიან ძნელია იყო ლამაზი და მიმზიდველიო, რადგანაც ხალხი სერიოზულად არ გიყურებსო. იცი რა კეტრინ, მოკეტე და გაიარე! მე არც კი მჯერა,რომ ასეთი რამ თქვა ამ გოგომ. რა,ძალიან უნდა რომ მე მგავდეს? არ უნდა სიცოცხლე გავუცვალო?

1c6affd8a9ed

ძალიან მიყვარს ლამაზი ტანსაცმელი, ჩაცმა, მაგრამ იდეალური ქალივით მაინც ვერასოდეს გამოვიყურები, ეს მშვენივრად ვიცი. ამას ვერაფერს მოვუხერხებ.
რა ვქნა, ისეთი ვერ ვარ, რომ შემიძლია წავიდე და სილიკონით შევილამაზო მკერდი, ან ლიპოსაქცია გავიკეთო და უცებ ყველა კაცი ჩემზე გაგიჟდეს.

ემილიმ ქეითს იმეილი თავად გამოუგზავნა და თავადვე მოინდომა საუბარი, დამწვრობაზე ღიად საუბარი აქამდე მისთვის ტაბუდადებული იყო.

მე ამის შესახებ მეგობრებსაც არ ველაპარაკები, ისეთ მეგობრებსაც კი, ვისთან ერთადაც გაზრდილი ვარ. ის ფსიქოლოგიური დახმარება, მკურნალობა რაც ქეითს ჰქონდა და სხვა კიდევ ბევრ ჩემნაირ ადამიანს, ჩემთვის ხელმისაწვდომი არასოდეს ყოფილა.
ახლა ყველაფერი გავლილის კიდევ ახლიდან გადატანა რომ მომიწიოს აუცილებლად თავს მოვიკლავდი, რომ ვიცოდე ის, რაც ახლა ვიცი. დიახ მოვიკლავდი, ვიცი ეს საშინლად ჟღერს, მაგრამ ასეა.
ჩემი ნათქვამი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თვითმკვლელობისკენ ვარ მიდრეკილი, მაგრამ იგივეს გადატანას ნამდვილად არ დავუშვებდი.

7e66e9bf68e3

როცა დრო გადის, თანდათან უფრო ეცვევი ყველაფერს გიადვილდება ხალხის რეაქციების გადატანა, მაგრამ ეს მაინც გაწუხებს. რაც შეეხება მამაკაცებს,შეიძლება ჩემი ნათქვამი განხილვის საგანი გახდეს, მაგრამ კაცები სულელები არიან. ისინი ემოციურად შენელებულ კატეგორიას წარმოადგენენ.ისინი მხოლოდ გარეგნობას აქცევენ ყურადღებას, ყოველ შემთხვევაში 99% მაინც.
ადრეულ წლებში უფრო პოზიტიურად ვფიქრობდი,მაგრამ ახლა აღარ.

უყურეთ ფილმს, სადაც პოსტის გმირებს უფრო ცხადად გაიცნობთ:

…………………………………………………………………………………………………………………..

100000692931822.1453.2047260951

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button